„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№82-55
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.016876
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №82-55

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №72-136 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2020, სარეგისტრაციო  კოდი 010250050.35.101.016811) და  დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის” (დანართი №5):

ა)  მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ  პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი  უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს  მედიკამენტი უფინანსდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ „დ“ „დ 1“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით მედიკამენტის  ღირებულების ლიმიტის 80%-ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 20%-ს), გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებიდან, მედიკამენტი „ტრასტუზუმაბისა“, რომლის საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტი  მოსარგებლეს უფინანსდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 50%ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 50%-ს)“.

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ტრასტუზუმაბი“ მოსარგებლეებს გადასხმის სქემიდან გამომდინარე, ინტრავენური ფორმის შემთხვევაში, უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ( პირველი ინფუზიის 8მგ/კგ სქემით დაწყების, ხოლო ყოველი მომდევნო ინფუზიის 6 მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში), 27 (პირველი ინფუზიის 4 მგ/კგ სქემით დაწყების, მომდევნო 11 ინფუზიის 2მგ/კგ სქემით, ხოლო დანარჩენი 15 ინფუზიის 6მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში), ან 52 (პირველი ინფუზიის 4 მგ/კგ სქემით დაწყებისა, ხოლო ყოველი მომდევნო ინფუზიის 2მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში და კანქვეშ შესაყვანი ფორმის შემთხვევაში ფიქსირებული დოზა 600 მგ ყოველ 3 კვირაში პაციენტის წონის მიუხედავად ინფუზიის მოცულობით, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები „პერტუზუმაბი+ ტრასტუზუმაბი“, მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 12 ინფუზიის (პერტუზუმაბის საწყისი დოზა 840 მგ, ყოველი მომდევნო 420მგ, ხოლო ტრასტუზუმაბი ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით) მოცულობით. ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ფესგო“ მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 12 ინფუზიის (საწყისი დოზა (1200მგ+600მგ+30000ერთეული)/15მლ, ყოველი მომდევნო (600მგ+600მგ+20000ერთეული)/10მლ მოცულობით.“;

ა.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ლაპატინიბი“ (250მგ, ტაბლეტი №70, კონტეინერი №1) მოსარგებლეებს უფინანსდებათ სქემით 5 ან 6 აბი ერთხელ დღეში.“.

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  მედიკამენტის „ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 440მგ/ფლაკონი + 20მლ გამხსნელი (საინექციო წყალი, ინტრავენური ფორმა) მინის ფლაკონი №1 ან/და 600მგ/5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი  ფლაკონი №1 (5მლ) ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2000 ლარის ტარიფით მიწოდება; 

დ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  მედიკამენტების „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 420მგ+14მლ) კონცენტრატი+440მგ/ფლაკონი+20მლ გამხსნელი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად  ფლაკონი №1 ანდოზა – 420მგ+14მლკონცენტრატი+600მგ/5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო  ხსნარი ფლაკონი №1 (5მლ) კომბინაციის შემთხვევაში, 1 ფლაკონი „პერტუზუმაბისა“ და  მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე „ტრასტუზუმაბის“ შესაბამისი რაოდენობის  ფლაკონების ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 4695 ლარის ტარიფით მიწოდება;“;

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ 1 “ ქვეპუნქტი:

„დ1) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  მედიკამენტის „ფესგოს“ (დოზა – (600მგ+600მგ+20,000 ერთეული)/10მლ კანქვეშ შესაყვანი  საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (10მლ) 4695 ლარის ტარიფით, ხოლო იგივე მედიკამენტის (1200მგ+600მგ+30,000 ერთეული)/15მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (15მლ) ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 9390 ლარის ტარიფით მიწოდება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.06.2021.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.06.2021. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №82-55. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.101.016876.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №82-55, 01.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016876 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5181207/