სს „ენერგოკავშირის“ მეორე მოწვევის მორიგი საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

ს/ს „ენერგოკავშირის“ მეორე მოწვევის მორიგი საერთო კრების შესახებ

 

ს/ს „ენერგოკავშირი“ იწვევს საზოგადოების აქციონერებს მეორე მოწვევის მორიგ საერთო კრებაზე 2021 წლის 30 ივნისს, ოთხშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე ქ. თბილისი მუხიანის დას. I მ/რ; მე-5 კორპ.

 

დღის წესრიგი:

1. 2020 წლის წლიური ანგარიში;

2. 2020 წლის დირექტორის ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

3. 2020 წლის სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

4. აუდიტორის არჩევა.

დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ ს/ს „ენერგოკავშირის“ ოფისში.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსგან, როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება მმართველო ორგანოში 2021 წლის 20 ივნისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან, ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს „კავკასრეესტრში” 2021 წლის 2 ივნისის 18 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ ს/ს „კავკასრეესტრში“ მის:  ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, თბილისი 0186, ტელ: 2 500-211

 

სს „ენერგოკავშირის“

გენერალური დირექტორი                                                                        ვაჟა მაისურაძე