სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №718
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.05.2002
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№718
2021 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმები.
2.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასთან დაკავშირებული მოქმედებები ხორციელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადგენილი წესის შესაბამისად.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანება.
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმები
მუხლი 1🔗. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ელექტრონული ფორმით, რომელიც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) კვალიფიციური ელექტრონული შტამპით/უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით და წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს.
2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ფორმა შეიცავს სამოქალაქო აქტის დასახელებას, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დასახელებას, რეგისტრაციის ნომერს, უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს, შემსრულებელი პირის სახელს და გვარს და შესაბამისი დანართით გათვალისწინებულ მონაცემთა გრაფებს. მასზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი.
3. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ფორმებია:
ა) დაბადების აქტის ჩანაწერი (დანართი №1);
ბ) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი (დანართი №2);
გ) შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი (დანართი №3);
დ) სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის აქტის ჩანაწერი (დანართი №4);
ე) ქორწინების აქტის ჩანაწერი (დანართი №5);
ვ) განქორწინების აქტის ჩანაწერი (დანართი №6);
ზ) გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (დანართი №7).
4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერს რეგისტრაციის ნომერი ენიჭება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის ნომერი შედგება 11 ციფრისაგან. აქედან: პირველი ორი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის მარეგისტრირებელი ორგანოს კოდურ აღნიშვნას, შემდეგი ორი ციფრი – სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ერთი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ექვსი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს.
5. სამოქალაქო აქტის სახეობის განმსაზღვრელი ციფრებია:
ა) 1 – დაბადების აქტის ჩანაწერი;
ბ) 2 – მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი;
გ) 3 – ქორწინების აქტის ჩანაწერი;
დ) 4 – განქორწინების აქტის ჩანაწერი;
ე) 5 – შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი;
ვ) 6 – სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის აქტის ჩანაწერი;
ზ) 7 – გარდაცვალების აქტის ჩანაწერი.
6. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ენიჭება რეგისტრაციის ნომერი, რომელიც შედგება 11 ციფრისაგან. აქედან: პირველი ორი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის მარეგისტრირებელი ორგანოს კოდურ აღნიშვნას, შემდეგი ორი ციფრი – აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ორი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ხუთი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს.
7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ენიჭება რეგისტრაციის ნომერი, რომელიც შედგება 11 ციფრისაგან. აქედან: პირველი სამი ციფრი აღნიშნავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების კოდურ აღნიშვნას, შემდეგი ორი ციფრი – სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ორი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ოთხი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს.
8. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის სახეობის განმსაზღვრელი ციფრებია:
ა) 01 – დაბადების აქტის ჩანაწერი;
ბ) 02 – მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი;
გ) 03 – ქორწინების აქტის ჩანაწერი;
დ) 04 – განქორწინების აქტის ჩანაწერი;
ე) 05 – შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი;
ვ) 06 – სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის აქტის ჩანაწერი;
ზ) 07 – გარდაცვალების აქტის ჩანაწერი.
მუხლი 2🔗. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს და დამოწმებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობაზე (გარდა დაბადების და ქორწინების მოწმობებისა) გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი დანართით განსაზღვრული რეკვიზიტების გრაფები. მოწმობის ქვედა მხარეს დატანილია წარწერა: „დოკუმენტი არის ელექტრონული. სააგენტოს ვებგვერდზე (http://sda.gov.ge) შესაძლებელია გადამოწმდეს ინფორმაცია – მოქმედია თუ არა მოწმობა. ამ დოკუმენტის ვებგვერდიდან (http://sda.gov.ge) ჩამოტვირთვა შესაძლებელია განაცხადის ACT0000000000 ნომრით 1 წლის განმავლობაში.“.
3. დაბადების მოწმობაზე დატანილია ვერცხლისფერი ორნამენტი (გაშლილ მდგომარეობაში მოწმობის შუა ნაწილში ზედა და ქვედა მხარეს). მოწმობაზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი დანართით განსაზღვრულ მონაცემთა გრაფები. მოწმობის ქვედა მხარეს დატანილია წარწერა: „დოკუმენტი არის ელექტრონული. სააგენტოს ვებგვერდზე (http://sda.gov.ge) შესაძლებელია გადამოწმდეს ინფორმაცია – მოქმედია თუ არა მოწმობა. ამ დოკუმენტის ვებგვერდიდან (http://sda.gov.ge) ჩამოტვირთვა შესაძლებელია განაცხადის ACT0000000000 ნომრით 1 წლის განმავლობაში.“.
4. ქორწინების მოწმობაზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. მოწმობის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი, რომელშიც ჩასხმულია ოხრა. მოწმობაზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, რეგისტრაციის ნომერი და დანართით განსაზღვრული სხვა რეკვიზიტები. მოწმობის ქვედა მხარეს დატანილია წარწერა: „დოკუმენტი არის ელექტრონული. სააგენტოს ვებგვერდზე (http://sda.gov.ge) შესაძლებელია გადამოწმდეს ინფორმაცია – მოქმედია თუ არა მოწმობა. ამ დოკუმენტის ვებგვერდიდან (http://sda.gov.ge) ჩამოტვირთვა შესაძლებელია განაცხადის ACT0000000000 ნომრით 1 წლის განმავლობაში.“.
5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმებია:
ა) დაბადების მოწმობა (დანართი №8);
ბ) მამობის დადგენის მოწმობა (დანართი №9);
გ) შვილად აყვანის მოწმობა (დანართი №10);
დ) ქორწინების მოწმობა (დანართი №11);
ე) განქორწინების მოწმობა (დანართი №12);
ვ) სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა (დანართი №13);
ზ) გარდაცვალების მოწმობა (დანართი №14).
6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას რეგისტრაციის ნომერი ენიჭება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის რეგისტრაციის ნომერი შედგება 11 ციფრისაგან. აქედან: პირველი ორი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის მარეგისტრირებელი ორგანოს კოდურ აღნიშვნას, შემდეგი ორი ციფრი – სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ერთი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ექვსი ციფრი – წლის განმავლობაში გაცემული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის რიგით ნომერს.
7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ შექმნილი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის რეგისტრაციის ნომერი შედგება 11 ციფრისაგან. აქედან: პირველი სამი ციფრი აღნიშნავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების კოდურ აღნიშვნას, შემდეგი ორი ციფრი – სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ერთი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ხუთი ციფრი – წლის განმავლობაში გაცემული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის რიგით ნომერს.
8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების გაცემისას გამოიყენება კოდური აღნიშვნები, №16 დანართის შესაბამისად.
9. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების გაცემისას გამოიყენება კოდური აღნიშვნები, №17 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის ფორმა
1. ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის ფორმა წარმოადგენს მატერიალურ დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერენ დასაქორწინებელი პირები და ქორწინების რეგისტრაციაზე დამსწრე მოწმეები (2 პირი) (დანართი №15).
2. ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის ფორმა შეიცავს ქორწინების რეგისტრაციის ორგანოს დასახელებას, რეგისტრაციის ნომერს და შესაბამისი დანართით გათვალისწინებულ მონაცემთა გრაფებს. ქორწინების რეგისტრაციის თანხმობის ფორმის რეგისტრაციის ნომერი შედგება 11 ციფრისგან და ენიჭება შესაბამისი ქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის ნომერი.
3. ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის ფორმა განთავსდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფოტოასლის სახით, რომელიც დასტურდება სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.