სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №34/ნ

2021 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




დანართი

სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა

 

მუხლი 1. პროგრამის საჭიროება

ათწლეულების მანძილზე საქართველოში არ ხდებოდა ჟესტური ენის სწავლების ენად გამოყენება, რამაც თავის მხრივ შეზღუდა მნიშვნელოვანი ტერმინებისა და ცნებების ჟესტური შესაბამისობების დამკვიდრება და ყრუთა თემში მათი აქტიური გამოყენება. აღნიშნულმა გარემოებამ, ნეგატიური გავლენა იქონია სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლებასა და ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიულ განვითარებაზე. 2003 წლიდან დაიწყო მუშაობა ქართული ჟესტური ენის შექმნის მიმართულებით. შეიქმნა ახალი ქართული ჟესტები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაც მიმდინარეობს. საჭიროებიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების მომსახურებაზე. იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა, საჭიროებიდან გამომდინარე, შეძლონ სრულფასოვანი კომუნიკაციის დამყარება საზოგადოების სხვა წევრებსა და ორგანიზაციებთან, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც ერთიან ჩარჩოში მოაქცევს ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიულ საქმიანობას, მისცემს მათ ცოდნას ქართული ჟესტური ენის ახალი ჟესტების, სურდოთარჯიმნების პროფესიისთვის მნიშვნელოვანი ასპექტებისა და თარგმნის პროცესში გასათვალისწინებელი პროფესიული უნარების შესახებ. ყოველივე აღნიშნული ხელს შეუწყობს ყრუთა თემის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო სერვისებისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობას, გაზრდის მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

ყრუთა თემის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო სერვისებსა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათთვის ხარისხიანი სურდოთარგმანის შეთავაზების გზით. ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება და სერტიფიცირება.

 

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების სტრატეგია

1. პროგრამას ახორციელებს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის ბიუჯეტის ფარგლებში.

2. სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიქმნება კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც მოახდენს პროგრამის მონაწილეთა შერჩევას, პროგრამის გავლის შემდეგ გაესაუბრება მონაწილეებს და მიიღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის ტრენერები, ყრუთა თემთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები/ყრუთა განათლების სფეროს ექსპერტები. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით.

3. ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება განხორციელდება დანართი №1-ით წარმოდგენილი პროგრამის შესაბამისად.

4. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 60 საკონტაქტო საათს (საკონტაქტო საათებში შედის გამოცდის და გასაუბრების დროც). პროგრამის დროის ოპტიმალური განაწილებაა 20 დღე, დღეში 3 საათი. პროგრამის ხანგრძლივობა შესაძლოა დაკორექტირდეს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. პროგრამა ხორციელდება ტრენერთა წყვილის მიერ, რომელთაგან ერთი არის მეტყველი, მეორე კი სმენის დარღვევის მქონე პირი (ყრუ ან სმენადაქვეითებული), რომელიც ფლობს ქართულ ჟესტურ ენას.

6. პროგრამის მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობაა 8-15 მონაწილე. დასაშვებია ნაკლები მონაწილეც. პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან კომისიის მიერ ჩატარებული ინტერვიუს შედეგების საფუძველზე. პროგრამის გავლა შეუძლია ქართული ჟესტური ენის მცოდნე პირს, რომელიც ინტერვიუს საფუძველზე დააგროვებს მინიმუმ 7 ქულას. ინტერვიუ ტარდება და ფასდება დანართი №2-ით წარმოდგენილი პროგრამის მონაწილეთა შესარჩევი ინტერვიუს ფორმისა და ინტერვიუს შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

7. პროგრამის ბოლოს მონაწილეები აბარებენ გამოცდას. გამოცდა ტარდება პროგრამის ტრენერების მიერ. გამოცდაზე ფასდება პროგრამის მონაწილეების მიერ ქართულიდან ქართულ ჟესტურ ენაზე და პირიქით შეუფერხებლად თარგმნის და თარჯიმანთა ტექნიკების ეფექტურად გამოყენების უნარი, დაქტილის ცოდნა, პროგრამის თეორიული მასალის ათვისების დონე. პროგრამის მონაწილეები ფასდებიან შეფასების 15-ქულიანი სისტემით, დანართი №3-ით წარმოდგენილი გამოცდის პირობისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. გამოცდა დაძლეულად ითვლება, თუ პროგრამის მონაწილე დააგროვებს მინიმუმ 9 ქულას (60 %).

8. პროგრამის მონაწილეები, რომლებიც დაძლევენ გამოცდას, გამოცდის შემდეგ გაივლიან გასაუბრებას კომისიასთან. კომისია პროგრამის მონაწილეებს უსვამს 5 კითხვას თარჯიმნის ეთიკასა და თარჯიმნობის ტექნიკებთან დაკავშირებით (ასევე, კითხვებს ტრენინგზე გავლილი თეორიული მასალიდან). გასაუბრება წარმატებით გავლილად ითვლება, თუ პროგრამის მონაწილე დააგროვებს 3 ქულას (60%).

9. პროგრამის მონაწილეები, რომლებიც ვერ დაძლევენ გამოცდას, გასაუბრებაზე არ დაიშვებიან.

10. პროგრამა წარმატებით გავლილად ითვლება, თუ მონაწილე დაესწრება პროგრამის 80%-ს და გამოცდისა და გასაუბრების შედეგად ჯამში მაქსიმალური 20 ქულიდან (15 ქულა – გამოცდა, 5 ქულა – გასაუბრება) დააგროვებს სულ მცირე 12 ქულას (9 ქულა – გამოცდა, 3 ქულა – გასაუბრება) ანუ 60%.

11. პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატს გასცემს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სერტიფიკატის ფორმის შესაბამისად (სერტიფიკატი გაიცემა როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით).

 

მუხლი 4. პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები:

ქართული ჟესტური ენის თარჯიმნები (ფასიანი ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები განისაზღვრება სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით).

 

მუხლი 5. პროგრამის შედეგი

პროგრამის გავლის შედეგად გადამზადდებიან სურდოთარჯიმნები, რომლებიც კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ყრუთა თემის წარმომადგენლებს.


📎 დანართები (1)
34-danarti.doc DOC

დანართი №1

პროგრამა

სწავლების ენა: პროგრამის სწავლების ენაა ქართული ჟესტური ენა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოიყენება ქართული ენა.

მატერიალური და ტექნიკური კონკრეტული სასწავლო რესურსი:

დაფა, მარკერი, ფურცლები, პროექტორი, ლეპტოპი, ხმის გამაძლიერებელი (დინამიკი), ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტი ან ტელევიზორი.

I დღე

|№ |თემა/აქტივობა |პროგრამის მიზნები |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

| |ინფორმაციის მიღება, თარჯიმნის | | ტრენინგი იწყება დისკუსიით - თარჯიმნის როლისა და თარჯიმნის ტექნიკების შესახებ: |50 წთ | |

| |როლისა და თარჯიმნის ტექნიკების| |„რას ნიშნავს ყველაფრის თარგმნა“, თარგმნის სახეები, თარჯიმნის როლის შესახებ | |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა.|

| |შესახებ: | |სხვადასხვა დაწესებულებაში, რა არის ის აუცილებელი წესები, რაც უნდა | | |

| | | |გაითვალისწინოს თარჯიმანმა თარგმნის დროს. | | |

| |თემა: ვინ არის თარჯიმანი? | |დისკუსიის შემდეგ ტრენერი აკეთებს შემაჯამებელ პრეზენტაციას: | | |

| |თარჯიმნობის ტექნიკა, მოდული 1 | |1. როგორი უნდა იყოს თარჯიმანი (განათლება, ცოდნა, კვალიფიკაცია, გამოცდილება, | | |

| |(დახმარება) და მოდული 2 | |მოწესრიგებული გარეგნობა/ჩაცმა/მაკიაჟი/აქსესუარები-სამკაულები, განსაკუთრებით | | |

| |(თანასწორობა), „რას ნიშნავს | |ხელის აქსესუარები). | | |

| |ყველაფრის თარგმნა“, თარგმნის | |2. როგორ უნდა მოიქცეს თარჯიმანი თარგმნის დროს (თარგმნოს პირველ პირში, დადგეს | | |

| |სახეები, თარჯიმნის როლი | |ყრუ პირის პირისპირ, იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური, ნეიტრალური...). | | |

| |დაწესებულებაში. | |3. თარჯიმნის პროფესიული ეთიკა (დაიცვას კონფიდენციალობა, არ იყოს ტენდენციური, | | |

| | | |შეასრულოს გამტარის ფუნქცია...). | | |

| | | | | | |

| | | |4. რა სახის თარგმანი არსებობს და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. | | |

| | | | | | |

| | | |არაზუსტი თარგმნა (აზრის შეცვლა, არასწორად მიწოდება) | | |

| | | |გავრცობითი თარგმნა (დაწვრილებით გადმოცემა) | | |

| | | |შემცირებითი თარგმნა (აზრის შემოკლება) | | |

| | | |ჩანაცვლება (სიტყვების შეცვლა) | | |

| | | |შეჯამება (მოკლედ გადმოცემა) | | |

| | | |გამოტოვება (არ თარგმნა). | | |

| | | | | | |

| | | |5. თარჯიმნის მოვალეობები, პროფესიული ეთიკა: | | |

| | | |კონფიდენციალობა (ინფორმაციის შენახვა) | | |

| | | |მიუკერძოებლობა (ნეიტრალობა) | | |

| | | |პასუხისმგებლობა(მხოლოდ თარგმნა) | | |

| | | |სწორი თარგმნა (ზუსტი თარგმნა). | | |

| | | | | | |

| | | |6. თარჯიმნობის ტექნიკა | | |

| | | | | | |

| | | |თანმიმდევრული თარგმნა | | |

| | | |სინქრონული თარგმნა. | | |

| | | |7. რას ნიშნავს ყველაფრის თარგმნა | | |

| | | |სწორი თარგმნა (სიზუსტით თარგმნა) | | |

| | | |სიტყვები (სიტყვების ამოგდება ან დამატება) | | |

| | | |წინადადებები(თანმიმდევრული თარგმნა) | | |

| | | |მნიშვნელობა ( აზრის სწორად მიწოდება) | | |

| | | |კონტექსტი (ჟესტის ან სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენება) | | |

| | | |მესიჯი (შეტყობინების ზუსტად გადაცემა) თარჯიმნის როლი სკოლასა და დაწესებულებაში.| | |

| | | | | | |

| | | |8. თარჯიმნის როლი სხვადასხვა დაწესებულებაში | | |

| | | |ტრენერი ყურადღებას ამახვილებს თარჯიმნის ჩაცმულობაზე, პოზაზე, მიმიკაზე, | | |

| | | |მიუკერძოებლობაზე, ობიექტურობაზე, ნეიტრალურობაზე, ნებისყოფის შენარჩუნების | | |

| | | |აუცილებლობაზე, ასევე იმაზე, რომ თარჯიმანი ვალდებულია ზუსტად და უცვლელად | | |

| | | |თარგმნოს ყრუ პირის აზრი ქართულად და პირიქით, ზუსტად და უცვლელად უთარგმნოს ყრუ | | |

| | | |პირს სხვისი აზრი; არაფერი მოაკლოს ან დაამატოს ნათქვამს, არ შეცვალოს მოსაუბრის | | |

| | | |აზრი და განწყობა; თარგმნისას არ გამოხატოს საკუთარი აზრი და დამოკიდებულებები. | | |

| | | |დისკუსია: ტრენერი აწყობს დისკუსიას, აქვს თუ არა უფლება თარჯიმანს უარი უთხრას | | |

| | | |ყრუ პირს მომსახურებაზე და რა შემთხვევაში. | | |

|2. |თემა: ვინ არის თარჯიმანი. | |ინსცენირება სასამართლოში, პოლიციაში, ექიმთან, საჯარო დაწესებელებაში და ა.შ. |70 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა.|

| |თარჯიმნობის ტექნიკა, „რას | |აქტივობა: როლური თამაში - მონაწილეები იყოფიან სამკაციან ჯგუფებად (თარჯიმანი, | | |

| |ნიშნავს ყველაფრის თარგმნა“, | |ყრუ პირი და მეტყველი.) ეძლევათ დავალება აირჩიონ თემა და მოიფიქრონ სცენარი | | |

| |თარგმნის სახეები, თარჯიმნის | |ინსცენირებისთვის: ,,აეროპორტში“, ,,ალპინისტთა ჯგუფში“ და ა.შ. სცენარის | | |

| |როლი სხვადსხვა დაწესებულებაში.| |მოფიქრებისთვის მონაწილეებს აქვთ 5 წუთი. შემდეგ ჯგუფები გამოდიან მონაცვლეობით და| | |

| |როლური თამაში: | |წარმოადგენენ სცენარს. დანარჩენებს ევალებათ ყურადღებით დააკვირდნენ და ჩაინიშნონ | | |

| | | |შენიშვნები. | | |

| | | |ინსცენირების შემდეგ ხდება განხილვა, რამდენად გაითვალისწინეს მონაწილეებმა | | |

| | | |ტრენინგზე განხილული საკითხები. ჯგუფი აფასებს თარჯიმანს (ქცევას, ჩაცმულობას, | | |

| | | |ეთიკური ნორმების დაცვას). | | |

| | | |ტრენერის მიერ მიწოდებული ტექსტების გადათარგმნა ჟესტურად, წინადადებების დაქტილით| | |

| | | |სწრაფად წაკითხვა. | | |

| | | |ტრენერი აძლევს მათ სათანადო მითითებებს და საჭიროებისამებრ ეხმარება. | | |

| | | |პ.ს. შეიძლება თვით ყრუ ტრენერის ჩართვა ამ ინსცენირებაში. | | |

|3. |ტრენინგის შეჯამება | |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას |25 წთ | |

| | | |ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები| | |

| | | |პასუხობენ შეკითხვებს. | | |

|4. |საშინაო დავალება | |ტრენერი მონაწილეებს აძლევს შემდეგ დავალებას: შეადგინონ განვლილი მასალების |15 წთ | |

| | | |მიხედვით შემაჯამებელი სცენარები როლური თამაშისთვის (მაგ.: უფროსთან კაბინეტში, | | |

| | | |შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში, ლიტერატურული| | |

| | | |საღამო და ა.შ. ტრენინგის დროს) და გაწერონ დიალოგები, რომელიც სცენარშია და | | |

| | | |თარგმნონ ჟესტურად. მეორე დღეს მათ მიერ შედგენილ სცენარებს გაითამაშებენ ჯგუფის | | |

| | | |სხვა წევრები, თავად კი ევალებათ გააკონტროლონ, რამდენად სწორად შესრულდა | | |

| | | |თარგმანი. | | |

II დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერები ესალმებიან მონაწილეებს, დაფაზე წერენ თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავენ მას ჟესტურად. განვლილი მასალის|40 წთ | |

| | |შემაჯამებელი გამეორება. საშინაო დავალების წარდგენა. | |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| 2. |თემა: ვინ არის თარჯიმანი. |საშინაო დავალების წარდგენა: ჯგუფი იყოფა 3-კაციან ჯგუფებად. მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით არჩევენ |120 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |თარჯიმნობის ტექნიკა, „რას ნიშნავს|სცენარებს. სცენარის ავტორი მონაწილეებს აცნობს სცენარს (5 წუთი), შემდეგ ხდება ინსცენირება, სცენარის ავტორი | | |

| |ყველაფრის თარგმნა“, თარგმნის |ყურადღებას აქცევს რამდენად სწორად შესრულდა თარგმანი. | | |

| |სახეები, თარჯიმნის როლი |პრაქტიკული - დაქტილზე და მიმიკაზე მუშაობა: ტრენერი მონაწილეებს აჩვენებს ჟესტებს და მათ ევალებათ: თარგმნონ | | |

| |სხვადასხვა დაწესებულებაში. |დაქტილით; გამოიცნონ ჟესტის პირველი და ბოლო დაქტილი; დაქტილზე, რომელზეც ჟესტი მთავრდება, მოიგონონ სხვა ჟესტი და | | |

| |პრეზენტაცია |ა.შ. და პირიქით, ტრენერი მონაწილეებს სიტყვებს და წინადადებებს კარნახობს დაქტილით და მონაწილეებს ევალებათ | | |

| | |შესაბამისი ჟესტების გამოცნობა (დავალება შეიძლება შესრულდეს წყვილებში, სადაც წყვილები შეცვლიან როლებს.) | | |

| | |თამაში - დაქტილზე ჟესტის ჩვენება: ტრენერი (შესაძლოა რომელიმე მონაწილეც) მონაწილეებს აჩვენებს დაქტილს და | | |

| | |მონაწილეებს მონაცვლეობით ევალებათ შესაბამისი ჟესტის ჩვენება, მონაწილე, რომელიც შესაბამის ჟესტს ვერ პოულობს, | | |

| | |ეთიშება თამაშს, თამაში გრძელდება მანამ, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული. იგივე პრინციპით შეიძლება აიგოს თამაში| | |

| | |ჟესტის პირველ, ბოლო ან მესამე და ა.შ. დაქტილზე სიტყვის ან წინადადების მოფიქრება. | | |

| | |შესაძლებელია მონაწილეები დაიყოს ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა მითითება, ნაჩვენებ ასო-ბგერაზე (დაქტილზე) | | |

| | |დაასახელოს შესაბამისი ჟესტები. გამარჯვებული ის ჯგუფია, რომელიც ასახელებს მეტ ჟესტს. | | |

| | |თამაშის გართულებული ვარიანტია, როცა ტრენერი ან მონაწილე ასახელებს ჟესტს და მონაწილეებს ევალებათ წინადადებების | | |

| | |მოფიქრება დასახელებულ ჟესტზე ან პირიქით, დაასრულონ წინადადება დასახელებულ ჟესტზე; მოიფიქრონ წინადადება, სადაც | | |

| | |დასახელებული ჟესტი 2-ჯერ მეორდება და სხვა. | | |

| | |თამაში - დაასრულე წინადადება: ტრენერი ან მონაწილე იწყებს წინადადებას და სხვა მონაწილეებს ევალებათ დაასრულონ | | |

| | |წინადადება. ეს თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მონაწილეების სისწრაფის გასავარჯიშებლად, მაგ: მონაწილეები იყოფიან 2 | | |

| | |ჯგუფად, თითოეული ტრენერი თითოეულ ჯგუფს კარნახობს ჟესტს და მონაწილეებს (მორიგეობით) ევალებათ, რაც შეიძლება სწრაფად| | |

| | |მოიფიქრონ წინადადების გაგრძელება და დაასრულონ წინადადება. გამარჯვებული ის გუნდია, ვინც უფრო მოკლე დროში | | |

| | |დაასრულებს დავალებას. | | |

|3. |შეჯამება |ჯგუფი აჯამებს დღის გავლილ მასალას. ტრენერები აღნიშნავენ მონაწილეების მიღწევებს, აფასებენ მათ სიტყვიერად და |20 წთ | |

| | |ყურადღებას ამახვილებენ კონკრეტულ სირთულეებზე. ტრენერები პასუხობენ შეკითხვებს. | | |

III დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მას ჟესტურად. ტრენინგი იწყება |20 წთ | |

| | |დისკუსიით - ტრენერი სთხოვს მონაწილეებს გაიხსენონ, ტერმინი „ყრუ-მუნჯი“ და „ყრუ“. რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს | |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |შორის. | | |

|2. |თემა: ქართული ჟესტური ენა |დისკუსიის შემდეგ ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას: ქართული ჟესტური ენა. |50 წთ | |

| | |ქართული ჟესტური ენა ლინგვისტური სისტემაა, რომელსაც გააჩნია თავისი გრამატიკა, სინტაქსი, ლექსიკა. ქართულ ჟესტურ | |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |ენაშიც იგივე გრამატიკული შემადგენლობაა, როგორიც ქართულში. | | |

| | |რისგან შედგება ჟესტი: | | |

| | |1. ხელის ფორმა; | | |

| | |2. ხელის ადგილმდებარეობა; | | |

| | |3. ხელის მოძრაობა; | | |

| | |4. ხელის მოძრაობის ხასიათი (ქვემოთ, ზემოთ, ნელა, ჩქარა); | | |

| |ტერმინი „ყრუ-მუნჯი“ და „ყრუ“. |5. ხელის მდგომარეობა (თარგმნის დროს არ შეიძლება ხელის შეცვლა, რომელი ხელითაც დაიწყებ თარგმნას იმ ხელით უნდა | | |

| | |დაამთავრო). | | |

| | |ყრუ პირთათვის ჟესტური ენა მშობლიური ენაა. ისინი არ არიან „მუნჯები“, რადგან ისინი საუბრობენ ჟესტურ ენაზე. | | |

| | |შესაბამისად მათთან მიმართებაში ტერმინი „მუნჯი“ არ გამოიყენება. დაქტილური ანბანის მნიშვნელობა და მისი გამოყენების | | |

| |თარჯიმნის როლი ყრუ პირის |აუცილებლობა სახელისა და გვარის, გეოგრაფიული სახელების, წამლების და აგრეთვე ისეთი საგნისა და სიტყვის დასახელების | | |

| |ცხოვრებაში. |დროს, რომელთაც არ აქვთ ჟესტი. (მაგ.: გრამატიკის ფორმები - ზმნა, არსებითი სახელი... და ა.შ.) | | |

| | |ჟესტური ენის თარჯიმანს მოიხსენიებენ, როგორც „სურდოთარჯიმანს“, „თარჯიმან-დაქტილოლოგს“ და „ჟესტური ენის თარჯიმანს“.| | |

| | |მართალია, მათ სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ მათი ფუნქცია ერთია, ისინი თარგმნიან ქართულიდან ჟესტურზე და | | |

| | |პირიქით. „თარჯიმან-დაქტილოლოგი“თარგმნის დროს აქტიურად იყენებს დაქტილურ ანბანს. დაქტილურ ანბანს კი იყენებს ყველა | | |

| | |თარჯიმანი, რადგან თარგმნა დაქტილის გარეშე წარმოუდგენელია. | | |

| | |ჟესტურ ენას იყენებენ აგრეთვე პედაგოგები ყრუ პირებთან ურთიერთობისთვის, სწავლების დროს. | | |

| | |პრაქტიკული სამუშაო: ყრუ ტრენერიდან მიწოდებული ინფორმაციის ჟესტურად თარგმნა, დაქტილის თავისუფლად გამოყენება, | | |

| | |მიმიკის სწორად გამოყენება, ტერმინებზე მუშაობა. | | |

|3. |თემა: თარჯიმნის როლი ყრუ პირის |ტრენერის მიერ მიწოდებული ტექსტების სხვადასხვა თემაზე: ლიტერატურა, მეცნიერება, ტექნიკა, ბუნება და ა.შ. |70 წთ | |

| |ცხოვრებაში. |(სურვილისამებრ) შეუფერხებლად თარგმნა. ტრენერი ან მონაწილე კითხულობს ტექსტს და მონაწილეს ევალება თარგმნოს | |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |პრაქტიკა - შეუფერხებელი თარგმნა |შეუფერხებლად ქართული ჟესტური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით. | | |

|4. |შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |25 წთ | |

|5. |საშინაო დავალება |ტრენერი მონაწილეებს აძლევს შემდეგ დავალებას: სახლში ივარჯიშონ თარჯიმნობის ტექნიკაზე და ტელევიზიიდან თარგმნონ |15 წთ | |

| | |ინფორმაცია. დაქტილის სწრაფად და მოქნილად გამოყენება. გაზეთში ან ჟურნალში სურვილისამებრ რაიმე ტექსტის მომზადება და| | |

| | |ჟესტურად თარგმნა. უცხო ტერმინების ჩაწერა და ტრენინგზე ჟესტებზე მუშაობა. თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ჩაიწერონ | | |

| | |ვიდეოზე. | | |

IVდღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. | შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მათ ჟესტურად. ტრენერი სთხოვს |40 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |დავალების წარდგენა |მონაწილეებს წარმოადგინონ საშინაო დავალება. | | |

|2. |თემა: თარჯიმნის როლი ყრუ პირის | ტრენერი ახსენებს მონაწილეებს, რომ თარჯიმანი არის ყრუ პირის სახე და მისი დამხმარე ყველა სფეროში. თარჯიმანმა არ |120 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |ცხოვრებაში. |უნდა გადააჭარბოს თავის მოვალეობებს და პატივი უნდა სცეს ყრუს და ყრუ პირის აზრს. თარჯიმანმა ყრუ პირს ინფორმაცია | | |

| |პრეზენტაცია |უნდა მიაწოდოს მოსმენისთანავე. | | |

| | |ინფორმაციის თარგმნა ტელევიზიიდან/ვოდეომასალა. ინფორმაციის სწორად გაგება და ჟესტურად თარგმნა, დაქტილის თავისუფლად | | |

| | |გამოყენება, მიმიკის სწორად გამოყენება, ტერმინებზე მუშაობა. ყრუ პირების, რომლებიც სხვადასხვა დონეზე ფლობენ ჟესტურ | | |

| | |ენას, საუბრის თარგმნა სინქრონულად (მოწვეული სტუმარი - ყრუ პირი). მეტყველი პირის საუბრის თარგმნა შეუფერხებლად. | | |

| | |აგრეთვე, სხვადასხვა სასკოლო სახელმძღვანელოდან (ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა) ტექსტების თარგმნა, | | |

| | |დაქტილის და მიმიკის სწორად გამოყენება. უცნობი ტერმინების დამუშავება და ჩანიშვნა. ტრენერი მონაწილეებს აცნობს | | |

| | |სამუშაო, ხელმისაწვდომ რესურსებს - საიტებს. | | |

| | |ტრენერი სთხოვს მსურველ მონაწილეს წარსდგეს ჯგუფის წინაშე და თარგმნოს ინფორმაცია ტელევიზიიდან/სტატიები ჟურნალიდან | | |

| | |სინქრონულად. ტრენერი მონაცვლეობით იძახებს მონაწილეებს. მონაწილეები იცვლებიან ტრენერის მითითების მიხედვით. | | |

| | |მონაწილეები და ტრენერები აფასებენ მათ, საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან. ჯგუფი და ტრენერები ჩაიწერენ ყველა იმ | | |

| | |სიტყვას ან გამოთქმას, რომელიც უცხოა მათთვის. უცხო სიტყვების და გამოთქმების განხილვა ჯგუფში. | | |

|3. |შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |20 წთ | |

V დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მას ჟესტურად. ტრენინგი იწყება |20 წთ | |

| | |დისკუსიით - ტრენერი სვამს შეკითხვას: რა იციან მონაწილეებმა კალკირებულ ჟესტურ მეტყველებაზე და ჟესტურ ენაზე. რა | |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |განსხვავებაა მათ შორის. | | |

|2. |თემა: კალკირებული ჟესტური | ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას თამაზე: კალკირებული ჟესტური მეტყველება და ჟესტური ენა. |50 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |მეტყველება და ჟესტური ენა. |ტრენერი ატარებს ლექცია/სემინარს. მოჰყავს მაგალითები თითოეული საკითხის ირგვლივ. | | |

| | |კალკირებული ჟესტური მეტყველება: | | |

| | |შექმნილი ჟესტები. | | |

| | |არ აქვს გრამატიკა. | | |

| | |გამოიყენება სინქრონული თარგმნის დროს. ეს არის ვიზუალური ქართული ენა, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ოფიციალურ | | |

| | |შეხვედრებზე, აგრეთვე სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის, რომლებიც ამთავრებენ სასწავლო დაწესებულებებს და არ იციან | | |

| | |კარგად ქართული ჟესტური ენა. | | |

| | |ქართული ჟესტური ენა: | | |

| | |აქვს თავისი ჟესტები. | | |

| | |აქვს თავისი გრამატიკა. | | |

| | |ჟესტური ენა და ჟესტები (სხეულის ენა) ერთმანეთისგან განსხვავდება. ჟესტები შეიძლება გამოიყენოს ყველა ადამიანმა, მას| | |

| | |გრამატიკა არ გააჩნია. ჟესტები შეიძლება გამოყენებული იყოს გრამატიკის გარეშე. | | |

|3. |თემა: კალკირებული ჟესტური |ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, მათ მიერ მიწოდებული სიუჟეტური სურათები აღწერონ ქართულ ჟესტურ ენაზე სრულყოფილად, ყველა|70 წთ | |

| |მეტყველება და ქართული ჟესტური |დეტალი რაც სურათზეა გამოსახული (მაგ.: სად დგას მაგიდა, რა კიდია კედელზე, სად სხედან, რა აცვიათ, როგორ სხედან ან | |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |ენა. |დგანან და ა.შ). ტრენერი დანარჩენ მონაწილეებს სთხოვს ყურადღებით უყურონ, დაიმახსოვრონ, რადგან შემდეგ ყველა | | |

| |პრაქტიკა |მონაწილემ უნდა ნახოს ეს სურათი და შეადაროს აღწერილს, რამდენად სწორად და გასაგებად აღწერა სურათი მონაწილემ. | | |

| | |სურათები ურიგდება ყველა მონაწილეს სათითაოდ და ყველა მონაწილე რიგრიგობით აღწერს მას. ყურადღება ექცევა მიმიკას და | | |

| | |გადმოცემის უნარს. ასევე კალკირებული ჟესტური ენა გამოიყენა მონაწილემ თუ ქართული ჟესტური ენა. აქ კარგად ჩანს | | |

| | |რამდენად სრულყოფილად ფლობს მონაწილე ქართულ ჟესტურ ენას. შეიძლება ტრენერმა ჰკითხოს მონაწილეებს ვის შეუძლია მოჰყვეს| | |

| | |მონაწილის მიერ აღწერილი სურათი. ეს მეთოდი გამოიყენება თემის გაგების და დამახსოვრების შესამოწმებლად, რამდენად | | |

| | |ყურადღებით ისმენდა მონაწილე ტრენინგს. | | |

|4. |შეჯამება |ტრენერი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები პასუხობენ |25 წთ | |

| | |შეკითხვებს. | | |

|5. |საშინაო დავალება |ტრენერი მონაწილეებს აძლევს შემდეგ დავალებას: მონაწილეებმა უნდა მოიძიონ სიუჟეტური სურათები წიგნებში ან ჟურნალებში,|15წთ | |

| |სიუჟეტური სურათის აღწერა |დაამუშაონ და შეადგინონ პატარა ამბავი ჟესტურად, მეორე დღეს კი წარმოადგინონ სურათთან ერთად. | | |

VI დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მას ჟესტურად. ტრენერი სთხოვს |40 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |დავალების წარდგენა |მონაწილეებს მოამზადონ და წარმოადგინონ საშინაო დავალება. | | |

|2. |თემა: |ტრენერი სთხოვს მონაწილეებს აღწერონ სიუჟეტური სურათები. სურათს აღწერს ყველა მონაწილე სათითაოდ. |120 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |კალკირებული ჟესტური მეტყველება და|დავალების შემდეგ გრძელდება პრაქტიკული დავალება, მონაწილეები იწყებენ იგივე თემის ფარგლებში ახალ ტექსტებზე | | |

| |ქართული ჟესტური ენა. |მუშაობას, კერძოდ, ყრუ ტრენერი წარადგენს უცნობ სიუჟეტურ სურათებს ქართულ ჟესტურ ენაზე ან ვიდეო მასალას და | | |

| |პრეზენტაცია |მონაწილეები თარგმნიან წერილობით. შემდეგ ხდება ნათარგმნის გადამოწმება - ყრუ ტრენერი თავიდან ყვება ტექსტს ქართულ | | |

| | |ჟესტურ ენაზე და მეტყველი ტრენერი თარგმნის ქართულ ენაზე, მონაწილეები ადარებენ თავიანთ ნაწერს. | | |

| | |მონაწილეებს ურიგდებათ პატარა ტექსტები, რომელიც უნდა წაიკითხონ და მოყვნენ (ამით ხდება შემოწმება რამდენად სწორად | | |

| | |გაიგო მონაწილემ ტექსტი და სწორად გადმოსცა თუ არა შინაარსი). | | |

| 3. |შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |20 წთ | |

| | |ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები პასუხობენ შეკითხვებს. | | |

VII დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მათ ჟესტურად. ტრენინგი იწყება |20 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |დისკუსიით - ტრენერი სვამს შეკითხვას: რა იციან მონაწილეებმა ყრუების ჟესტების შესახებ, რომლებსაც შესაბამისი ქართული| | |

| | |სიტყვები არ გააჩნიათ და მათი აზრით რა უნდა გაითვალისწინოს თარჯიმანმა თარგმნის დროს. | | |

| | |ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას თემაზე: ყრუ პირის ჟესტები, რომლებსაც შესაბამისი ქართული სიტყვები არ გააჩნიათ. | | |

|2. |თემა: ყრუ პირის ჟესტები, |ტრენერი ატარებს ლექცია/სემინარს თემის ირგვლივ, მოჰყავს მაგალითები თითოეული საკითხის ირგვლივ. განმარტავს |50 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |რომლებსაც შესაბამისი ქართული |განსხვავებას ყრუ პირთა ჟესტებსა და კლასიკურ ჟესტებს შორის. იმ ჟესტებზე, რომლებსაც მხოლოდ ყრუები ხმარობენ და | | |

| |სიტყვები არ გააჩნიათ. |შესაბამისი ქართული სიტყვები არ გააჩნიათ. ტრენერს მოჰყავს შესაბამისი მაგალითები თავისი პრაქტიკიდან. ხაზგასმით | | |

| | |აღნიშნავს მათი ცოდნის აუცილებლობაზე ყრუ პირთან მიმართებაში: | | |

| | |1. თარჯიმანი უნდა იცნობდეს მსგავს ჟესტებს. | | |

| | |2. თარგმნოს ეს ჟესტები შინაარსიდან გამომდინარე და მიუსადაგოს შესაბამისი ქართული სიტყვები. | | |

| | |3. დაიცვას დეკოლაჟი, ანუ მანძილი ჟესტსა და მოსმენას შორის, სადღაც 10 წამი. (ქართულ ენასა და ჟესტურ ენას შორის | | |

| | |გრამატიკის განსხვავების გამო). | | |

| | |4. შეეძლოს თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი და თხოვნითი წინადადების გამოხატვა ჟესტურად, რომელიც გამოიხატება | | |

| | |მიმიკით. (თითოეულ საკითხზე მაგალითის მოყვანა). ყურადღების გამახვილება მიმიკის განსხვავებაზე. | | |

|3. | თემა- ყრუ პირის ჟესტები, |ტრენერი რთავს ვიდეოს და სთხოვს მონაწილეებს ყურადღებით უყურონ. ვიდეოზე მოცემულია ჟესტები, რომელსაც მხოლოდ ყრუები |70 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |რომლებსაც შესაბამისი ქართული |იყენებენ. გამოვიყენოთ ქართული ჟესტები | | |

| |სიტყვები არ გააჩნიათ. |მონაწილეები ტრენერებთან ერთად განიხილავენ ამ სიტუაციას და ყოველი ჟესტის მერე ადგენენ წინადადებებს. | | |

| |პრაქტიკა |ტრენერი სთხოვს მონაწილეებს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ თემის ირგვლივ. შეადარონ ჟესტები ერთმანეთს და | | |

| | |იმსჯელონ რომელი ჟესტია უფრო მისაღები და იცოდნენ თუ არა ეს ჟესტები. ტრენერი მონაცვლეობით იძახებს წყვილებს. ტრენერი| | |

| | |აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ. | | |

|4. |შეჯამება |ტრენერი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები პასუხობენ |25 წთ | |

| | |შეკითხვებს. | | |

| 5. |საშინაო დავალება |ტრენერი მონაწილეებს აძლევს შემდეგ დავალებას: მონაწილეებმა შეადგინონ წინადადებები ისეთი ჟესტებიდან, რომელსაც |15წთ | |

| | |მხოლოდ ყრუები ხმარობენ, ან მოძებნონ ტექსტები, რომელიც მდიდარია შესაბამისი ლექსიკით და თარგმნონ ჟესტურად. | | |

VIII დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი | ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მას ჟესტურად. ტრენერი სთხოვს |40 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |დავალების წარდგენა |მონაწილეებს წარმოადგინონ საშინაო დავალება. | | |

| | | | | |

|2. | თემა: ყრუ პირის ჟესტები, | ტრენერი სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვიდეოს ყურება, სადაც გადაღებულია ისეთი ჟესტები, რომლებსაც მხოლოდ ყრუები |120 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |რომლებსაც შესაბამისი ქართული |იყენებენ. რესურსად გამოყენებული იქნება ქართული საიტები. | | |

| |სიტყვები არ გააჩნიათ. |ტრენერი სთხოვს მონაწილეებს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ თემის ირგვლივ. ერთად განიხილავენ ამ სიტუაციას და | | |

| |პრეზენტაცია |ყოველი ჟესტის მერე ადგენენ წინადადებებს. აკვირდებიან ჟესტების სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებას, ჟესტის ერთი | | |

| | |მოძრაობის შეცვლა ცვლის ჟესტის შინაარს. ერთი და იმავე ჟესტებით ადგენენ სხვადასხვა წინადადებებს. ჟესტურ ენაშიც არის | | |

| | |სინონიმები და ომონიმები. | | |

| | |ტრენერი მონაცვლეობით იძახებს წყვილებს. აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ. | | |

|3. |შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |20წთ | |

| | |ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები პასუხობენ შეკითხვებს. | | |

IX დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მათ ჟესტურად. ტრენინგი იწყება |20 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |დისკუსიით - ტრენერი სვამს შეკითხვას: რა გაუგიათ მონაწილეებს ჟესტურ ენაში მრავლობითი რიცხვის და ზმნის უღლების | | |

| | |შესახებ. როგორ იყენებენ ყრუები გრამატიკის ამ ფორმას. | | |

|2. |თემა: ქართული ჟესტური ენის | ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას თემაზე: |50 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |მრავლობითობა და ზმნის უღლება. |მრავლობითი რიცხვი ქართულ ჟესტურ ენაში | | |

| | |1. ჟესტის გამეორება (ხე-ხეები, სახლი-სახლები, მაგიდა-მაგიდები...). | | |

| | |2. ჟესტის დამატება (როცა ვამატებთ ჟესტს „ბევრი“ ბევრი ფული, ბევრი ფეხსაცმელი.. ) ამ შემთხვევაში სიტყვას ვამატებთ | | |

| | |ჟესტს ბევრი. | | |

| | |3. ჟესტის შეცვლა (ვაშლი-ვაშლები, ვაშლები ვაზაში აწყვია, ვაშლები ყუთში აწყვია, ვაშლები ხეზე აბია). აქ კი თითოეულ | | |

| | |წინადადებაში მრავლობითი რიცხვი სხვადასხვანაირად გამოიყენება. | | |

| | |მრავლობითის შემთხვევაში სულიერი არსებითი სახელის ხმარების დროს ვხმარობთ გროვის ჟესტს, ხოლო უსულო არსებითი სახელის| | |

| | |შემთხვევაში ფორმის მიხედვით (მაგ: ფანქარი-ფანქრები, სკამი-სკამები, მაგიდა-მაგიდები...). ფრინველების დასახელების | | |

| | |შემთხვევაში მრავლობითს გამოვსახავთ ცაში ახედვით, ქათმების დასახელების დროს დაბლა. ვაშლების, კამფეტების | | |

| | |დასახელების შემთხვევაში ვაკეთებთ ხელის მოძრაობებს გროვებად. | | |

| | |ჟესტურ ენაში ყველა ჟესტს აქვს თავისი მოქმედება მდებარეობის და ფორმის მიხედვით. ზოგ ჟესტს აქვს არტიკულაცია, ზოგს | | |

| | |კი არა. მაგ.: ბაზარს აქვს არტიკულაცია, ხალხმრავლობას არა აქვს არტიკულაცია. სახის მიმიკური ჟესტებია (არის, | | |

| | |მაქვს...). | | |

| | |ზმნის უღლება: | | |

| | |წარსულ დროში წინადადებას ემატება ჟესტები - ადრე, უკვე, იყო. | | |

| | |შორეული წარსულის დროს ემატება ჟესტი - ადრე, (მაგ: ისტორიულად ასეა, ეს მოხდა ადრე 1921 წელს და ა.შ.) ხოლო ახლო | | |

| | |წარსულის დროს ჟესტი უკვე, იყო (მაგ.: დავწერე, დავხატე, ვჭამე და ა.შ.). | | |

| | |ეხლანდელ დროში წინადადებას ემატება ჟესტი - დღეს (მაგ: ვწერ, ვხატავ, ვჭამ...). | | |

| | |მომავალ დროში კი ემატება ჟესტი - იქნება (მაგ: დავწერ, დავხატავ, შევჭამ...). მომავალი დროის ჟესტს „იქნება“ ზმნამდე| | |

| | |გამოვიყენებთ თუ ზმნის შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა. | | |

|3. | თემა: ქართული ჟესტური ენის |ტრენერი სთხოვს მონაწილეებს ყურადღებით უყურონ დისკს, სადაც გადაღებულია თემატური ჟესტები. სთხოვს მონაწილეებს |70 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |მრავლობითი რიცხვი და ზმნის |გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და თემის ირგვლივ შეადგინონ წინადადებები და დიალოგები ყრუ ტრენერთან სასაუბროდ. | | |

| |უღლება. |გამოიყენონ მრავლობითობის აღმნიშვნელი ჟესტები და ზმნები დროებში. | | |

| |პრაქტიკა |ტრენერი მონაცვლეობით იძახებს წყვილებს. ტრენერი აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ. | | |

|4. |შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად. ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |25 წთ | |

| | |ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები პასუხობენ შეკითხვებს. | | |

|5. |საშინაო დავალება |ტრენერი მონაწილეებს აძლევს შემდეგ დავალებას: გაიხსენონ რაც შეიძლება მეტი იგავი, ანეგდოტი, კურიოზი და თარგმნონ |15 წთ | |

| | |ჟეტურად. | | |

X დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი | ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მას ჟესტურად. მზადება საშინაო |40 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |საშინაო დავალება |დავალების წარდგენისთვის. | | |

| | |ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წარმოადგინონ საშინაო დავალება. | | |

|2. |თემა - ქართული ჟესტური ენის |დავალების წარდგენის შემდეგ გრძელდება პრაქტიკული დავალება, მონაწილეები დგებიან მწკრივში. ბოლოში მდგომ მონაწილეს |120 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |მრავლობითობა და ზმნის უღლება. |ყრუ ტრენერი უყვება რაიმე ინფორმაციას (შესაძლებელია თემების ცვლა, იგავების და ანეგდოტების გამოყენება). მოსმენილი | | |

| |პრეზენტაცია |ისტორია ბოლო მონაწილემ უნდა გადასცეს წინ მდგომს და ასე გადავიდეს პირველ მონაწილემდე. ტრენერი აკვირდება რამდენად | | |

| | |სწორად გადადის ინფორმაცია მონაწილეების მიერ. ბოლოს ადარებენ რამდენად სწორად მივიდა ინფორმაცია ბოლო მონაწილიდან | | |

| | |წინ მდგომ მონაწილემდე. | | |

| | |მონაწილეებს ვყოფთ ორ ჯგუფად. ყრუ ტრენერი კითხულობს ტექსტს ჟესტურად და მონაწილეები იწერენ. შემდეგ ხდება | | |

| | |გადამოწმება, რამდენად სწორად გაიგეს მონაწილეებმა ტექსტი, შეამცირა თუ განავრცო ყრუ პირის მიერ მიწოდებული | | |

| | |ინფორმაცია. გამოყენებულია ტექსტები სხვადასხვა სფეროდან, შეძლებისდაგვარად ბევრი ტექსტი, რაც ჩაეტევა დროში. | | |

| | |ყრუ პირი მოისმენს ტექსტს და შემდეგ ვადარებთ დაწერილს, რამდენად შეძლო მონაწილემ ზუსტად გადმოეცა შინაარსი. | | |

|3. |შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |20 წთ | |

| | |ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები პასუხობენ შეკითხვებს. მონაწილეები იღებენ დავალებას - მოიძიონ | | |

| | |ტექსტები სხვადასხვა სფეროდან, თარგმნონ ჟესტურად და ჩაიწერონ თარგმანი ვიდეოზე. | | |

XI დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მას ჟესტურად. ტრენერი სთხოვს |30 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |მონაწილეებს წარმოადგინონ საშინაო დავალება. ტრენინგი იწყება დისკუსიით - ტრენერი სვამს შეკითხვას: რა გაუგიათ | | |

| | |მონაწილეებს „საერთაშორისო ჟესტური ენის“ შესახებ, მათი აზრით რა ძირეული სპეციფიკური სხვაობა შეიძლება არსებობდეს | | |

| | |სხვადასხვა ქვეყნის ჟესტურ ენებს შორის. | | |

|2. |განვლილი მასალის გამეორება |ტრენერის მიერ სხვადასხვა ქვეყნის ჟესტური ანბანის გაცნობა მონაწილეებისთვის |60 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |თემა: საერთაშორისო ჟესტური ენა |(რუსული და ინგლისური) | | |

| | |ტრენერის მიერ სხვადასხვა ქვეყნის ჟესტური ენის ძირეული სიტყვების გაცნობა (რუსული და ინგლისური) | | |

| | |ტერმინები, რომელსაც ტურისტი ყრუ პირი იყენებს. | | |

| | |იურიდიული ტერმინები, პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებული სიტყვები. | | |

| | |ტრენერის მიერ სხვადასხვა ქვეყნის ჟესტური ენის სპეციფიკის გაცნობა და ძირეული განსხვავებების პოვნა | | |

|3. |თემა: საერთაშორისო ჟესტური ენა |ტრენერი მონაწილეებს ურიგებს საკითხავ მასალას (რამე სტატიას ან ტექსტს) სთხოვს მათ გადათარგმნონ სხვა ქვეყნის ჟესტურ|60 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |პრაქტიკა |ენაზე. ტრენერი ათამაშებს შემდეგ სიმულაციას: | | |

| | |ტრენერი ირგებს უცხოელი სმენადაქვეითებულის/ყრუს როლს, რომელსაც პოლიციასთან, ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანოსთან| | |

| | |ექმნება პრობლემა და თითოეულ მონაწილეს სთხოვს გაუწიოს მას თარჯიმნობა და დაეხმაროს პრობლემის მოგვარებაში. | | |

|4. |ტრენინგის შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |20 წთ | |

| | |ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები პასუხობენ შეკითხვებს. | | |

|5. |საშინაო დავალება |ტრენერი მონაწილეებს აძლევს შემდეგ დავალებას: ივარჯიშონ ტექსტის კითხვაში რუსული/ინგლისური ჟესტებისა და დაქტილის |10 წთ | |

| | |გამოყენებით. უცხო ტერმინების ჩაწერა. | | |

XII დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მათ ჟესტურად. იხსენებს წინა დღის |30 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |მასალას, ამოწმებს, რა ახსოვთ მონაწილეებს წინა დღეს შესწავლილი ჟესტებიდან. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წარმოადგინონ | | |

| | |საშინაო დავალება. მზადება საშინაო დავალების წარმოდგენისთვის. | | |

|2. |თემა: თარგმნის სპეციფიკა |ტრენერი სთხოვს მსურველ წყვილებს ჯგუფის წინაშე წარმოადგინონ მათ მიერ შედგენილი საშინაო დავალება. მონაწილეები და |40 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |უსინათლო/სუსტი მხედველობის მქონე |ტრენერები აფასებენ წარდგენილ დავალებას. | | |

| |სმენადაქვეითებულებისთვის/ყრუთათვის|ტრენერი აცნობს მონაწილეებს ეთიკის ნორმებს უსინათლო და მცირემხედველ პირებთან თარგმნის დროს: | | |

| | |თარგმნისას მათთან დადგომის დროს წინასწარ განსაზღვრული დისტანციის დაცვა. | | |

| |პრეზენტაცია |წარმოსახვითი ჩარჩოები, რომელშიც უნდა მოათავსონ ხელები ჟესტურად თარგმნისას. | | |

| | |უსინათლო პირთათვის ხელის შეხებით ინფორმაციის გადაცემის სპეციფიკის გაცნობა. | | |

| | |ინფორმაციის მიწოდება დამხმარე საშუალებების შესახებ და ასევე ქართული ლორმის, ანბანის გაცნობა. განსხვავება ყრუ და | | |

| | |უსინათლო პირსა და ყრუ-უსინათლო პირს შორის. | | |

|3 |თემა: თარგმნის სპეციფიკა უსინათლო |ტრენერი პრაქტიკის გამოყენებით ცდილობს დაეხმაროს მონაწილეებს მიღებული ინფორმაციის უკეთ აღქმასა და გააზრებაში შემდეგი |90 წთ | |

| |სმენადაქვეითებულებისთვის/ყრუთათვის|სიმულაციებით: | | |

| |პრაქტიკა |მონაწილეები ითავსებენ უსინათლო/მცირემხედველობის მქონე სმენადაქვეითებულის/ყრუს პოზიციას და სხვა მონაწილეები ცდილობენ | | |

| | |სხვადასხვა ვითარებაში (ტურისტული მიზნით, პოლიციაში, იურიდიული კუთხით) დაეხმარონ მათ ინფორმაციის გადაცემაში. | | |

| | |ტრენერი მონაწილეებს უხვევს თვალებს და ხელების შეხების მეშვეობით, ჟესტური-დაქტილური ანბანის გამოყენებით გადასცემს მათ| | |

| | |ინფორმაციას. | | |

| | |აქტივობის ბოლოს ხდება სიმულაციის ჯგუფში განხილვა, მონაწილეები ყვებიან საკუთრ გამოცდილებაზე (რა გაუადვილდათ, რა | | |

| | |გაუჭირდათ სიმულაციის დროს), ჯგუფის მონაწილეები აძლევენ ერთმანეთს რეკომენდაციებს. | | |

|4. | შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |20 წთ | |

XIII დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მათ ჟესტურად. იხსენებს წინა დღის |20 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |მასალას. ტრენინგი იწყება დისკუსიით - ტრენერი სვამს შეკითხვას: რა სპეციფიკით გამოირჩევა სმენადაქვეითებული პირის | | |

| | |ფსიქოლოგია და რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს თარჯიმანი ამ კუთხით, თარგმნის დროს. | | |

| | | | | |

|2. |განვლილი მასალის გამეორება | ტრენერი მონაწილეებს აცნობს სმენადაქვეითებულ პირთა ფსიქოლოგიის სპეციფიკას და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ |40 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |თემა: სმენადაქვეითებულების/ყრუ |თემებზე: | | |

| |პირების ფსიქოლოგიის სპეციფიკა |1. არაზუსტი თარგმნა ( აზრის შეცვლა, არასწორად მიწოდება) | | |

| | |2. გავრცობითი თარგმნა (დაწვრილებით გადმოცემა) | | |

| | |3. შემცირებითი თარგმნა (აზრის შემოკლება) | | |

| | |4. ჩანაცვლება (სიტყვების შეცვლა) | | |

| | |5. შეჯამება (მოკლედ გადმოცემა) | | |

| | |6. გამოტოვება (ართარგმნა) | | |

|3. |თემა - სმენადაქვეითებულების/ყრუ | |90 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |პირების ფსიქოლოგიის სპეციფიკა |ტრენერი ცდილობს დაეხმაროს მონაწილეებს მიღებული ინფორმაციის კარგად გააზრებასა და აღქმაში და სთავაზობს მათ შემდეგ | | |

| | |სიმულაციას: | | |

| |პრაქტიკა |სიმულაციის მიხედვით ტრენერი ირგებს ემოციურად არასტაბილური (აგზნებული, დეპრესიული) სმენადაქვეითებულის როლს, | | |

| | |რომელსაც თარჯიმანი ესაჭიროება ექიმთან ვიზიტისას, იგი ბევრ და გაწელილ ინფორმაციას აწვდის მონაწილეს. ტრენერი ამ | | |

| | |აქტივობით ამოწმებს მონაწილეთა ყურადღების გამახვილების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობას და | | |

| | |ამოწმებს რამდენად სწორად შეძლებენ მონაწილეები მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფას არასაჭირო ინფორმაციისგან და მის| | |

| | |„ექიმამდე“ მიტანას. | | |

| | |ტრენერი ირგებს ფსიქოლოგიურად ძალიან პასიური/ინდიფერენტული სმენადაქვეითებულის როლს, რომელიც კითხვებზე საკმაოდ | | |

| | |პასიურად პასუხობს და არ იძლევა დიალოგის წარმართვის საშუალებას. | | |

| | |სიმულაციის შემდეგ ხდება ჯგუფში განხილვა, რა იყო რთული თარჯიმნისთვის; ჯგუფი აკეთებს რეფლექსიას და აძლევს | | |

| | |რეკომენდაციებს თარჯიმანს. შესაძლებელია როლების ცვლილება: ტრენერის ნაცვლად მონაწილემ შეასრულოს ემოციურად | | |

| | |არასტაბილური ყრუ პირის როლი, შემდეგ კი მოჰყვეს თავისი ემოციების შესახებ - რას განიცდის, როდესაც თარჯიმანი | | |

| | |შეცდომას უშვებს ან ეთიკის ნორმებს არღვევს. | | |

|4. |შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |20 წთ | |

| | |ჯგუფი აჯამებს დღის განვლილ მასალას. ტრენერები პასუხობენ შეკითხვებს. | | |

|5. |საშინაო დავალება |ტრენერი მონაწილეებს აძლევს შემდეგ დავალებას: მოიფიქრონ რა სიძნელეები შეიძლება შეხვდეთ მათ ფსიქოლოგიის კუთხით და |10 წთ | |

| | |როგორ შეძლებენ მათ გადალახვას. | | |

XIV დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. | | პრაქტიკული გასვლა სმენადაქვეითებულებთან ერთად |3 სთ. | |

| | |აღწერა: თითოეული მონაწილე თარგმნის სხვადასხვა სიტუაციაში 15 წუთის განმავლობაში (სკოლა, კონფერენცია/ღონისძიება, თუ| | |

| | |ამის შესაძლებლობა არის და ნებისმიერი რეალური სიტუაცია) დარჩენილი დროის განმავლობაში ტრენერი აძლევს უკუკავშირს | | |

| | |ტრენინგს მონაწილეებს. მონაწილეები ესწრებიან ერთმანეთის თარგმნას და თავადაც გამოთქვამენ მოსაზრებებს და | | |

| | |რეკომენდაციებს კოლეგის თარგმნასთან დაკავშირებით (აღნიშნავენ, რა მოეწონათ კოლეგის თარგმანში და რის გამოსწორებას | | |

| | |ურჩევდნენ და როგორ). | | |

XV დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მას ჟესტურად. მონაწილეები განიხილავენ |20 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |წინა დღის გამოცდილებას (პრაქტიკულს), ერთმანეთს აძლევენ რეკომენდაციებს, ტრენერი შეაჯამებს წინა დღეს. ტრენერი სვამს | | |

| | |კითხვას და ამოწმებს მონაწილეთა ცოდნას თარგმნის ეთიკასთან დაკავშირებით. ტრენინგი იწყება დისკუსიით. | | |

|2. |თემა: თარჯიმნის ეთიკა თარგმნისას |ტრენერი ახსენებს მონაწილეებს ეთიკის ნორმებს, რომელიც თარგმნის დროს უნდა დაიცვან: სთხოვს მონაწილეებს თავად იმსჯელონ |30 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |პრეზენტაცია |თითოეული ნორმის დაცვის აუცილებლობაზე, რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს ნორმების დარღვევამ. | | |

| | |კლასიკური ჩაცმულობის აუცილებლობა, დომინირებს მუქი ფერები; | | |

| | |ნებისმიერი აქსესუარი ხელის შემშლელია ყრუ მსმენელისთვის; | | |

| | |ზედმეტი ბიჟუტერიის გაკეთებისგან თავის შეკავების აუცილებლობა; | | |

| | |პირადი პრობლემების დავიწყება თარგმნისას და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების აუცილებლობა; | | |

| | |ზრდილობიანი მოქცევა და პატივისცემით მოპყრობა. | | |

|3 |თემა: თარჯიმნის ეთიკა თარგმნისას |ტრენერი პრაქტიკის გამოყენებით ცდილობს დაეხმაროს მონაწილეებს მიღებული ინფორმაციის უკეთ აღქმასა და გააზრებაში შემდეგი |120 წთ | |

| |პრაქტიკა |სიმულაციებით: | | |

| | |ტრენერი ირგებს ცუდი თარჯიმნის როლს და მონაწილეებმა უნდა შეძლონ შეცდომების პოვნა და ჩამოწერა; | | |

| | |წყვილებად მონაწილეები ცდილობენ ეთიკის დაცვით თარჯიმნობა გაუწიონ ერთმანეთს; | | |

| | |აქტივობის ბოლოს მონაწილეები თავად აკეთებენ დასკვნას და ჩამოწერენ ძირითად ასპექტებს, რაზეც უნდა მოხდეს ყურადღების | | |

| | |გამახვილება. | | |

| | |ტრენერი საუბრობს საჯაროდ გამოსვლის სპეციფიკაზე თარგმნის დროს, რამდენად დიდ სირთულეს შეიძლება შეხვდეს თარჯიმანი. | | |

| | |სიტყვის ვერგაგების შემთხვევაში როგორ იქცევა, როგორ გადალახავს იმ შიშს, რომელსაც აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ქვია. | | |

| | |ტრენერი კითხულობს მცირე ლექციას საჯარო გამოსვლის თემაზე: იდგმება სიმულაციები - საჯაროდ გამოსვლა: მონაწილეებს ეძლევათ| | |

| |საჯარო გამოსვლა |გარკვეული დრო, რათა შეიმუშაონ სცენარები სხვადასხვა სიტუაციისთვის (კონფერენცია, ტელევიზიაში ჩაწერა და ა.შ.) შემდეგ | | |

| | |მონაწილეები გაითამაშებენ სცენებს და ბოლოს ხდება განხილვა (რეფლექსია): მონაწილეები ჰყვებიან, რა იყო განსაკუთრებით | | |

| | |რთული, ჯგუფის წევრები აძლევენ ერთმანეთს რეკომენდაციებს. | | |

|4. | შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |10 წთ | |

| | |მონაწილეებს აძლევს დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია თარჯიმნის ეთიკაზე და მოამზადონ მისი ჟესტური თარგმანი. | | |

XVI დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მას ჟესტურად. მონაწილეებთან ერთად |20 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |განიხილავს წინა დღის თემებს. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წარმოადგინონ საშინაო დავალება. მზადება საშინაო დავალების | | |

| | |წარმოდგენისთვის. | | |

|2. |თემა - |ტრენერი სთხოვს მსურველ წყვილებს ჯგუფის წინაშე წარმოადგინონ მათ მიერ შედგენილი საშინაო დავალება. მონაწილეები და |60 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |რთული ტერმინების თარგმნის |ტრენერები აფასებენ წარდგენილ დავალებას. | | |

| |სპეციფიკა |ტრენერი აცნობს პროფესიულ, რთულ ტერმინებს, რომელიც დასჭირდებათ მათ კონკრეტულ ვითარებაში სათარჯიმნოდ. ტრენერი ასწავლის| | |

| |(იურიდიული, პოლიტიკასთან ახლოს |მათ: | | |

| |მყოფი ტერმინები) |იურიდიულ ტერმინებს (სასამართლოსთვის, პოლიციის განყოფილებისთვის, სხვა სტრუქტურაში გამოსაყენებლად) | | |

| |პრეზენტაცია |პოლიტიკურ ტერმინებს (არჩევნებთან დაკავშირებულ, რთულ, უცხოურ ტერმინებს. გამოყენებულია საინფორმაციო გამოშვებების და | | |

| | |პარლამენტის სესიების ჩანაწერები). | | |

| | |ტრენერი ასევე სთხოვს მონაწილეებს, ჩამოწერონ ყველა იურიდიული ტერმინი, რომელიც გაუგიათ და ტრენინგზე დასახელებული არ | | |

| | |იყო. თითოეულ ტერმინს განიხილავენ ჯგუფში. | | |

|3 |თემა: |ტრენერი პრაქტიკის გამოყენებით ცდილობს დაეხმაროს მონაწილეებს მიღებული ინფორმაციის უკეთ აღქმასა და გააზრებაში შემდეგი |80 წთ | |

| |რთული ტერმინების თარგმნის |სიმულაციებით: | | |

| |სპეციფიკა |მონაწილეები ითავსებენ სმენადაქვეითებულის/ყრუს პოზიციას და სხვა მონაწილეები ცდილობენ სხვადასხვა ვითარებაში, პოლიციის | | |

| |(იურიდიული, პოლიტიკასთან ახლოს |განყოფილებაში, ან სასამართლო საჭიროების მიზნით, გაუწიონ მათ თარჯიმნობა; | | |

| |მყოფი ტერმინები) |ტრენერი აძლევს სათარგმნად ისეთ რთულ სიტყვას, რომლის ახსნაც მონაწილეებს რამდენიმე ჟესტის გამოყენებით მოუწევთ და | | |

| | |შინაარსობრივად ახსნის სირთულეს წააწყდებიან; | | |

| |პრაქტიკა |მონაწილეები სინქრონულად გადათარგმნიან სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს; | | |

|4. | შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |20 წთ | |

| | |აძლევს ჯგუფს საშინაო დავალებას. მოიძიონ ტექსტები იურისპრუდენციის სფეროდან და მოამზადონ ჟესტურ ენაზე თარგმანი მეორე | | |

| | |დღისთვის. | | |

XVII დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენერი ესალმება მონაწილეებს, დაფაზე წერს თარიღსა და კვირის დღეს, გამოხატავს მათ ჟესტურად. ტრენერი სთხოვს |20 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |მონაწილეებს წარმოადგინონ საშინაო დავალება. მზადება საშინაო დავალების წარმოდგენისთვის. | | |

|2. |თემა: |ტრენერი სთხოვს მსურველ წყვილებს ჯგუფის წინაშე წარმოადგინონ მათ მიერ შედგენილი საშინაო დავალება. მონაწილეები და |70 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |პრეზენტაცია |ტრენერები აფასებენ წარდგენილ დავალებას. | | |

| | |ტრენერი აცნობს პროფესიულ, რთულ ტერმინებს, რომელიც დასჭირდებათ მათ კონკრეტულ ვითარებაში თარგმნისთვის. ტრენერი | | |

| | |ასწავლის მათ: | | |

| | |იურიდიულ ტერმინებს (სასამართლოსთვის, პოლიციის განყოფილებისთვის, სხვა სტრუქტურაში გამოსაყენებლად); | | |

| | |პოლიტიკურ ტერმინებს (არჩევნებთან დაკავშირებულ, რთულ, უცხოურ ტერმინებს); | | |

|3. |თემა: |ტრენერი პრაქტიკის გამოყენებით ცდილობს დაეხმაროს მონაწილეებს მიღებული ინფორმაციის უკეთ აღქმასა და გააზრებაში: |60 წთ | |

| | |პრაქტიკა | | |

| |პრაქტიკა |მონაწილეები ითავსებენ სმენადაქვეითებულის/ყრუს პოზიციას და სხვა მონაწილეები ცდილობენ სხვადასხვა ვითარებაში, პოლიციის | | |

| | |განყოფილებაში ან სამართლო საჭიროების მიზნით, გაუწიონ მათ თარჯიმნობა; | | |

| | |ტრენერი აძლევს სათარგმნად ისეთ რთულ სიტყვას, რომლის ახსნაც მონაწილეებს რამდენიმე ჟესტით გამოყენებით მოუწევთ და | | |

| | |შინაარსობრივად ახსნის სირთულეს წააწყდებიან. | | |

| | |აქტივობის შემდეგ მონაწილეები განიხილავენ, რა იყო რთული და რისი გაკეთება გაუადვილდათ, აძლევენ ერთმანეთს | | |

| | |რეკომენდაციებს. ყრუს როლში მყოფი გამოხატავს საკუთარ განცდებს და ემოციებს. | | |

|4. | შეჯამება |ტრენერი აღნიშნავს მონაწილეების მიღწევებს, აფასებს მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ სირთულეებზე. |30 წთ | |

| | |პასუხობს მონაწილეთა შეკითხვებს დღესთან დაკავშირებით. | | |

XVIII დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |შესავალი ნაწილი |ტრენინგის შეჯამება. ტრენერი საუბრობს ჩატარებული ტრენინგის შესახებ, აჯამებს მას სიტყვიერად. |10 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

|2, |თემა-პრაქტიკა |მოცემულ ბლოკში მონაწილეები ემზადებიან გამოცდისთვის, გაიხსენებენ ყველა დღის თემას, ყველა მნიშვნელოვან ფრაზასა და |160 წთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |გამოთქმას, უსვამენ შეკითხვებს ტრენერებს, აკეთებენ ჩანიშვნებს, შესაძლებელია ვიდეოჩაწერაც. გადიან რეპეტიციას | | |

| | |მომდევნო დღისთვის (გამოცდის ჩაბარების სიმულაცია), რათა მოიხსნან დაძაბულობა და შეძლონ მაქსიმალურად ეფექტურად | | |

| | |წარმოაჩინონ საკუთარი თავი. | | |

| | |ასევე ტრენერებისგან იღებენ რეკომენდაციას, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და მოცემულ ეტაპზე მათი შესრულება არის | | |

| | |საშუალოზე დაბალი, საშუალო თუ საშუალოზე მაღალი. | | |

|3. |შეჯამება |ტრენერები აღნიშნავენ მონაწილეების მიღწევებს, აფასებენ მათ სიტყვიერად და ყურადღებას ამახვილებენ კონკრეტულ |10 წთ | |

| | |სირთულეებზე. | | |

XIX დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

|1. |გამოცდა/გასაუბრება |თითოეულ მონაწილეს ეთმობა 25 წუთი, მონაწილეები თარგმნიან უცნობ ტექსტებს სინქრონულად ქართულიდან ჟესტურად და |3 სთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| | |პირიქით, ასევე პასუხობენ კომისიის წევრების შეკითხვებს. | | |

XX დღე

|N |თემა/აქტივობა |მოკლე აღწერა |დრო |რესურსები |

| 1. |ტრენინგის შეჯამება |თითოეულ მონაწილეს ეთმობა 25 წუთი, ფასდება დარჩენილი მონაწილეები. მონაწილეები თარგმნიან უცნობ ტექსტებს სინქრონულად|3 სთ |ფლიფჩარტი, მარკერი, დაფა. |

| |გამოცდა/გასაუბრება |ქართულიდან ჟესტურად და პირიქით, ასევე პასუხობენ კომისიის წევრების შეკითხვებს. | | |

| | |დარჩენილ დროში ხდება ტრენინგის შეჯამება. მონაწილეების შეფასება. მონაწილეები გამოთქვამენ მოსაზრებებს ტრენინგთან | | |

| | |დაკავშირებით. | | |

| | |დამშვიდობება | | |

დანართი №2

პროგრამის მონაწილეთა შესარჩევი ინტერვიუს ფორმა

ინტერვიუს ენა: ქართული ჟესტური ენა.

1. მონაწილე წარმოადგენს საკუთარ თავს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ოჯახური მდგომარეობა.

2. მონაწილე აცნობს ინტერვიუერს განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას.

3. მონაწილე პასუხობს შეკითხვებს:

✓ რა ინფორმაციას ფლობს ყრუთა თემის, ყრუთა კულტურის, განათლებისა და სერვისების შესახებ?

✓ რა არის სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის გავლის მოტივაცია მისთვის?

✓ რა მოლოდინი აქვს პროგრამის შესახებ?

✓ როგორ გამოიყენებს შეძენილ ცოდნას?

✓ თარგმნის საგამოცდო კომისიის მიერ მიწოდებულ ტექსტს (3-5 წინადადება) ქართული ენიდან ქართულ ჟესტურ ენაზე და პირიქით.

ინტერვიუს შეფასების კრიტერიუმები

| | |არასოდეს/ძალიან იშვიათად (0 ქ) |ზოგჯერ |ხშირად |

| | | |(1ქ) |(2ქ) |

|1 |ფლობს ყველა საჭირო ჟესტს | | | |

|2 |შეუძლია აზრის გასაგებად და სწორად ჩამოყალიბება | | | |

| |ქართულ ჟესტურ ენაზე | | | |

|3 |აზრს გამოხატავს სწრაფად და შეუფერხებლად (fluency) | | | |

|4 |თარგმნის სწრაფად და შეუფერხებლად (fluency) | | | |

|5 |ჟესტი არის სუფთა და დახვეწილი | | | |

|6 |ავლენს ლოგიკური მსჯელობის უნარს | | | |

დანართი №3

გამოცდის პირობა და შეფასების კრიტერიუმები

|დავალება |0-4 |5-10 ქულა |11-15 ქულა |

|მონაწილეს ეძლევა 6-10-წინადადებიანი 4 |თარგმანი არაზუსტია, დაკარგულია ან |თარგმანი შეესაბამება ტექსტს, გაგებული და|თარგმანი ზუსტია, სწორად არის ნათარგმნი |

|სხვადასხვა ტექსტი (სხვადასხვა თემატური |შეცვლილია ტექსტის ძირითადი აზრი. |ნათარგმნია ძირითადი არსი, დაშვებულია |ყველა ან თითქმის ყველა სიტყვა, |

|კატეგორიის, მაგ: მედიცინა, განათლება, |მონაწილე იგნორირებას უკეთებს ისეთ |უზუსტობები, ზოგი სიტყვა ან წინადადება არ|წინადადება. ზუსტად არის გაგებული და |

|სამართალი და სხვა.). გამომცდელი კითხულობს |მნიშვნელოვან მახასიათებლებს, როგორიცაა |არის გაგებული ან თარგმნილია არასწორად. |გადმოცემული ტექსტის აზრი. მონაწილე |

|ტექსტებს და მონაწილემ უნდა თარგმნოს: |დგომის მანერა, ხმის/ჟესტის სისუფთავე და |მონაწილე ყურადღებას აქცევს დგომის |ავლენს თარგმნის დახვეწილ მანერას, ფლობს|

|ქართული ჟესტური ენიდან ქართულ ენაზე: |სხვა. |მანერას, ჟესტის/ხმის სისუფთავეს და სხვა |სუფთა ჟესტს, ითვალისწინებს თარჯიმნის |

|პირველი ტექსტი - თანმიმდევრულად. | |აუცილებელ მახასიათებლებს. |ეთიკის ნორმებს და იცავს ყველა აუცილებელ|

| | | |წესს. |

|მაორე ტექსტი-სინქრონულად | | | |

|ქართული ენიდან ქართულ ჟესტურ ენაზე: | | | |

| | | | |

|მესამე ტექსტი -თანმიმდევრულად. | | | |

| | | | |

|მეოთხე ტექსტი - | | | |

|წმინდა ჟესტურ ენაზე თარგმნა | | | |

|(ჟესტური აზროვნებით თარგმნა). | | | |

| | | | |

|თითოეული ტექსტის თარგმნაზე გამოყოფილი აქვს| | | |

|5 წუთი. | | | |