„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2021 წლის 4 ივნისი დაბა ქედა |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა და კოორდინაცია;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობა;
დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი;
ე) „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ადმინისტრაციული ქმედების განხორციელება და „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება;
ვ) მიზნობრივ ჯგუფებში (შშმ პირები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილები, სტიქიით დაზარალებულები და სხვა) სოციალური დახმარების ხელშეწყობა;
ზ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა.
თ) სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარების შემოღების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება.
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაცია-აღრიცხვა და დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.
კ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
მ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენა და მისი უზრუნველყოფა;
ნ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, ეკომიგრანტთა სოციალურ პრობლემათა შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამისი წინადადებათა პაკეტის შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება;
ო) მუნიციპალიტეტში მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და მიგრაციული პროცესების განსახორციელებელ ღონისძიებათა ხელშეწყობა;
პ) მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ხანძარი, მეწყერი, ზვავსაშიშროება) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, მიგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;
ჟ) ეკომიგრანტთა კატეგორიების დადგენა, სათანადო ბარათების შექმნა. იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;
რ) სტიქიური უბედურებებისა და მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა, გეოლოგიური სამსახურის დასკვნის საფუძველზე კატეგორიების განსაზღვრა, სიების შედგენა, დაზუსტება და წარდგენა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურაში;
ს) სტიქიაში მოხვედრილი მოსახლეობის, განსახლებისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად საკითხთა დასმა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან, მიგრაციისა და განსახლების დეპარტამენტში მუნიციპალიტეტის სტიქია საშიშ დასახლებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება, განსახლების პროგრამების განხორციელება და განხორციელების შესახებ წინადადებების და პროექტების მომზადება. მოსახლეობის პრობლემების შესწავლა ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა;
ტ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
უ) სარიტუალო მომსახურება, ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (ყოფილ სამხედრო ტყვეთა საფლავების მოძიება და აღრიცხვა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ფ) საბრძოლო დიდების მემორიალების, ომში დაღუპულ მებრძოლთა საფლავების მოვლა-პატრონობა;
ქ) შეიმუშავოს წინადადებები მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;
ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ყ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება;
შ) გამართოს თათბირები, სემინარები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე;
ჩ) თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ც) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
2. სამსახური „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ატარებს სოციალური მუშაობის განხორციელებასა და კოორდინაციას, რაც გულისხმობს:
ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;
ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;
ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.
3. სამსახურის ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,
ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბენეფიციართა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;
ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელებას;
დ) მერიის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“
|