,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2021 წლის 4 ივნისი ქ. ზუგდიდი |
„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების თანადაფინანსება, თითოეულს თვეში 50 -100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პერიტონიალური დიალიზის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სერვისის მისაღებად გადაადგილებიან სხვა მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრებში – ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მიცვალებულთა ხსოვნის დღეს მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა (სასაფლაოებთან მისასვლელად). სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწირო პროგრამა – დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება.“
|