„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Decree of the Government of Georgia (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის განკარგულება №883 |
|
2021 წლის 31 მაისი ქ. თბილისი |
ა) დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უკრაინის, ყაზახეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, თურქმენეთის, რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის რესპუბლიკის, იაპონიის, კანადის, ქუვეითის სახელმწიფოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, ომანის სასულთნოს მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).“;
ბ) დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ამავე გეგმის დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც) და საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთის გზით. ამ პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს ტერიტორიის სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას ვალდებულნი არიან, სასაზღვრო პუნქტზე ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, ასევე წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, მოქმედებს ამ გეგმის დანართ №2-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.“.
2. განკარგულება ძალაშია 2021 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი