“ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 25.12.2000
ძალის დაკარგვა 12.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №276/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.004.561
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 05/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 52.05pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.004.561
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №276/ნ
2000 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“, „ვ“ პუნქტებიდან და 30-ე მუხლიდან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურების სფეროში სამედიცინო ეთიკისა და ბიოეთიკის პრინციპების დანერგვის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებები
1. ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს (შემდგომ „საბჭო“) მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასთან, სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტების წარმოჩენა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება.
2. საბჭო იქმნება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და წარმოადგენს ბიოეთიკის საკითხებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოს.
3. საბჭო ფუქციონირებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულებაში გაცხადებული წესების მიხედვით.
4. საბჭოს დებულებას ამტკიცებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. საბჭოს ფუნქციები და პრიორიტეტები
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო პროგრამების, სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტების ეთიკური ასპექტების შეფასება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნისამებრ და, საჭიროებისამებრ, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის ფუნქციონირებასთან, სამედიცინო პრაქტიკასთან და სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების იდენტიფიკაცია, მათი შესწავლის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნისამებრ, მათი შესწავლა და, საჭიროებისამებრ, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
გ) რეკომენდაციების მომზადება ბიოეთიკის, როგორც დარგის, განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ;
დ) რეკომენდაციების მომზადება სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ეთიკის კომისიების ქსელის დაფუძნებისა და განვითარებისათვის.
2. საბჭო, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ განიხილავს:
ა) კონკრეტული კლინიკური შემთხვევის ეთიკურ საკითხებს;
ბ) კონკრეტული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის სამეცნიერო გეგმებს.
3. საბჭომ, სათანადო მოთხოვნისა და შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება გაუწიოს კონსულტაცია ბიოეთიკის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და საზოგადოებრივ დაწესებულებებს.
4. საბჭოს პრიორიტეტული საქმიანობაა სამედიცინო დახმარების და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პიროვნების ღირსების და ავტონომიის დაცვისათვის ხელშეწყობა.
5. საბჭოს მუშაობაში შეიძლება განისაზღვროს ბიოეთიკის საკითხებთან დაკავშირებული სხვა პრიორიტეტებიც, თუ:
ა) არ არსებობს სხვა კომპეტენტური ორგანო, რომელსაც საკითხის შესწავლის შესაძლებლობა გააჩნია;
ბ) საკითხი გადაუდებელ შესწავლას მოითხოვს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.
3. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 21 წევრით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან უმაღლესი და საშუალო სამედიცინო სასწავლებლების, სამედიცინო დაწესებულებების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო პროფესიული ასოციაციებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი და ეთიკური საკითხებით დაინტერესებული ექსპერტები.
3. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მათ შორის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ამტკიცებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
1. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
2. საბჭო მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, იწვევს საბჭოს სხდომებს, აწარმოებს საბჭოს ფუნქციებთან დაკავშირებულ კვლევებს, ამზადებს სათანადო ანგარიშებს.
3. საბჭოს სხდომების პერიოდულობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად.
4. საბჭო უფლებამოსილია, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების პროცესში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს გასაცნობად სთხოვოს სათანადო მასალები და დოკუმენტები.
5. საბჭოს, საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, შეუძლია დასვას საკითხი სამინისტროს წინაშე სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტების მოწვევის შესახებ.
6. საბჭოს მუშაობის საორგანიზაციო ხარჯები (ფართობი, კომუნიკაცია, საკანცელარიო მასალა, ტექნიკური პერსონალი, სამივლინებო ხარჯები და ა.შ.) ანაზღაურდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
7. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე 30% და საბჭოს თავმჯდომარე იცვლება ყოველ 2 წელიწადში. ყოფილი საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება დარჩეს საბჭოს შემადგენლობაში.