სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ“ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2021
ძალაში შესვლა 08.06.2021
ძალის დაკარგვა 09.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.022821
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტი, დემონტაჟი, განახლება და მონტაჟი |
| 3 | ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ინსტალირება, ექსპლუატაციაში გაშვება |
| 4 | გადამცემი ხაზის და მართვის სისტემის მოწყობილობების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება |
| 5 | გადამცემი ხაზის და მართვის სისტემის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება |
| 6 | მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურება |
| 7 | სასისტემო ავტომატიკისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება |
| 8 | იურიდიული, საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურების შესყიდვა არარეზიდენტ მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში |
| 11 | აღრიცხვის მოწყობილობების და მზომი ხელსაწყოების დამოწმება-კალიბრირება-შეკეთება |
| 12 | სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები |
| 13 | ენერგოობიექტების პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლიცენზიები |
| 14 | ლაბორატორიისათვის საჭირო: საზომი ხელსაწყოები და მათი ნაწილები, დანადგარები, ქიმიური რეაგენტები, სახარჯი და სხვა ლაბორატორიული მასალები |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| № | საქონლის დასახელება |
| N | მომსახურების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ“ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №265
2021 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ“ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ“ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადად განისაზღვროს გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) წელი.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ“ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ“ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ“ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია:
ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
ბ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
გ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.
3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესყიდვების განხორციელებისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარულების საფუძველზე.
4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი − სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“(ს/კ:204995176);
ბ) შესყიდვა − შემსყიდველის სახსრებით, ამ წესის დანართ №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა (დანართები ცალ-ცალკე განსაზღვრავენ იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს, რომელთა შესყიდვის უფლებამოსილება აქვს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად);
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება − შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);
ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა − ამ წესის დანართებით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი „ტენდერი“);
ვ) მონაწილეობის საკომისიო − ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული საკომისიო, რომელიც გადაიხდება შემსყიდველის ანგარიშზე;
ზ) პრეტენდენტი − პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო;
თ) მიმწოდებელი − პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებულ იქნა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
ი) წინადადების ფასის კლების ბიჯი − შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში − ბიჯი);
კ) წინადადება − ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია − პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;
მ) ელექტრონული ვაჭრობა − „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ნ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები − შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციით დადგენილი, პრეტენდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან და სასამართლოდან წარსადგენი დოკუმენტები. ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, თუ ღირებულება ნაკლებია ან ტოლია 200 000 ლარისა (დღგ-ის გარეშე), სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოითხოვება. მოთხოვნა შეიძლება, განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა − შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით;
ო) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია − წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში − გარანტია);
პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით − შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა − შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია − შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი;
ს) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება − ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში;
ტ) მრავალწლიანი შესყიდვა − შესყიდვა, რომელიც გრძელდება 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეზე მეტი ვადით;
უ) კომისია − შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას;
ე) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამასთან, ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1. შემსყიდველი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად.
2. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის გეგმაში.
3. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში, თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, ხოლო მიწოდება ან/და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში.
4. მრავალწლიანი შესყიდვების განხორციელების საკითხს შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე ითანხმებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით.
2. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შემსყიდველის მიერ შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს:
ა) კომპანიის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ამ წესით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის მიზანშეწონილობის შემთხვევაში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის ობიექტის კონკრეტული სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ის გარეშე), საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის თაობაზე, შესაბამისი შესყიდვის განხორციელებამდე, წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის აქციების მმართველ პირთან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, თუ:
ა) მატერიალური აქტივი მისი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის მიზნით გადაეცა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და მისი ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია სათანადო შესყიდვ(ებ)ის განხორციელება;
ბ) განხორციელდა თავდაპირველი მიმწოდებლის ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორის რეორგანიზაცია/შერწყმა/რებრენდინგი, რაც უნდა დასტურდებოდეს კომპანიის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით;
გ) თავდაპირველი მიმწოდებელი ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი, შიდა საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, შემსყიდველს სთავაზობს იმავე სასაქონლო ნიშნის საქონელს თავდაპირველი წარმოშობის ქვეყნის ცვლილებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელი უნდა იყოს შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან (მათ შორის, მისი უფლებამონაცვლე სუბიექტისაგან), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას.
მუხლი 6🔗. კომისია
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი, დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 7🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო მრავალწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში − ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 8🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში − დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე;
ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
ი) ბიჯის ოდენობა.
4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა.
7. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, განცხადება და დოკუმენტაცია შესაძლებელია, განთავსდეს დამატებით ინგლისურ ენაზეც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, დღგ-ის გარეშე, მათი ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
მუხლი 9🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;
ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი, დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 10🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიასა და მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 11🔗. ტექნიკური და სარეგისტრაციო/უფლებრივი მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.
4. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).
5. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:
ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში, შესყიდვის ობიექტის აღწერისას, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: „მსგავსი“, „ეკვივალენტური,“ „ანალოგი“ და სხვა;
ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
მუხლი 12🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ატვირთული მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გარანტიის შესაბამისობას შემსყიდველის განცხადებასა და დოკუმენტაციასთან, ხოლო პრეტენდენტი, თავის მხრივ, ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ, შემსყიდველის განცხადებასა და დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას ან მის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და გარანტია შეესაბამება შემსყიდველის განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 13🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება შემსყიდველის განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
ე) თუ ის, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;
ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
თ) თუ ის არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.
მუხლი 14🔗. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წარდგენილი გარანტია და მონაწილეობის საკომისიო
1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს გარანტია ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. გარანტია შესაძლებელია, გაცემულ იქნეს როგორც საბანკო, ისე სადაზღვევო დაწესებულების მიერ.
2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.
3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.
4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;
დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე.
5. მონაწილეობის საკომისიოს ოდენობა შეადგენს 300 ლარს.
6. მონაწილეობის საკომისიო უკან დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველმა, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის თაობაზე.
მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება. სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულება.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.
4. გარანტირების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა:
ა) თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება, ასეთ შემთხვევაში, გარანტირების მექანიზმის გამოყენება აუცილებელია არანაკლებ წინასწარ გადასახდელი თანხის სრული ოდენობით;
ბ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შედეგად დასადები ხელშეკრულების ფარგლებში;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს.
5. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია, გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
6. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.
7. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.
დანართი №1
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ:204995176) საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული და ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი
№
საქონლის დასახელება
1
ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობები (მათ შორის, ძალოვანი, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები, ამომრთველები, გამთიშველები და სხვა) და მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები
2
ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობა და მისი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები
3
ქვესადგურებში სარელეო დაცვის, უჯრედის მართვისა და სასისტემო ავტომატიკის მოწყობილობა და მისი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები
4
ელექტრომრიცხველი და მისი დამონტაჟებისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები
5
რკინისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები ჯამური ღირებულებით თითოეულ შესყიდვის ობიექტზე არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა
6
იზოლირებული და არაიზოლირებული კაბელი, სადენი, გვარლი
7
მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის მასალა-მოწყობილობები
8
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და მისი სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები
9
მზომი ხელსაწყოები და მისი სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები
10
სამშენებლო მასალები ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე რკინისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების გასამყარებლად, წლიური ჯამური ღიებულებით - არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა, მათ შორის, მაგრამ არაშემოფარგლული შემდეგით:
ა) ხრეში;
ბ) ქვიშა;
გ) ღორღი;
დ) ბალასტი;
ე) ცემენტი;
ვ) ბეტონი;
ზ) არმატურა.
11
ქვესადგურის მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები (მათ შორის, სადენები და კაბელები).
12
ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკა (ამწე, ამწე კალათა, ამწე კოშკურა, ამწე მანიპულატორი, ბრიგადის მანქანა, თვითმცლელი, ავტომანქანა ტექნიკური პერსონალის გადასაყვანად, უნაგირა საწევარი, ტრაქტორი, საწვავმზიდი, სავახტო ავტობუსი, სატვირთო მანქანა, მოძრავი ელ. ლაბორატორია, ავტოდამტვირთველი), მისი ნაწილები და ტექ. მომსახურება ჯამური ღირებულებით თითოეულ შესყიდვის ობიექტზე არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა
13
ენერგოობიექტების პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლიცენზიები
14
ლაბორატორიისათვის საჭირო: საზომი ხელსაწყოები და მათი ნაწილები, დანადგარები, ქიმიური რეაგენტები, სახარჯი და სხვა ლაბორატორიული მასალები
დანართი №2
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული და ამ წესის შესაბამისად შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი
N
მომსახურების დასახელება
1
ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტი, დემონტაჟი, განახლება და მონტაჟი
2
ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტის, დემონტაჟის, განახლებისა და მონტაჟის მიზნით დეფექტური აქტებისა და პროექტების მომზადება
3
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ინსტალირება, ექსპლუატაციაში გაშვება
4
გადამცემი ხაზის და მართვის სისტემის მოწყობილობების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება
5
გადამცემი ხაზის და მართვის სისტემის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება
6
მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურება
7
სასისტემო ავტომატიკისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება
8
იურიდიული, საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურების შესყიდვა არარეზიდენტ მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში
9
ტვირთების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული სატერმინალო (სატრანსპორტო საშუალების ან/და ტვირთის დგომა, დაცლა-დატვირთვა, საწყობში საქონლის დროებითი შენახვა) და საბროკერო (მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციების მომზადება) მომსახურება
10
ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობების, ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობის, რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და მათი სათადარიგო ნაწილების, ასევე ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკის და მათი ნაწილების, ასევე, აღრიცხვის მოწყობილობებისა და მზომი ხელსაწყოების გადაზიდვის მომსახურება
11
აღრიცხვის მოწყობილობების და მზომი ხელსაწყოების დამოწმება-კალიბრირება-შეკეთება
12
სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები