სააქციო საზოგადოება „თამარისის“ მორიგი კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება
სააქციო საზოგადოება „თამარისის“ მორიგი კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „თამარისის“ დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს სააქციო საზოგადოება „თამარისის“ მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2021 წლის 02 ივლისს თბილისში,  ნავთლუღის ჩიხი №9, პირველი სართული, 15:00 საათზე.

დღის წესრიგი:

1. 2021 წლის წლიური ანგარიში:

ა) წლიური ანგარიშის წარმოდგენა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად.

2. წესდებაში ცვლილებების შეტანა.

3. კახი ონიანის, როგორც აქციონერის რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში (დირექტორის – დავით ცინცაძის და კახი ონიანის ინიციატივით).

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2008 წლის მდგომარეობით.

აქციონერთა კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „თამარისის“ რეგისტრატორთან – სააქციო საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. №3.

 

სააქციო საზოგადოება „თამარისის“

დირექტორი                                                                                                   დავით ცინცაძე