საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე
მიღების თარიღი 01.06.2021
ძალაში შესვლა 01.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №250
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.022806
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ოქმი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №250
2021 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 26-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დადგენილება განსაზღვრავს შესწავლის ორგანოს მიერ საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში − მთავრობა) წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გამოუყენებლობის, გადახედვის ან გაუქმების, ასევე ფასთან მიმართებით ვალდებულების (შემდგომში – ნებაყოფლობითი ვალდებულება) შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურებს (შემდგომში – წესი).
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) მე-2 მუხლით.
მუხლი 2🔗. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვადა და გასაჩივრების წესი
1. ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გამოუყენებლობის, გადახედვის ან გაუქმების, ასევე ფასთან მიმართებით ვალდებულების დამტკიცების თაობაზე დასკვნის მომზადებისათვის პასუხისმგებელი ორგანოა სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − შესწავლის ორგანო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარუდგენს შემდეგ დასკვნებს:
ა) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების ან ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) ნებაყოფლობითი ვალდებულების დამტკიცების მიზანშეწონი-ლობის შესახებ;
გ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.
3. შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მთავრობა იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გამოუყენებლობის ან ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) ნებაყოფლობითი ვალდებულების დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის, ვადის გაგრძელების ან გაუქმების შესახებ;
გ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გამოუყენებლობის, ვადის გაგრძელების ან გაუქმების შესახებ.
4. მთავრობა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შესაბამის გადაწყვეტილებაზე გამოსცემს განკარგულებას შესწავლის ორგანოს მიერ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დასკვნის მისთვის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გარდა წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების პერიოდის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისა.
5. კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, წინასწარი/სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გამოუყენებლობის, გადახედვის ან გაუქმების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც არ აჩერებს მის მოქმედებას.
მუხლი 3🔗. გადაწყვეტილება წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებასთან დაკავშირებით
1. შესწავლის ორგანოს მიერ წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ წინასწარი დასკვნის საფუძველზე, მასში მითითებული ოდენობითა და პერიოდით, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ან მასთან შესაბამისი უზრუნველყოფის ფორმის შემოღების თაობაზე.
2. მთავრობა ამოწმებს წინასწარი დასკვნის კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობასა და დასაბუთებას, მათ შორის, საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირებით.
3. შესწავლის ორგანოს მიერ წინასწარი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მთავრობა შემოიღებს წინასწარ ანტიდემპინგურ ღონისძიებას, გარდა წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რა დროსაც იგი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ.
4. შესწავლის ორგანოს მიერ წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების პერიოდის გაგრძელების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარდგენისას ამავე დასკვნის საფუძველზე მთავრობა დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ.
5. კანონის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული გადაწყვეტილება უქმდება, რაც აღინიშნება სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ მთავრობის უარყოფით გადაწყვეტილებაში.
მუხლი 4🔗. მთავრობის გადაწყვეტილება ფასთან მიმართებით ნებაყოფლობით ვალდებულებასთან დაკავშირებით
1. კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, მთავრობა იღებს ექსპორტიორის წერილობითი ნებაყოფლობითი ვალდებულების დამტკიცების შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას შესწავლის ორგანოს მიერ დადებითი წინასწარი დასკვნისა და შესაბამისი თანდართული მასალების წარდგენის შემთხვევაში.
2. ნებაყოფლობითი ვალდებულების დამტკიცების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება ექსპორტიორის მიერ ნებაყოფლობითი ვალდებულების შესაბამისად შესწავლის ობიექტის გაზრდილი ფასი და მოქმედების ვადა.
3. ექსპორტიორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მთავრობა, შეტყობინებისთანავე და არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, რაც იწვევს ნებაყოფლობითი ვალდებულების გაუქმებას.
4. შესწავლის ორგანოს მიერ, კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძვლებზე დაყრდნობით, დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მთავრობა იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობითი ვალდებულების დამტკიცებაზე უარის შესახებ.
5. კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შესწავლის ორგანოს შესაბამისი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობითი ვალდებულების გაუქმების ან მოქმედების პერიოდის გაგრძელების შესახებ.
მუხლი 5🔗. მთავრობის გადაწყვეტილება სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფთან დაკავშირებით
1. შესწავლის ორგანოს მიერ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის საფუძველზე, მთავრობა იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ვაჭრობაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საკითხზე:
ა) დადებითი დასკვნის საფუძველზე, მასში მითითებული ოდენობითა და პერიოდით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ;
ბ) უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გამოუყენებლობის შესახებ.
2. მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს დაინტერესებულ პირებს დამატებით მოსაზრებების წარსადგენად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მთავრობა შემოიღებს სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს, გარდა წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რა დროსაც იგი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გამოუყენებლობის შესახებ.
4. კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, განმეორებითი შესწავლის შემთხვევაში, შესწავლის ორგანოს მიერ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების პერიოდის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ დადებითი დასკვნის წარდგენისას მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მითითებული ვადით გაგრძელების შესახებ.
5. კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, განმეორებითი შესწავლის შემთხვევაში, შესწავლის ორგანოს მიერ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ შესაბამისი დასკვნის წარდგენიდან და მის საფუძველზე მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გაუქმების შესახებ.
მუხლი 6🔗. მთავრობის გადაწყვეტილება წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან/და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გამოუყენებლობის შესახებ
1. შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ დადებითი დასკვნის მიუხედავად, კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან/და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გამოუყენებლობის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებსა და კეთილდღეობას.
3. საქართველოს მთავრობა ვალდებულია, პროპორციულობის პრინციპის დაცვით დაასაბუთოს ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება.
4. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება, გადახედილ იქნეს 1 წლის ვადაში, თუ მისი მიღების მიზეზი შეიცვალა.
მუხლი 7🔗. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი და გამოქვეყნების წესი
1. საქართველოს მთავრობა, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით, უზრუნველყოფს წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ნებისმიერი გადაწყვეტილების საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და გამოსაქვეყნებელი ვერსიების შესწავლის ორგანოსთვის გაგზავნას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე მათ გამოქვეყნებას.
2. შესაბამისი შეტყობინებები ეგზავნებათ ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე, კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას.
3. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესწავლის ობიექტის აღწერილობასა და ექსპორტიორის დასახელებას;
ბ) შესწავლის შედეგების მოკლე მიმოხილვას;
გ) დანართის სახით შესწავლის ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნებს;
დ) გადაწყვეტილების დასაბუთებას, მათ შორის, შესწავლის ორგანოს დასკვნის გათვალისწინებაზე ან გაუთვალისწინებლობაზე;
ე) ძალაში შესვლის თარიღს;
ვ) ანტიდემპინგური ღონისძიების ოდენობასა და მოქმედების ვადას, გარდა ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის ან გაუქმების გადაწყვეტილებებისა;
ზ) ნებაყოფლობითი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დასაბუთებას ექსპორტიორის მხრიდან მისი დარღვევის ფაქტის შესახებ.
4. ნებაყოფლობითი ვალდებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ექსპორტიორის მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების შინაარსის, მისი დარღვევის შედეგებისა და მისი მოქმედების პერიოდში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოუღებლობის შესახებ. ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მის საჭიროებაზე დასაბუთებას.
5. ნებაყოფლობითი ვალდებულების დამტკიცებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ექსპორტიორის მიერ ასეთი ვალდებულების შეთავაზების ფაქტზე. ნებაყოფლობითი ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას დემპინგური იმპორტის არარსებობისა და ამ შედეგის ვალდებულებასთან კავშირის არქონის შესახებ.