სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №715
სარეგისტრაციო კოდი 100060050.22.027.017207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2021
matsne.gov.ge 6,315 სიტყვა · ~32 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია
სპეციალური პენიტენციური სამსახური, სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო
მუხლი 3
ბენეფიციარი
ბრალდებული/მსჯავრდებული, პირობით მსჯავრდებული, ყოფილი პატიმარი, განრიდებული, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანი, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირი
მუხლი 3
სოციალური მუშაობა
პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 06.10.2021 სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონი 93% 13.06.2018 სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 29.12.2021 სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 04.06.2021 სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 27.01.2022

დოკუმენტის ტექსტი

სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №715 2021 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი თანდართული სახით. 2. ეს ბრძანება, გარდა V თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ ბრძანების V თავი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ბრძანების მოქმედების სფერო ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შემდგომ – სპეციალური პენიტენციური სამსახური), სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომ – სააგენტო) და აღსრულების ეროვნულ ბიუროში (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებს, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესს. მუხლი 2🔗. ბრძანების მიზანი ამ ბრძანების მიზანია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომუშავე სოციალურ მუშაკთათვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, ასევე, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობისათვის აუცილებელი უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ ბრძანების მიზნებისათვის, ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია – სპეციალური პენიტენციური სამსახური, სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო; ბ) ბენეფიციარი – ბრალდებული/მსჯავრდებული, პირობით მსჯავრდებული, ყოფილი პატიმარი, განრიდებული, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანი, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირი; გ) სოციალური მუშაობა – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. თავი II სოციალური მუშაობის  სტანდარტები მუხლი 4🔗. ადამიანის უფლებები და სოციალური სამართლიანობა (სტანდარტი №1) 1. სოციალური მუშაობა ეფუძნება ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, რისთვისაც სოციალური მუშაკი იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად უფლებებს. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს ბენეფიციარისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზებას, უზრუნველყოფს მისთვის არსებულ შესაბამის რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რეაგირებას ახდენს უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და ბენეფიციარს უწევს ადვოკატირებას. 2. ბენეფიციარის ძირითადი უფლებების რეალიზებისათვის განხორციელებული ღონისძიებები ინკლუზიურია. ბენეფიციარი მონაწილეობს და ინფორმირებულია მის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით. 3. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას: ა) ფლობს ცოდნას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებების შესახებ; ბ) ხელს უწყობს ბენეფიციარის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დაცვასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას; გ) აწვდის ინფორმაციას ბენეფიციარს მისი უფლებებისა და ამ უფლებათა რეალიზების შესაძლებლობის შესახებ მისთვის გასაგებ ენაზე როგორც მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე, ისე – ინტერვენციის პროცესში; დ) ხელს უწყობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (მოწყვლადი) ბენეფიციარის უფლებების დაცვას; ე) მომსახურებას უწევს ბენეფიციარს სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვით, რა დროსაც არსებული მომსახურება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია; ვ) ფლობს ცოდნას რთული ქცევის მქონე ან/და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას ღირსების დაცვის, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, მათი მონაწილეობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საფუძველზე; ზ) უზრუნველყოფს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებასა და მოთხოვნების დაცვას. 4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) ახორციელებს საკუთარ მომსახურებათა რეგულარულ მონიტორინგს ბენეფიციართა უფლებების დაცვის კუთხით; ბ) შეიმუშავებს სხვადასხვა მომსახურების/პროგრამის განხორციელებისა და მიწოდების სტანდარტებს, რომელიც ემყარება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს; გ) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების პროფესიულ გაძლიერებას ადამიანის უფლებების ცოდნის მიმართულებით. მუხლი 5🔗. არაგანსჯითი პრაქტიკა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა (სტანდარტი №2) 1. სოციალური სამუშაო მიმდინარეობს არაგანსჯითი პრინციპით, რა დროსაც სოციალური მუშაკი ბენეფიციართან მიმართებით იჩენს პოზიტიურ დამოკიდებულებას, არ განსჯის მას მიღებული გადაწყვეტილებისა თუ ჩადენილი დანაშაულის/ქმედების გამო. 2. სოციალური მუშაობა მიმდინარეობს თანასწორობის პრინციპის დაცვით. დაუშვებელია ბენეფიციარის მიმართ დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 3. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას: ა) აცნობიერებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის მნიშვნელობას და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის თანასწორობას ყოველდღიურ საქმიანობაში; ბ) ფლობს ცოდნას ბენეფიციარის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული და სხვა პიროვნული მახასიათებლების შესახებ; გ) ბენეფიცარს მომსახურებას აწვდის უსაფრთხო და დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავისუფალ, არაგანსჯით და კეთილგანწყობილ გარემოში; დ) არ იყენებს უფლებამოსილებას ბენეფიციარის ინტერესების საზიანოდ და არ განსჯის მას ჩადენილი ქმედების/დანაშაულის გამო; ე) ახდენს ბენეფიციარის ინფორმირებას მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში გასაჩივრების უფლების შესახებ; ვ) იყენებს  ბენეფიციარის ძლიერ მხარეზე ორიენტირებულ მიდგომას, გამოცდილების გამდიდრების საჭიროებასა და ითვალისწინებს ბენეფიციარის არჩევანის თავისუფლებას; ზ) ცდილობს ბენეფიციართან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას შესაბამისი პროცედურებისა და პროგრამების განხორციელების გზით. 4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) უზრუნველყოფს ბენეფიციარის მდგომარეობასთან ასოცირებული სტიგმის შემცირებას შესაბამისი პროცედურებისა და პროგრამების დანერგვისა და განხორციელების გზით; ბ) პერიოდულად ახდენს შიდა პოლიტიკის გადასინჯვას და უზრუნველყოფს არაგანსჯითი და არადისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკის განმტკიცებას; გ) ხელს უწყობს არსებული მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობას თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. კულტურულ თავისებურებათა ცოდნა (სტანდარტი №3) 1. სოციალური მუშაობისას უზრუნველყოფილია თითოეული ადამიანის კეთილდღეობა მათი კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით. სოციალური მუშაკი ფლობს ინფორმაციას ბენეფიციარის ეთნიკური, რელიგიური, სოციალური და გენდერული კუთვნილების შესახებ, რათა უზრუნველყოს ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდება მისი კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით. 2. სოციალური მუშაკი:            ა) იცნობს და პატივს სცემს ბენეფიციარის კულტურულ ტრადიციებს, ფასეულობებსა და ღირებულებებს; ბ) უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას ბენეფიციარისთვის გასაგებ ენაზე; საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას აწვდის მას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თარჯიმნის დახმარებით; გ) ითვალისწინებს კულტურული ღირებულებების, ნორმებისა და ტრადიციების ზეგავლენას ბენეფიციარის მახასიათებლებზე (განვითარება, ქცევა, კომუნიკაცია), არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე; დ) მულტიდისციპლინურ ჯგუფთან თანამშრომლობისას კოლეგებს აწვდის ინფორმაციას ბენეფიციარის კულტურული თავისებურებების თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მათ; ე) აღიარებს თითოეული კულტურის თავისებურებებს, თუმცა აცნობიერებს, რომ ეთნიკური, გენდერული, რელიგიური და სხვა თავისებურებები შეიძლება ინდივიდებისთვის გარკვეულ ბარიერად იქცეს; ვ) ხელმძღვანელობს სოციალურ მუშაკთა ეთიკის კოდექსით, რომელიც ხაზს უსვამს სოციალური სამუშაოს პრაქტიკაში კულტურულ თავისებურებათა გათვალისწინების აუცილებლობას. 3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) ზედამხედველობას უწევს სოციალური მუშაკის საქმიანობას ბენეფიციართა კულტურული თავისებურებების გათვალისწინების თვალსაზრისით; ბ) კულტურული თავისებურებების მიერ წარმოქმნილი ბარიერების გადასალახად შეიმუშავებს სტრატეგიას და უზრუნველყოფს პრაქტიკაში მათ დანერგვას; გ) აფასებს საკუთარ მომსახურებას კულტურული მრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით, კერძოდ, მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბენეფიციარისათვის; დ) საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს კვალიფიციური თარჯიმნის დახმარებით; ე) სხვადასხვა პროფესიული ტრენინგით, საგანმანათლებლო კურსითა და აქტიური პროფესიული ზედამხედველობის პროცესით დახმარებას უწევს სოციალურ მუშაკებს საკუთარი თავის, ცოდნის და პროფესიული კომპეტენტურობის გაზრდასა და სტერეოტიპების დაძლევაში. მუხლი 7🔗. კონფიდენციალურობა (სტანდარტი №4) 1. სოციალური მუშაობა წარიმართება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, რა დროსაც სოციალური მუშაკი აცნობს ბენეფიციარს მისი ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევების შესახებ, თუ როდის და ვისზე შეიძლება გაიცეს  ბენეფიციართან დაკავშირებული ინფორმაცია. 2. ბენეფიციარის პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) და ბენეფიციართან მუშაობის პროცესში წარმოებული ნებისმიერი დოკუმენტაცია დაცულია როგორც მომსახურების მიწოდების პროცესში, ისე ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლის შემდეგ. 3. ბენეფიციართან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია იმ პირებისათვის, რომელთაც კანონით აქვთ მინიჭებული ასეთი ინფორმაციის გაცნობის უფლებამოსილება. 4. სოციალური მუშაკი: ა) აცნობიერებს ბენეფიციართან მუშაობის დროს კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპის მნიშვნელობას; ბ) იმ სამართლებრივ და ეთიკურ შეზღუდვებს, რომელთა მიხედვითაც შეუძლებელია ბენეფიციარის შესახებ გარკვეული ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) ბენეფიციარსა ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს აწვდის ინფორმაციას კონფიდენციალურობის დაცვისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლების შესახებ; დ) იცავს ბენეფიციართან დაკავშირებული ფორმალური/არაფორმალური კორესპონდენციის,  სატელეფონო თუ პირდაპირი საუბრებისა და  შეხვედრების კონფიდენციალურობას; ე) ბენეფიციარს მომსახურებას აწვდის შესაბამის გარემოში (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი), სადაც უზრუნველყოფილია ბენეფიციართან საუბრის კონფიდენციალურობა; ვ) ბენეფიციართან დაკავშირებულ ინფორმაციას, მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობს ბენეფიციარს, მის კანონიერ წარმომადგენელსა  და შესაბამის უფლებამოსილ პირს; ზ) უზრუნველყოფს ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და დაცვას; თ) იცავს კონფიდენცალურობის პრინციპს ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლის შემდეგ. 5. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების გადამზადებას ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვასთან დაკავშირებით; ბ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს არსებობას ბენეფიციართან შეხვედრებისა თუ სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურად წარმართვის მიზნით. მუხლი 8🔗. პრაქტიკის შესაბამისობა სოციალური მუშაობის ეთიკასა და კანონმდებლობასთან (სტანდარტი №5) 1. სოციალური მუშაკები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. 2. სოციალური მუშაკი: ა) ფლობს ინფორმაციას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის/სტანდარტების შესახებ და მოქმედებს მათ შესაბამისად; ბ) საქმიანობას ახორციელებს სოციალური მუშაობის ეთიკური ნორმების შესაბამისად. 3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია შესაბამისი პროფესიული ტრენინგების ჩატარების გზით უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთა ცოდნის გაღრმავებას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. მუხლი 9🔗. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში ბენეფიციარის რისკის მართვა (სტანდარტი №6) 1. სპეციალური პენიტენციური სამსახური და სააგენტო დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებით, ასევე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციითა და რესოციალიზაციით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. სპეციალური პენიტენციური სამსახური და სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ითვალისწინებენ მათ მიერ სამართავი რისკის მნიშვნელობასა და არსს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რისკი გულისხმობს: ა) განმეორებითი დანაშულის ჩადენის რისკს – ალბათობას იმისა, რომ ბენეფიციარი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს; ბ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკს – ბენეფიციარის მიერ დანაშაულის გამეორებით ჩადენის  შემთხვევაში სხვებისთვის ან/და საკუთარი თავისთვის ზიანის რისკის მიყენების საფრთხეს.  3. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განსაზღვრის მიხედვით ხორციელდება მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია, რაც გულისხმობს პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულთა ქცევისა და კრიმინალური გამოცდილების გათვალისწინებით მათ განაწილებასა და განთავსებას სხვადასხვა ტიპისა და რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში. 4. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში რისკის მართვა გულისხმობს  იდენტიფიცირებული რისკის შემცირებას, მისი გამომწვევი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანით/აღმოფხვრით და მისი გავლენის შემცირებას. 5. სოციალური მუშაკი: ა) ითვალისწინებს რისკის შეფასებისა და მართვის მნიშვნელობას; ბ) აფასებს ბენეფიციარის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეს; გ) ფლობს უნარს, განასხვავოს მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეები და ამოიცნოს შესაბამისი ინდიკატორები; დ) ახდენს იმ პირის/პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც სავარაუდო საფრთხის ქვეშ არიან და ეფექტურად იყენებს არსებულ რესურსსა და საშუალებებს რისკის შესამცირებლად; ე) იღებს ინფორმაციას და აფასებს ბენეფიციარის მიერ საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების რისკს, მართავს მას მის ხელთ არსებული ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით ან/და ამისამართებს შესაბამისს სპეციალისტთან. 6. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სოციალური მუშაკი: ა) მონაწილეობს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების, მისი რისკის სახის დადგენისა და საშიშროების რისკის პერიოდული გადაფასების პროცესში; ბ) ითვალისწინებს წახალისების სისტემის გამოყენების მნიშვნელობას პენიტენციური დაწესებულების შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეფექტური მართვის მიზნით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის და პენიტენიცირი დაწესებულების თანამშრომელთა მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების რისკების შესამცირებლად; გ) ითვალისწინებს უფლებამოსილ ორგანოთა ჩართულობით განსაკუთრებით საშიში კატეგორიის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის რისკების შეფასებასა და მათი მართვის საჭიროებას, რაც გულისხმობს ბენეფიციარის საჭიროებების იდენტიფიცირების, რისკის შეფასების, შესაბამისი ინფორმაციის გაცვლისა და დამუშავების შედეგად ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. 7. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს რისკისა და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტითა და შესაბამისი ინსტრუქციებით; ბ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს მის ხელთ არსებული ყველა საჭირო რესურსით, ბენეფიციარის რისკის მართვის უზრუნველსაყოფად; გ) შეიმუშავებს წახალისების სისტემას ბენეფიციარის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემთხვევის ეფექტური მართვის მიზნით; დ) უფლებამოსილ ორგანოთა ჩართულობით, უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში კატეგორიის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის რისკების მართვას. მუხლი 10🔗. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში რისკისა და საჭიროების შეფასება (სტანდარტი №7) 1.  რისკისა და საჭიროების შეფასების დროს განისაზღვრება დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობა, იდენტიფიცირდება კრიმინოგენური ფაქტორები და დგინდება მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონე. რისკისა და საჭიროების შეფასების პროცესში აუცილებელია ბენეფიციართან დაკავშირებული სამართლებრივი, ბიოლოგიური, სოციალური, კულტურული, ფსიქოლოგიური და სამედიცინო ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რამაც შესაძლობელია გავლენა მოახდინოს ბენეფიციარზე. 2. რისკისა და საჭიროებების შეფასების პროცესში, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბენეფიციარის ობიექტური და სისტემური შეფასების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია მიიღება როგორც სხვადასხვა წყაროდან, კერძოდ, ბენეფიციარისგან, სხვა სპეციალისტებისგან, სხვა უწყებიდან (ან/და გადამოწმდება მათთან), ისე იმ დოკუმენტაციის გაცნობის გზით, რომელიც შეიცავს ბენეფიციართან დაკავშირებულ მონაცემებს. 3. სოციალური მუშაკი: ა) ითვალისწინებს რისკისა და საჭიროებების  შეფასების მნიშვნელობას; ბ) განსაზღვრავს და განასხვავებს რისკის სახეებს; ახდენს კრიმინოგენური, დამცავი ფაქტორებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას; გ) საჭიროების შემთხვევაში იყენებს შეფასების ინსტრუმენტებს; დ) უზრუნველყოფს შეფასების პროცესში ბენეფიციარის ჩართულობას; მუშაობას წარმართავს ბენეფციარისთვის ღიად, შესაბამისი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, მისი თანხმობის საფუძველზე; ე) იყენებს ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა მეთოდს; ვ) განსაზღვრავს გადაუდებელი ჩარევის აუცილებლობას და იღებს შესაბამის ზომებს; ზ) თანამშრომლობს სხვა სპეციალისტებთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოიპოვებს ინფორმაციას სხვა უწყებებისგან; თ) შეფასების შედეგად განსაზღვრავს ბენეფიციარის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეს; ი) განსაზღვრავს საჭიროებებზე მორგებულ ინტერვენციას და მისი დაგეგმვისას ითვალისწინებს ბენეფიციარის ძლიერი მხარეების მნიშვნელობას;   კ) შეფასების შედეგების გათვალისწინებით ახდენს რისკის ქვეშ მყოფი პირის/პირთა იდენტიფიცირებას. 4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) ბენეფიციარის შეფასების პროცესში უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის თანამშრომლობას სხვადასხვა სპეციალისტთან/უწყებასთან; ბ) შეიმუშავებს შეფასების ფორმებსა და პროცედურებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სოციალურმა მუშაკებმა; გ) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების მონაწილეობას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობას შეფასების ფორმების შემუშავებასა და განახლებაში; დ) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების უნარების გაძლიერებას მათზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელებით. მუხლი 11🔗. შემთხვევის მართვა (სტანდარტი №8) 1. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში შემთხვევის მართვა წარიმართება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის შეფასების, კანონმდებლობით დადგენილი წესით შემთხვევის მართვის გზით, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის წარმართვით, შესაბამისი პროგრამების მიწოდებით, ბენეფიციარის დემოგრაფიული მახასიათებლების,  რისკებისა და დამცავი ფაქტორების გათვალისწინებით. შემთხვევის მართვის პროცესში გაითვალისწინება სოციალური მუშაობის ზოგადი ინტერვენციის მოდელი, საკუთარი კომპეტენციის საზღვრები და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია დამატებითი სპეციალისტის ჩართვა. 2. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში სოციალური მუშაკი: ა) ბენეფიციართან მუშაობის პროცესში იყენებს შესაბამის შეფასების ინსტრუმენტს; ბ) შემთხვევას მართავს ზოგადი ინტერვენციის მოდელის შესაბამისად, ვადების დაცვით; აწარმოებს და ინახავს საჭირო დოკუმენტაციას; გ) ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა წყაროებისა და მეთოდების  გამოყენებით; დ) ხელს უწყობს ბენეფიციარის აქტიურ ჩართულობას შემთხვევის მართვის ყველა ეტაპზე, აწვდის მას ინფორმაციას მოსალოდნელი პროცესების, მისი და ბენეფიციარის უფლება-მოვალეობების შესახებ; ე) ბენეფიციარის ჩართულობის უზრუნველსაყოფად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საჭირო რესურსს; ვ) შემთხვევის მართვის პროცესში დროულად რთავს დამატებით სპეციალისტებს; ზ) მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში და აქვს ინფორმაცია ჩართული სპეციალისტების მიერ გაწეული მომსახურებების ან/და ინტერვენციის გეგმების შესახებ; თ) ინფორმაციის შეგროვებისა და მისი ასახვის პროცესში ითვალისწინებს ინფორმაციის მიღებისა და მიწოდების მიზნობრიობას; ი) ადგენს ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც შეესაბამება შეფასების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ბენეფიციარის რესურსებსა და არსებულ მომსახურებებს; განსაზღვრავს ინდივიდუალური გეგმის მიზანსა და ვადებს ბენეფიციარის საჭიროებისა და  არსებული რესურსის გათვალისწინებით; კ) აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას და ხელს უწყობს ბენეფიციარის თანამშრომლობას   პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოსთან; ლ) აფასებს ინტერვენციის შედეგების გავლენას ბენეფიციარზე, ახდენს შედეგების გადახედვას და  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ინტერვენციის შესახებ; მ) ახორციელებს მონიტორინგს ბენეფციართან მიღწეულ შედეგებსა და მის ზოგად მდგომარეობაზე, საჭიროების შემთხვევაში დგამს შესაბამის ნაბიჯებს. 3. სპეციალური პენიტენციური სამსახური/სააგენტო: ა) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დამტკიცებული შემთხვევის მართვის პროცედურების განხორციელებას; ბ) უზრუნველყოფს და შეიმუშავებს შეფასებისა და შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებს; აგროვებს ინფორმაციას სხვა მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესახებ; გ)  უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს შემთხვევის მართვის პროცესში საჭირო ინსტრუმენტებითა და არსებული მიზნობრივი მომსახურებებით, სოციალური მუშაკის მიერ გაწეული მომსახურების უწყვეტობისა და ბენეფიციარისთვის ხარისხიანი და დროული მომსახურების მიწოდების მიზნით; დ) უზუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას; საჭიროების შემთხვევაში, რთავს დამატებით სპეციალისტებს. 4. აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოება წარიმართება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, რა დროსაც სოციალური მუშაკი ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებითა და წესებით. 5. აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაკი: ა) განსაზღვრავს საქმეში ჩართულობის საჭიროებასა და განსახორციელებელ მოქმედებებს; ბ) აწარმოებს და გამოითხოვს შესაბამის დოკუმენტაციას; გ) ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა წყაროებისა და მეთოდების გამოყენებით; დ) ხელს უწყობს ბენეფიციარის აქტიურ ჩართულობას შემთხვევის მართვის ყველა ეტაპზე, აწვდის ინფორმაციას მოსალოდენელი პროცესების, მისი და ბენეფიციარის უფლება-მოვალეობების შესახებ; ე) გეგმავს და ახორციელებს კომუნიკაციას (შეხვედრა, ერთობლივი შეხვედრა, მისამართზე ვიზიტი, სატელეფონო კომუნიკაცია) ბენეფიციართან; ვ) ბენეფიციართან კომუნიკაციის პროცესში ითვალისწინებს არსებულ შესაძლებლობებსა და რესურსებს; ზ) შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან და ახდენს უწყებათაშორის კოორდინაციას; თ) შემთხვევის მართვის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, დროულად რთავს საქმეში შესაბამის სპეციალისტს; ი) ბენეფიციართან კომუნიკაციისას საჭიროებისამებრ აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას და აწვდის საქმისმწარმოებელ პირს; კ) მონიტორინგს უწევს საქმეში მიღწეულ შედეგებს და ახორციელებს შესაბამის მოქმედებებს; ლ) საჭიროებიდან გამომდინარე ახდენს ადგილზე გასვლას და სააღსრულებო მოქმედებებზე დასწრებას. მუხლი 12🔗. სოციალური ადვოკატირება (სტანდარტი №9) 1. სოციალური ადვოკატირების განხორციელების მიზანია ბენეფიციარის ინტერესების დაცვა, ასევე, მისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და გაძლიერება. სოციალური ადვოკატირების პროცესში ბენეფიციარი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი ჩართულია და მის შესახებ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეთანხმებულია თავად ბენეფიციართან ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთან. 2. სოციალური მუშაკი: ა) ფლობს ბენეფიციარის ადვოკატირებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს; ბ) სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს ბენეფიციარის ინტერესების დაცვასა და იძიებს მისთვის საჭირო რესურსს; გ) ზრუნავს ბენეფიციარისა და მისი სოციალური გარემოს გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე; დ) ახდენს სოციალური ცვლილების საჭიროების იდენტიფიცირებას და ცვლილების ინიცირებას მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში არსებული სოციალური პოლიტიკის მიმართულებით; ე) მხარს უჭერს ბენეფიციარისთვის საჭირო მომსახურების მიღებას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. 3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) სოციალური მუშაკის შერჩევისას აფასებს რამდენად აქვს მას ბენეფიციარის ადვოკატირებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები; საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მას შესაბამისი ტრენინგით ან სხვა საგანმანათლებლო კურსით; ბ) სხვა უწყებებთან და  სპეციალისტებთან თანამშრომლობის გზით უზრუნველყოფს არსებული ბარიერების შემცირებას, რომლებიც შესაძლოა ხელს უშლიდეს ბენეფიციარებისათვის საჭირო მომსახურების ეფექტურად და დროულად მიწოდებას; გ) უზრუნველყოფს არსებული მომსახურებებისა და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის გაუმჯობესებას. მუხლი 13🔗. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და მომსახურების მიწოდება (სტანდარტი №10) 1. სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდება გულისხმობს ინტერვენციათა ფართო არჩევანს, რაც მიმართულია დანაშაულის შემცირების, აღმოფხვრისა ან/და ისეთი ღონისძიებების განხორციელებისკენ, რომლებიც უზრუნველყოფს ბენეფიციარის საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით, მისი საზოგადოებაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და ინტეგრაციას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზანია განმეორებით დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მყისიერი/მნიშვნელოვანი რისკის მართვა და პროსოციალური ქცევის განმტკიცება. 3. მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში შემუშავებულია საუკეთესო პრაქტიკასა და ემპირიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც მიმართულია პოზიტიური ცვლილებისკენ, ბენეფიციარის ქცევის კორექციისა და რესოციალიზაცია-რეაბლიტაციისაკენ. 4. სოციალური მუშაკი: ა) უზრუნველყოფს ინკლუზიურ გარემოს, ასევე, ბენეფიციარის უფლებების დაცვაზე,  განსხვავებულობის მიმღებლობაზე  პიროვნების ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლების პატივისცემაზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდებას ინდივიდუალური საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით; ბ) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურებების შერჩევისას იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას, კერძოდ ბენეფიციარისთვის სარეაბილიტაციო პროგრამის შეთავაზებას შეფასებით გამოკვეთილი  ინდივიდუალური საჭიროებების, დამცავი ფაქტორებისა  და ინტერესების  შესაბამისად; გ) სარეაბილიტაციო პროგრამების დაგეგმვისას ითვალისწინებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ყველა შესაძლებლობას ბენეფიციარის საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშესაწყობად, მისი  ფსიქოლოგიური და სოციალური სირთულეების დაძლევის გზით, დანაშაულის ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შესამცირებლად;  დ) ადვოკატირებას უწევს ბენეფიციარისათვის უსაფრთხო გარემოში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურების მიწოდებას; ე) ბენეფიციარს და, საჭიროების შემთხვევაში, მის კანონიერ წარმომადგენელს აწვდის ინფორმაციას მისი უფლებების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურების მიზნების, შინაარსისა და შედეგების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვას მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით; ზ) მომსახურებას აწვდის ბენეფიციარს თანამედროვე მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის, პროფესიული ეთიკისა და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; თ) მის ხელთ არსებული საჭირო რესურსით უზრუნველყოფს ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობას და კონსულტაციის გაწევას მდგრადი შედეგების მიღწევის მიზნით; ი) ახორციელებს ბენეფიციარის მიერ მიღწეული პროგრესის  მონიტორინგს; კ) ფლობს უნარს, განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის მიზანშეწონილობა, როდესაც რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურების მიწოდებით მიღწეულია მიზანი და უზრუნველყოფილია ბენეფიციარის უსაფრთხოება, ან როდესაც შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა და აუცილებელია სხვა სახის ინტერვენცია; ლ) ბენეფიციარებს სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის კანონმდებლობით დადგენილი სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად. 5. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) სოციალურ მუშაკს უზრუნველყოფს ისეთი ინფრასტრუქტურითა და სამუშაო გარემოთი, სადაც შესაძლებელია ბენეფიციარის ინკლუზიური გარემოსა და უსაფრთხოების შენარჩუნება; ბ) შეიმუშავებს ბენეფიციარისთვის საჭირო ფსიქო-სოციალურ, პროსოციალურ,  დამოკიდებულების დაძლევის, საგანმანათლებლო და საინფორმაციო სარეაბილიტაციო პროგრამებსა ან/და მომსახურებებს; გ) უზრუნველყოფს ეფექტური სარეაბილიტაციო მომსახურების შექმნას; დ) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის გადამზადებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის, პროფესიული ეთიკისა და  დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით; ე) შეიმუშავებს სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდების სტანდარტს. მუხლი 14🔗. ბენეფიციარის გადამისამართება და უწყებათაშორისი თანამშრომლობა (სტანდარტი №11) 1. შემთხვევის მართვის პროცესში სოციალური მუშაკი, საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან. ბენეფიციარის სრული შეფასებისა და ინტერვენციის გეგმის სწორად დასახვის მიზნით, ინფორმაციის მიღება ხდება ბენეფიციართან მომუშავე სხვა უწყებებისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. უწყებათაშორისი თანამშრომლობა ხორციელდება როგორც შემთხვევის შეფასების ეტაპიდან, ისე – ინტერვენციის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. 2. ინტერვენციის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ბენეფიციარის საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ მიმართული შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სოციალური მუშაკი: ა) აცნობიერებს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას შემთხვევის სრულყოფილი შეფასებისა და ბენეფიციარისათვის კომპლექსური მომსახურებების მიწოდების მიზნით; ბ) თანამშრომლობს შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა უწყებებთან და შესაბამის სპეციალისტებთან, შემთხვევის უწყებათაშორისი და მულტიგუნდური პრინციპით წარმართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სპეციალისტთან და უწყებასთან შემთხვევის გადამისამართების გზით, აუმჯობესებს კრიზისული სიტუაციის მართვას. 4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) შეიმუშავებს სხვა უწყებებთან თანამშრომლობისათვის საჭირო შესაბამის დოკუმენტებს, (ინსტრუქციები და მემორანდუმები), სადაც აისახება უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი; ბ) აწარმოებს ბენეფიციართათვის იმ მომსახურებების ნუსხას, რომელიც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებშია ხელმისაწვდომი. მუხლი 15🔗. პროფესიული ზედამხედველობა (სტანდარტი №12) 1. პროფესიული ზედამხედველობა გულისხმობს პროფესიული ზედამხედველის მიერ ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და მხარდამჭერი ფუნქციის განხორციელებას ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის ფორმით, რაც სოციალურ მუშაკს ეხმარება თვითრეფლექსიაში, ძლიერი და გასაუმჯობესებელი უნარების იდენტიფიცირებაში, ასევე, პროფესიულ ზედამხედველთან ერთად, პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას, რაც ხელს უწყობს სოციალური მუშაკის გამოკვეთილი უნარის გაუმჯობესებას საჭირო რესურსის გამოყენებით.  2. პროფესიული ზედამხედველობის პროცესი მიმდინარეობს რეგულარულად და ორიენტირებულია სოციალური მუშაკის გაძლიერებაზე, რაც აისახება სოციალური მუშაკის ცოდნაზე, პრაქტიკულ საქმიანობაზე, კომპეტენციაზე, ასევე, ბენეფიციარსა და მისთვის მიწოდებულ მომსახურებაზე. 3. სოციალური მუშაკი: ა) მონაწილეობს ინდივიდუალური და ჯგუფური პროფესიული ზედამხედველობის  პროცესში; ბ) აუმჯობესებს ბენეფიციარის შემთხვევის მართვისა და მომსახურების მიწოდების ხარისხს; გ) აუმჯობესებს  სამუშაო ვადების დაცვას, ანგარიშებისა და დოკუმენტაციის წარმოებას, ასევე, სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების ხარისხს; დ) უმკლავდება სამსახურთან დაკავშირებულ სტრესს; ე) რეგულარულად აფასებს ცოდნის, უნარებისა და გამოყენებული მეთოდების შესაბამისობას სამუშაო სპეციფიკასა და მომსახურების ეფექტიანობასთან მიმართებით. 4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) შეიმუშავებს საქმიანობისა და პროფესიული ზედამხედველობის გახორციელების წესს, რომელიც არეგულირებს პროფესიული ზედამხედველისა და სოციალური მუშაკის როლს ზედამხედველობის პროცესში; ბ) უზრუნველყოფს პროფესიული ზედამხედველის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრას; ადგენს მათი ცოდნისა და უნარების შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ სტანდარტებთან; გ) უზრუნველყოფს პროფესიული ზედამხედველის მხარდაჭერას კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში; დ) უზრუნველყოფს საქმიანობისა და პროფესიული ზედამხედველობის პროცესში შესაბამის სამუშაო გარემო პირობებსა და ინფრასტრუქტურას. მუხლი 16🔗. დოკუმენტაციის წარმოება (სტანდარტი №13) 1. სოციალური მუშაობის წარმართვის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მუშავდება ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია და წარმოებს მიწოდებული მომსახურების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია. 2. სოციალური მუშაკი: ა) უზრუნველყოფს ბენეფიციარის შემთხვევის მართვის საქმისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებას მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოფს საქმის წარმოების პროცესში გამოყენებული დოკუმენტაციის უსაფრთხო ადგილას შენახვასა და შემდგომ მის დაარქივებას მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში არსებული წესის შესაბამისად; გ) მოთხოვნის შემთხვევაში ბენეფიციარს აცნობს მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) სოციალური მუშაობის დასრულების, შეჩერების, აცილების/თვითაცილების ან მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციიდან წასვლის შემთხვევაში ვალდებულია, მის მიერ ნაწარმოები დოკუმენტაცია და ბენეფიციარის შესახებ მის ხელთ არსებული მონაცემები გადასცეს მის ხელმძღვანელ პირს ან ხელმძღვანელის მითითებით სხვა თანამშრომელს. 3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) შეიმუშავებს დოკუმენტაციის წარმოების, გამოთხოვის, სხვა სპეციალისტზე გადაცემისა და შემთხვევის მართვისა და დაარქივების წესს; ბ) უზრუნველყოფს უსაფრთხო და დაცული ადგილის გამოყოფას საქმის წარმოებისა და შემთხვევის მართვის პროცესში შეგროვებული და დაარქივებული დოკუმენტაციის შესანახად. მუხლი 17🔗. პროფესიული ავტონომია და ანგარიშვალდებულება (სტანდარტი №14) 1. სოციალური მუშაობისას მომსახურება მიეწოდება ნეიტრალობის, სამართლებრივი და ეთიკური პრინციპების დაცვით, რაც გულისხმობს ბენეფიციართან მიმართებით არსებული დამოკიდებულების რეგულარულ შეფასებას, მომსახურების მიწოდებისას ანგარიშვალდებულების გაცნობიერების მნიშვნელობას, შესაბამისი კომპეტენციის ფლობასა და, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, კანონმდელობით დადგენილი წესით მოქმედებას. პრაქტიკის განხორციელებისას სოციალური მუშაკი ითვალისწინებს და პატივს სცემს როგორც საკუთარ, ისე ბენეფიციარის ავტონომიას. 2. სოციალური მუშაკი: ა) პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს სამართლებრივი და ეთიკური ჩარჩოების დაცვით; ბ) იცავს პროფესიულ პრინციპებს, მომსახურების მიწოდების სტანდარტებს, „სოციალური მუშაობის შესახებ“  საქართველოს კანონითა და  პროფესიული ეთიკის ნორმებით დადგენილ პრინციპებს; გ) აცნობიერებს ღირებულებების, შეხედულებებისა და პროფესიული კომპეტენციის მნიშვნელობას სოციალური სამუშაოს მომსახურების ხარისხიანი მიწოდების, ობიექტურობისა და პროფესიული განვითარების კუთხით; დ) ბენეფიციართან  მუშაობის პროცესში ამოწმებს საკუთარი ღირებულებების, შეხედულებებისა და გადაწყვეტილებების გავლენას შეფასებისა და ინტერვენციის პროცესზე და, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარს ამისამართებს სხვა სოციალურ მუშაკთან; ე) ფლობს დამოუკიდებელად კვალიფიციური საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს; ვ) ახდენს ვითარების შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებასა და  შემთხვევის  ხარისხიან მართვას; ზ) ეთიკური დილემის ან/და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ წესებს, აცნობიერებს  მხარდაჭერისა და ზედამხედველობის საჭიროებას და ინფორმაციას აწვდის შესაბამის პასუხისმგებელ პირს; თ) სოციალური მუშაობის პროცესში იცავს სამიზნე ჯგუფის უფლებებსა და ავტონომიას, ითვალისწინებს მათ კულტურულ ღირებულებებსა და ტრადიციებს; ი)  მოქმედებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესების დაცვით. 3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) აფასებს სოციალური მუშაკის პროფესიულ ცოდნას თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გაცნობიერების კუთხით; ბ) პროფესიული ზედამხედველობის განხორციელებისას აფასებს სოციალური მუშაკის დამოკიდებულებებისა და შეხედულებების გავლენას მომსახურების მიწოდების ხარისხზე; გ) ინტერესთა კონფლიქტის დროს, ობიექტურობის შენარჩუნებისა და მომსახურების შესაბამისი ხარისხის მიწოდების მიზნით, შეიმუშავებს სხვა სოციალური მუშაკისათვის საქმის გადაცემის წესს; დ) ხელს უწყობს სოციალურ მუშაკს იმოქმედოს, კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესების დაცვითა და გათვალისწინებით. მუხლი 18🔗. პროფესიული ურთიერთობები და ეფექტური კომუნიკაცია (სტანდარტი №15) 1. სოციალური მუშაობა წარიმართება ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამოყენებით ბენეფიციარებთან ან/და სხვა პირებთან ურთერთობის პროცესში. 2. საქმის კომპლექსური წარმართვის პროცესში, ეფექტური მართვის მიზნით, სოციალური მუშაკი თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან/ორგანიზაციასთან კანონმდელობით დადგენილი წესით. 3. სოციალური მუშაკი: ა) იყენებს ეფექტური კომუნიკაციის უნარებს როგორც ბენეფიციარის შეფასების, ისე შემთხვევის მართვის პროცესში; ბ) ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს კოლეგა სოციალურ მუშაკებთან და სხვა სპეციალისტებთან; გ) იაზრებს პროფესიული ურთიერთთანამშრომლობის როლს, ასევე, კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღების  დროს მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობას; დ) პატივისცემით ეპყრობა კოლეგებს და აღიარებს მათ კვალიფიკაციას; ე) ბენეფიციარებსა და კოლეგებს აწვდის უკუკავშირს ეთიკური პრინციპების დაცვით; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისას იყენებს სანდოობისა და სოლიდურობის გაღვივებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს; ზ) ავლენს ღია დამოკიდებულებას კოლეგების მოსაზრებებისადმი; თ) იყენებს კომუნიკაციის ისეთ ფორმებს, რომლებლიც სხვისი ღირსების დაცვაზეა ორიენტირებული; ი) იყენებს კომუნიკაციის რაციონალურ და დროის დამზოგავ ფორმებს როგორც ბენეფიციარებთან, ასევე კოლეგებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან; კ) აცნობიერებს საკუთარი ემოციების გამოხატვის და სათანადოდ მართვის მნიშვნელობას; ლ) ითვალისწინებს ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის გავლენის დაუშვებლობას როგორც თანამშრომლებს შორის, ასევე ბენეფიციარების მიმართ და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დგამს ქმედით ნაბიჯებს; მ) ბენეფიციართან არ ამყარებს ინტიმურ ურთიერთობას; ნ) იცავს პროფესიულ ჩარჩოს და იყენებს არაფამილარული ურთიერთობების ფორმებს. 4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით, უზრუნველყოფს ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული გადაწვის,  გუნდური შეჭიდულობისა თუ სხვა საჭირო ტრენინგების ჩატარებას. მუხლი 19🔗. ცოდნა, უნარები და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (სტანდარტი №16) 1. სოციალური მუშაობა წარიმართება პროფესიული კომპეტენციის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს შესაბამისი პროფესიული უნარების ფლობას და, მისი გათვალისწინებით, სამიზნე ჯგუფთან მუშაობას. 2. სოციალური მუშაკი: ა) აცნობიერებს პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების მნიშვნელობას; ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე, ეცნობა შესაბამის პროფესიულ ლიტერატურას და რეგულარულად ესწრება უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე მიმართულ თემატურ ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს ან/და კონფერენციებს; ბ) ფლობს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) აცნობიერებს საკუთარი ღირებულებების, პროფესიული კომპეტენციის, მომსახურების ობიექტურობისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობას; დ) აცნობიერებს პროფესიული ზედამხედველობის როლსა და გავლენას პრაქტიკის განხორციელებისას მისი გაუმჯობესების მიზნით და, შესაბამისად, აქტიურად სარგებლობს მხარდაჭერითა და უკუკავშირით; ე) ფლობს ცოდნასა და ინფორმაციას  სამიზნე ჯგუფის მიმართ, რომელთანაც ახდენს მომსახურების მიწოდებას; ვ) ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) იცნობს  და იყენებს სოციალური მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას, თეორიებს, კონცეფციებს, მეთოდებსა და კანონმდებლობით დადგენილ წესებს; თ) იცნობს და ითვალისწინებს სოციალური კვლევის პრინციპებსა და პროცესს, მათ შორის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტურობის შეფასებას და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პრაქტიკას; ი) სამიზნე ჯგუფს მომსახურებას აწვდის მხოლოდ კომპეტენციისა და სამუშაო გამოცდილების ფარგლებში; კ) ითვალისწინებს ინტერპერსონალური და სოციალური სტრუქტურების, მათ შორის, მარგინალიზაციის, სტიგმის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის, გავლენას ინდივიდუალურ, ჯგუფურ და სათემო ინსტიტუტებზე; ლ) ფლობს ცოდნას შემთხვევის მართვის ეტაპებთან დაკავშირებით სოციალური მუშაობის განხორციელების პროცესში; მ) ავლენს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური ან/და ჯგუფური მუშაობისთვის; ნ) აცნობიერებს შეფასებისა და შემთხვევის მართვის პროცესში რისკების იდენტიფიცირების, პრევენციისა და  მართვის მნიშვნელობას; ო) აცნობიერებს მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ბენეფიციარებზე, კოლეგებსა და საზოგადოებაზე; პ) ავლენს საჭირო ცოდნას თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებით. 3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) სოციალური მუშაკის დასაქმებამდე აფასებს მის პროფესიულ კომპეტენციასა და ცოდნას; ბ) პროფესიული განვითარების მიზნით, უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების მხარდაჭერას უწყვეტი განათლების მიღების პროცესში, სამიზნე ჯგუფის სპეციფიკის, პროფესიის ახალი ტენდენციების,   უშუალო პრაქტიკის მეთოდების გათვალისწინებით, ასევე, სოციალური პოლიტიკის, სამართლებრივი ცვლილებებისა და სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების მიმართულებით; გ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამიზნე ჯგუფისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევის, პროფესიული კომპეტენციისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, სოციალურ მუშაკებთან ატარებს საგანმანათლებლო სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს. თავი III სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა მუხლი 20🔗. სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების ორგანიზაციულ-ტექნიკური რესურსით მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურული პირობებით უზრუნველყოფა 1. სოციალური მუშაკი უზრუნველყოფილია უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად ყველა საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური რესურსითა და ინფრასტრუქტურით. 2. სოციალური მუშაკი: ა) ბენეფიციარს ხვდება ისეთ გარემოში, სადაც დაცულია ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა; ბ) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციას ინახავს კომპიუტერში, რომელიც დაცულია უსაფრთხოების კოდით; გ) ბენეფიციარის შესახებ დოკუმენტური სახის ინფორმაციას ინახავს შესაბამის საქაღალდეში, რომელიც განთავსებულია სეიფში ან დაცულ, საკეტით აღჭურვილ კარადაში. დაცულ დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდება მხოლოდ შემთხვევაზე მომუშავე სოციალურ მუშაკს, მის ზედამხედველსა და უშუალო ხელმძღვანელს. 3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია: ა) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს სათანადო სამუშაო სივრცით, დაცული პირადი კომპიუტერით, სათანადო სეიფით ან დაცული, საკეტით აღჭურვილი კარადით; ბ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკებს საკანცელარიო ნივთებითა და მომსახურების განსახორციელებლად სხვა საჭირო რესურსით; გ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრებისთვის სათანადოდ აღჭურვილი სამუშაო სივრცით; დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას. თავი IV სოციალური მუშაობის უსაფრთხოება სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუხლი 21🔗. სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების დაცვის მხარდაჭერა 1. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას საქმიანობის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან თავისუფალ სივრცეში განხორციელების მიზნით როგორც სამუშაო ადგილას, ისე საველე სამუშაოების დროს. 2. სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო შეიმუშავებს გეგმას და უზრუნველყოფს: ა) რისკის შეფასებას და მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ტრენინგ-მოდულების შექმნას, რომლებიც ეხმარება სოციალურ მუშაკს საფრთხის ამოცნობაში, მის შემცირებასა და აღმოფხვრაში; გ) ტრენინგების ჩატარებას მაღალი რისკის მქონე ბენეფიციარებთან კლინიკური ინტერვენციების ეფექტური სტრატეგიების, მეორადი ტრავმის ზეგავლენის, ბენეფიციარის თავდაცვის სტრატეგიების, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებისა და თვითზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით; დ) მონაცემების მართვისა და ანგარიშგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირებას, რომლითაც ხდება შემთხვევათა აღრიცხვა და სტატისტიკის შეგროვება. მუხლი 22🔗. სოციალური მუშაკისათვის მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება 1. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მოსალოდნელი საფრთხის მართვასთან დაკავშირებით პროაქტიულ მიდგომას, რა დროსაც ხდება მომხდარი შემთხვევების გაანალიზება და მათი თავიდან აცილების მიზნით საჭირო ზომების მიღება. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხის განხილვისას მუშავდება მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ შესაძლო მექანიზმები, არსებული პროცედურების, პოლიტიკისა და ხარვეზების შეფასება, ასევე, ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. მუხლი 23🔗. სოციალურ მუშაკთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო ხელს უწყობს სოციალურ მუშაკთათვის და მათი ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს: ა) სამუშაო სივრცის იმგვარად მოწყობას, სადაც სოციალურ მუშაკს შეუძლია სამუშაო ოთახის ადვილად დატოვება ბენეფიციარისგან მომდინარე შესაძლო ძალადობის თავიდან აცილების მიზნით; ბ) სოციალური მუშაკის სამუშაო მაგიდის კართან ახლოს მდებარეობის უზრუნველყოფას; გ) სამუშაო ადგილის იმგვარად განთავსებას, რომ ოთახში შემომსვლელი კარი იყოს სოციალური მუშაკის  მხედველობის ველში; დ) ინდივიდუალური შეხვედრის ოთახში ბასრი და მძიმე საკანცელარიო ნივთების არარსებობას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავდასხმის იარაღად. მუხლი 24🔗. უსაფრთხოების მიზნით ტექნიკის გამოყენება 1. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო სოციალურ მუშაკებს უზრუნველყოფს სამუშაო პროცესისათვის საჭირო ტექნიკით, ხოლო სოციალური მუშაკები ინფორმირებულნი არიან მათი უსაფრთხოების მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. 2. ტექნოლოგიური ღონისძიებების გამოყენებისას: ა) მობილური ტელეფონის ნომერი არის კორპორატიული; ბ) საველე ვიზიტის დროს მობილური ტელეფონი მუდმივად ჩართული და დამუხტულია. მუხლი 25🔗. საველე ვიზიტისგან მომდინარე შესაძლო საფრთხის რისკის შეფასება 1. სოციალური მუშაკი საველე ვიზიტის განხორციელებამდე აფასებს განსახორციელებელი საველე ვიზიტის ადგილისგან მომდინარე საფრთხესა და რისკს. 2. მომდინარე შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შემთხვევის შესახებ მომართვის ინიციატორი უწყება თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან და აწვდის მას მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლო საფრთხის შემცველ ფაქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 3. რისკის იდენტიფიცირების შემთხვევაში სოციალური მუშაკი აწვდის ინფორმაციას უშუალო ხელმძღვანელ პირს ან/და იმ პირს, რომელიც, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სააგენტოში მომუშავე პირთა უსაფრთხოების დაცვას. 4. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებამდე, მომართვის ინიციატორ უწყებასთან/პირთან და საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფ სხვა უწყებასთან თანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით აგროვებს ინფორმაციას განსახორციელებელი ვიზიტის ადგილის შესახებ, კერძოდ: ა) არის თუ არა მოცემული უბანი რისკის შემცველი ძალადობის კუთხით; ბ) დაგეგმილია თუ არა ვიზიტი დღის ისეთ პერიოდში, რომელიც შესაძლოა რისკის შემცველი იყოს; გ) არსებობს თუ არა ბუნებრივ გარემო პირობებთან დაკავშირებული რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი; დ) რამდენად კარგად ხდება ტელეფონის მიერ სიხშირის მიღება განსახორციელებელი ვიზიტის ადგილას; ე) იქნებიან თუ არა ოჯახში ვიზიტის განხორციელებისას ბენეფიციართან ერთად სხვა პირები; ვ) ინფორმაციას ვიზიტის განხორციელებისას არსებული ინფექციური დაავადების მაღალი რისკის შესახებ; ზ) ინფორმაციას ოჯახში ვიზიტის განხორციელებისას ბენეფიციარსა ან მისი ოჯახის წევრზე სავარაუდო ძალადობის განხორციელების შესახებ და, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის საჭიროებასთან დაკავშირებით; თ) ინფორმაციას ბენეფიციარის მიერ ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური (მათ შორის, ახალი ფსიქოაქტიური) ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით; ი) ინფორმაციას ბენეფიციარის მიერ წარსულში განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ. მუხლი 26🔗. საველე ვიზიტის განხორციელებამდე სოციალური მუშაკის მიერ ანგარიშის წარდგენა 1. თუ ვიზიტის განხორციელებისგან მომდინარე საფრთხე მაღალია, სოციალური მუშაკი აღნიშნულის შესახებ აცნობებს პროფესიულ ზედამხედველს და, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ხელმძღვანელ პირს. 2. სოციალური მუშაკი ადგენს ანგარიშს, რომელიც  უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი; ბ) ვიზიტის დრო; გ) ინფორმაციას ბენეფიციარის/ბენეფიციარების შესახებ; დ) ვიზიტის სავარაუდო ხანგრძლივობა; ე) ინფორმაციას როგორც სააგენტოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში არსებული, ისე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ; ვ) ინფორმაციას ვიზიტისას განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით შეცვლილი გეგმის შესახებ. 3. სამუშაო არეალში ფიჭვური კავშირის დაფარვის ზონა ცნობილია პროფესიული ზედამხედველისთვის ან/და სხვა ხელმძღვანელი პირებისთვის. მუხლი 27🔗. ველზე მუშაობის პრინციპები 1. თუ სოციალური მუშაკი დაადგენს, რომ ვიზიტის განხორციელება მაღალი რისკის შემცველია, იგი უსაფრთხოების გეგმას ათანხმებს მის უშუალო ხელმძღვანელთან, რა დროსაც განისაზღვრება სოციალური მუშაკისა და მასთან მყოფი პირის (პირების) ყველა შესაძლო აქტივობა. 2. განსახორციელებელი ვიზიტი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ყველა შესაძლო მომდინარე საფრთხე და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სოციალური მუშაკის უსაფრთხოება. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვიზიტის განხორციელებისას სოციალური მუშაკი: ა) იმყოფება სხვა თანმხლებ პირთან ერთად; ბ) ოჯახში ვიზიტისას, სივრცის წყობის გათვალისწინებით, ზის კართან ახლოს. 4. მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილია ალტერნატიული გეგმის არსებობა რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად. მუხლი 28🔗. სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციართან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გაადგილება 1. სოციალური მუშაკი იღებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს, როდესაც მასთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება ბენეფიციარი. 2. ბენეფიციართან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს სოციალური მუშაკისა და ბენეფიციარების უსაფრთხოება, რისთვისაც სოციალური მუშაკი არკვევს: ა) ბენეფიციარის ინტოქსიკაციის დონეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) ბენეფიციარის მიერ იარაღის ტარების შესაძლო ფაქტს. 3. თუ ბენეფიციარი არასრულწლოვანია, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების შესაბამისი ნორმები. 4. სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ერთად სატრასპორტო საშუალებით გადაადგილებისას იმყოფება სხვა თანმხლებ პირთან ერთად. 5. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ ირკვევა, რომ ბენეფიციართან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება არ არის უსაფრთხო, სოციალური მუშაკი არ ახორციელებს აღნიშნულ მოქმედებას, სანამ არსებული რისკი არ იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. მუხლი 29🔗. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მექანიზმი. შემთხვევის შემდგომი ანგარიში და რეაგირება 1. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო შეიმუშავებს მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით რეაგირების პროცედურებს, რომლის მიზანია შესაბამისი მექანიზმის დანერგვა სოციალური მუშაკის მდგომარეობის სიმძიმისა და მსგავსი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად. 2. სოციალური მუშაკისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სოციალური მუშაკისთვის დახმარების დაუყოვნებლივ გაწევას, რისთვისაც: ა) ახდენს შემთხვევის დეტალურ შესწავლასა და განხილვას (დებრიფინგს); ბ) ადგენს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა დროსა და რა ვითარებაში მიადგა ზიანი სოციალურ მუშაკს, ვინ იყვნენ ფაქტის შემსწრე პირები; ანგარიშში ასახავს ინფორმაციას მიყენებული ფიზიკური დაზიანებების, ფაქტის გამომწვევი მიზეზებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ; გ) გადახედავს დაზარალებული სოციალური მუშაკისათვის საქმეთა განაწილებას; დ) დაზარალებულ სოციალურ მუშაკს შეთავაზებს ტექნიკურ, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას; ე) დაზარალებულ სოციალურ მუშაკის აუნაზღაურებს ზიანს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 30🔗. ინფექციური გზით გადამდები დაავადებებისა და ვირუსული ინფექციის გავრცელების დროს სოციალური მუშაკის სახელმძღვანელო პრინციპები 1. ინფექციური გზით გადამდები დაავადების მატარებელ ბენეფიციართან შეხვედრის ან ვირუსული ინფექციის გავრცელების პირობებში სოციალური მუშაკი იღებს უსაფთხოების განსაკუთრებულ ზომებს. 2. სოციალური მუშაკი ინფორმირებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ რისკთან დაკავშირებით და იღებს გადაწყვეტილებას, სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, ბენეფიციართან პირისპირ შეხვედრის ან შეხვედრის დისტანციურად ჩატარებასთან დაკავშირებით. 3. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო შეიმუშავებს ვირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში მუშაობის უსაფრთხოების ნორმებს, სადაც აისახება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეკომენდაციები, მომსახურების მიწოდების სპეციფიკის გათვალისწინებით. 4. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო სოციალურ მუშაკთა ინფიცირების შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით ახორციელებს რუტინულ შემოწმებებს, შეიმუშავებს ალტერნატიული რეაგირების მექანიზმებსა და სოციალურ მუშაკს უზრუნველყოფს ყველა საჭირო დამცავი რესურსით (პირბადე, ხელთათმანი, ხელის დასაბანი/სადეზინფექციო ხსნარი, ოფისისა და მანქანის სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.). 5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სოციალური მუშაკი ინტერვენციას ახორციელებს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. თავი V სოციალური მუშაობის უსაფრთხოება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში მუხლი 31🔗. სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების დაცვის მხარდაჭერა 1. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს მის სისტემაში დასაქმებულ  სოციალურ მუშაკთათვის უსაფრთხო და დაცული სამუშაო გარემოს შექმნას როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ისე – საველე სამუშაოების დროს. 2. სპეციალური პენიტენციურ სამსახური უზრუნველყოფს რისკების გამომწვევ იმ ფაქტორთა იდენტიფიცირებას, რომელიც დაკავშირებულია პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაკის საქმიანობასთან და ახორციელებს შესაბამის პრევენციურ ღონისძიებებს. 3. სპეციალური პენიტენციურ სამსახური სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით: ა) შეიმუშავებს უსაფრთხოების პროტოკოლს, მისი პერიოდული გადასინჯვის მექანიზმს და უზრუნველყოფს მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით მის პრაქტიკაში დანერგვას; ბ) აფასებს მიმდინარე პროაქტიულ რისკებს, რომლითაც ხდება სოციალური მუშაკების მიმართ ძალადობის შესაძლო საფრთხის ამოცნობა; გ) უზრუნველყოფს ტრენინგების დანერგვას, რომელიც დაეხმარება სოციალურ მუშაკებს   ბენეფიციარებისაგან მომდინარე შესაძლო ძალადობის გაზრდილი რისკის გამომწვევი ფაქტორების შემცირებასა ან აღმოფხვრაში; დ) შეიმუშავებს მონაცემების მართვის და ანგარიშგების ერთიან სისტემას, რომლითაც ხდება ინციდენტების აღრიცხვა და სტატისტიკის შეგროვება. მუხლი 32🔗 სოციალური მუშაკისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება 1. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოსალოდნელი საფრთხის მართვასთან დაკავშირებით პროაქტიული მიდგომის საშუალებით უზრუნველყოფს მომხდარი შემთხვევების გაანალიზებას და მათი თავიდან აცილების მიზნით საჭირო ზომების მიღებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით სპეციალური პენიტენციურ სამსახური ახორციელებს წარსულში მომხდარი შემთხვევების/ინციდენტების განხილვას, ასევე უსაფრთხოების არსებული პროტოკოლის პროცედურების, პოლიტიკის და ნაკლოვანებების შეფასებას. წარსულში  მომხდარი შემთხვევების/ინციდენტების ანალიზის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) შემთხვევის ტიპი; ბ) შემთხვევის სიმწვავე და დამდგარი ზიანი; გ) ბენეფიციარების და სხვა პირების ჩართულობა ან/და დასწრება. მუხლი 33🔗. სოციალურ მუშაკთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა 1. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც დაცულია სოციალური მუშაკებისა  და მათი ბენეფიციარების უსაფრთხოება. 2. უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა გულისხმობს:  ა) სამუშაო სივრცის იმგვარად მოწყობას, სადაც სოციალურ მუშაკს შეუძლია სამუშაო ოთახის ადვილად დატოვება, ბენეფიციარისგან მომდინარე შესაძლო ძალადობის თავიდან აცილების მიზნით; ბ) სოციალური მუშაკის სამუშაო მაგიდის კართან ახლოს მდებარეობას; გ) ღია შეხვედრების ოთახის არსებობას (ე.წ. „რისკის ოთახი“, რომელიც ვიზუალურად ღია სივრცეშია ან კონტროლდება ვიდეო თვალის მეშვეობით), ბენეფიციარისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით; დ) ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრის სივრცეში ვიზუალური დაკვირვების არსებობას, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება შემინული ღიობის მქონე კარს/სარკმელს ვიზუალური დაკვირვების ტექნიკურ საშუალებებთან შედარებით; ე) ინდივიდუალური შეხვედრის ოთახში ბასრი და მძიმე საკანცალარიო ნივთების არარსებობას, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავდასხმის იარაღად. მუხლი 34🔗. უსაფრთხოების მიზნით ტექნიკის გამოყენება 1. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკებს სამუშაო პროცესისთვის სათანადო ტექნიკით, ასევე, მათ ინფორმირებას უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული ტექნიკის გამოყენების თაობაზე. 2. სოციალური მუშაკების სამუშაო ადგილები, სადაც ტარდება ინტერვიუ ბენეფიციართან, უსაფრთხოების დაცვის მიზნით აღჭურვილია განგაშის ღილაკით, რომელიც დამონტაჟებულია სოციალური მუშაკებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. განგაშის ღილაკები დაკავშირებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოსთან. მუხლი 35🔗. საველე ვიზიტების დროს სოციალური მუშაკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახში ვიზიტის შემთხვევაში) 1. სოციალური მუშაკი საველე ვიზიტის განხორციელებამდე აფასებს განსახორციელებელი საველე ვიზიტის ადგილისგან მომდინარე საფრთხესა და რისკს. 2. რისკის იდენტიფიცირების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი აწვდის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უშუალო ხელმძღვანელ პირს ან/და იმ პირს, რომელიც, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე პირთა უსაფრთხოების დაცვას. 3. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობისას, მომართვის ინიციატორ უწყებასთან/პირთან და საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფ სხვა უწყებასთან თანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგროვებს ინფორმაციას განსახორციელებული ვიზიტის ადგილის შესახებ, კერძოდ: ა) არის თუ არა მოცემული უბანი რისკის შემცველი ძალადობის კუთხით; ბ) დაგეგმილია თუ არა ვიზიტი დღის ისეთ პერიოდში, რომელიც შესაძლოა რისკის შემცველი იყოს; გ) არსებობს თუ არა  ბუნებრივ გარემო პირობებთან დაკავშირებული რისკფაქტორები, რომელიც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს; დ) განსახორციელებელი ვიზიტის ადგილას რამდენად კარგად ხდება ტელეფონის მიერ სიხშირის მიღება; ე) იქნებიან თუ არა ოჯახში ვიზიტის განხორციელებისას ბენეფიციართან ერთად სხვა პირები; ვ) რამდენად უზრუნველყოფილი იქნება სოციალური მუშაკი გამართული სატრანსპორტო საშუალებით. მუხლი 36🔗. შემთხვევის შემდგომი ანგარიში და რეაგირება 1. სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია შეიმუშავოს მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით რეაგირების პროცედურები, რომლის მიზანია შესაბამისი მექანიზმების დანერგვა, რათა დაზარალებულ სოციალურ მუშაკს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები. 2. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს დაზარალებული სოციალური მუშაკისთვის მყისიერი დახმარების გაწევას, რისთვისაც: ა) ახდენს შემთხვევის დეტალურ შესწავლასა და განხილვას (დებრიფინგს) მოწმეებთან და სხვა მოსამსახურეებთან; ბ) ადგენს დეტალურ ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა დროსა და რა ვითარებაში მიადგა ზიანი სოციალურ მუშაკს, ვინ იყვნენ ფაქტის შემსწრე პირები; ანგარიშში ასახავს ინფორმაციას მიყენებული ფიზიკური დაზიანებების, ფაქტის გამომწვევი მიზეზებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ; გ) უზრუნველყოფს დაზარალებული სოციალური მუშაკის საქმეთა გადანაწილების გადახედვას; დ) საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩაერიოს სხვა ბენეფიციარებთან და შემთხვევის დამკვირვებლებთან; ე) უზრუნველყოფს უსაფრთხოების არსებული პოლიტიკის და პროცედურების გადახედვას. მუხლი 37🔗. უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების გადამზადებას უსაფრთხოების საკითხებზე. ტრენინგის პროგრამა შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რისკის შეფასება/მართვა/შემცირება; უსაფრთხოების გეგმის შემუშავება;  ვერბალური დეესკალციის მეთოდები და სხვა ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები; მეორადი ტრავმის ზეგავლენა; ბენეფიციარის თავდაცვის სტრატეგიები, ასევე, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენება და საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხები. მუხლი 38🔗. ინფექციური გზით გადამდები დაავადებებისა და ვირუსული ინფექციის გავრცელების დროს სოციალური მუშაკის სახელმძღვანელო პრინციპები 1. ინფექციური გზით გადამდები დაავადების მატარებელ ბენეფიციართან შეხვედრის ან ვირუსული ინფექციის გავრცელების პირობებში სოციალური მუშაკი იღებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. 2. სოციალური მუშაკი ინფორმირებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ რისკთან დაკავშირებით და იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციართან პირისპირ შეხვედრის ან შეხვედრის დისტანციურად ჩატარებასთან დაკავშირებით. 3. სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფექციური გზით გადამდები დაავადებებისა და ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით: ა) შეიმუშავებს გადამდები ინფექციური დაავადებებით გამოწვეული პანდემიის პირობებში, უსაფრთხოდ მუშაობის ნორმებსა და გადაუდებელ შემთხვევებზე ალტერნატიული რეაგირების მექანიზმები; ბ) ატარებს სოციალური მუშაკების რუტინულ შემოწმებებს, რათა დროულად დადგინდეს თანამშრომელთა ინფიცირების შემთხვევები; გ) უზრუნველყოფს წვდომას ყველა საჭირო დამცავ საშუალებაზე, რათა სოციალური მუშაკის პირდაპირი კონტაქტი სხვა პირებთან იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით; დ) გარდა პირისპირ კონტაქტისა, განიხილავს ბენეფიციართან სოციალური მუშაკის ინტერვენციის სხვა შესაძლებლობებს.   4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ბენეფიციართან კომუნიკაციას ახორციელებს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 5. შემუშავებული უსაფრთხოების პროტოკოლი უნდა ითვალისწინებდეს ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის მიერ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზოგად წესებს/რეკომენდაციებს.