“მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი მინისტრის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ”
მიღების თარიღი 25.12.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.11.104.004.565
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 10/01/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2000 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი მინისტრის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.11.104.004.565
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის
ბრძანება №78
2000 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 ნოემბრის №484 ბრძანებულებით ,,საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით“, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, – ,,მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელქტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ წესდება და მოხდეს მისი რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
2. დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელქტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ გენერალურ დირექტორად პროფესორი გივი მინდელი
ი . ჩხარტიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელქტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
წ ე ს დ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – ელქტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი ,,მეტსი“ (შემდგომში – ”მეტსი“) შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის ბაზაზე მისი რეორგანიზაციის შედეგად.
2. ,,მეტსი “ მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის სამართალმემკვიდრეა და დაფუძნებულია ამ ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე.
3. ცენტრის სრული სახელწოდებაა: მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, შემოკლებული დასახელება „მეტსი“.
4. ,,მეტსის“ მისამართია; ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.
2. ,,მეტსის“ მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ,,მეტსის“ მიზანია სამეცნიერო კვლევის საფუძველზე შეიქმნას ტექნოლოგიური პროცესები და სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობა ელექტრო მანქანათმშენებლობის დარგში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის.
2. ,,მეტსის“ საქმიანობის საგანს, მისი სპეციალიზაციის გათვალისწინებით, წარმოადგენს მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების წარმოებისათვის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება და მის საფუძველზე ახალი ტექნოლოგიური პროცესებისა და სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობის დამუშავება, ქარხნებში მათი გამოცდა და დანერგვა.
სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობის ტირაჟირების აუცილებლობის შემთხვევაში ”მეტსი“ გადასცემს დამამზადებელ ორგანიზაციას ტირაჟირებისათვის საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციას.
ცალკეულ შემთხვევებში ”მეტსი“ იკვლევს და მის საფუძველზე ამუშავებს სხვა პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიასა და სპეციალურ ტექნოლოგიურ მოწყობილობას.
3. ,,მეტსის“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 აგვისტოს №309 ბრძანებულების შესაბამისად ეკისრება საქართველოს მრეწველობის ელექტროტექნიკური დარგის საპროექტო და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის ფუნქციები და ევალება:
ა) დარგის საწარმოთა ტექნოლოგიური და საწარმოო პროფილის და დონის განსაზღვრის, ამ დონის ამაღლების, ახალი კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების ღონისძიებათა შემუშავება; დარგში უცხოური ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობის საჭიროების განსაზღვრა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა სათანადო ბიზნეს-გეგმების შემუშავების საფუძველზე;
ბ) დარგში ყველა სახის საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ სამუშაოთა კოორდინირება და მათ განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა საწარმოებთან უშუალო ურთიერთკავშირში;
გ) დარგში პროდუქციის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრა.
4. ,,მეტსი“ უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით და რაც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და საქმიანობის საგნის განხორციელებასთან. მაგრამ, თუ ის არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, დადგება საკითხი მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ.
3. ,,მეტსის“, საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, ფორმა და ფარგლები
1. ,,მეტსის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, საქმიანობის კოორდინაციას და ზედამხდველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
2. ,,მეტსი“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წელიწადში ერთხელ წარუდგენს საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ,,მეტსის“ არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ,,მეტსის“ მართვა და ხელმძღვანელობა
1. ,,მეტსის“ მართვა, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება „მეტსის“ დირექტორს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.
2. ,,მეტსის“ დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წინაშე.
3. ,,მეტსის“ დირექტორი წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირთან სამართლებრივ ურთიერთობაში, მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ არის შეზღუდული.
4. ,,მეტსის“ დირექტორი:
ა) წარმოადგენს ინსტიტუტს საქართველოსა და უცხოეთის ორგანიზაციებთან და საწარმოებთან;
ბ) წყვეტს საკადრო საკითხებს და წარმართავს ინსტიტუტის საქმიანობას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის;
დ) განაგებს ფინანსურ საკითხებს;
ე) ქმნის ინსტიტუტის მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა და სხვა ფონდებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს და რწმუნებებს;
ზ) ხსნის საბანკო ანგარიშებს;
თ) გამოსცემს საორგანიზაციო-განმკარგულებელი ხასიათის დოკუმენტებს;
ი) წყვეტს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანხმობით ,,მეტსის“ დირექტორი:
ა) ამტკიცებს საშტატო განრიგს და განსაზღვრავს წლიური სახელმწიფო ფონდის მოცულობას;
ბ) ახორციელებს უძრავი ქონების შეძენას, გასხვისებას და დატვირთვას.
6. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს თანხმობით:
ა) აწარმოებს სესხის აღებას;
ბ) იძლევა თავდებობას.
5. ქონება, ფინანსები
1. ,,მეტსის“ გადაეცემა მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის არსებული წესით შეფასებული ბალანსზე რიცხული ქონება.
2. ,,მეტსის “ დაფინანსება ხდება:
ა) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლებით;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლებით;
გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით;
დ) ეს სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება წესდებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. საჯარო სამართლის პირის სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
6. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ,,მეტსი“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს.
2.,,მეტსის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.
7. ინსტიტუტის ლიკვიდაცია
1. ,,მეტსის“ ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ბრძანებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს.
8. წესდებაში ცვლილებების შეტანა
1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.