ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2021
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016431
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 890 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.11.2017 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.09.2019 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.12.2017 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.06.2022 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15  2021 წლის 7 ივნისი დაბა ხარაგაული        ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო  შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის   სამსახურის  დებულება   თანდართული  რედაქციით  (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე                                                                                                                               დანართი N1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებანი 1. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის (შემგომში – სამსახური) დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით.  2. სამსახური საქმიანობას წარმართვას მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო შესყიდვების დადგენილი წესით განხორციელებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 5. სახელმწიფო შესყიდვებისა  და მატერიალურ-ტექნიკური    უზრუნველყოფის   სამსახურის  მისამართია: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა N15. მუხლი 2🔗 სამსახურის სტრუქტურა სამსახურის შემადგენლობაში შედის: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) მე-III რანგის უფროსი სპეციალისტები; გ) მე-IV რანგის უმცროსი სპეციალისტი. მუხლი 3🔗 სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული, მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებული, წლიური მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ გეგმაში, საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას; ბ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და ხელშეკრულებების პროექტების  მომზადებას; გ) შერჩეული საშუალების შესაბამისად კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენას, შესყიდვის პროცედურების მომზადებას, სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებას და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაციას, აღრიცხვა-შენახვას  და ხელშეკრულებების მიმდინარე სტატუსის კონტროლს; ე) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეთანხმების აქტის ან/და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშგებას; ზ) შესაბამის სფეროში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაცემი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი  სამართლებრივი აქტის პროექტების  მომზადებას; თ) სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში შემოსული საჩივრის განხილვის ორგანიზებას და საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში  სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან  დაკავშირებული  დავების  განხილვის  საბჭოში  წარდგენილი საჩივრების  განხილვის სხდომებზე დასწრებასა და მონაწილეობის მიღებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად; კ) კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას; ლ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებთან, დაწესებულებებთან,    ორგანიზაციებთან; მ) კანონმდებლობის შესაბამისად გამართული  შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტის  პროექტების მომზადებას. ნ) სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას; ო) სატენდერო/საკონკურსო კომისიის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების წარმოებას; პ) ტენდერის/კონკურსის შესახებ განცხადებებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას; ჟ) სატენდერო კომისიის წევრებისათვის კონსულტაციების გაწევას, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; რ) შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას; ს) სამსახუ რ ის კომპეტ ენციის ფ არ გლ  ებში  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ტ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, ასევე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორგანოების  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. უ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირების და სხვა  საჯარო მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ფ) უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში შესაბამისი დეფექტური აქტების, მიღება-ჩაბარების აქტების და განაწილების უწყისების შედგენას. მუხლი 4🔗 სამსახურის უფროსი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სახელმწიფო შესყიდვებისა და მატრეიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უროსი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ვ) უზრუნველყოფს და აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ი) ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში; კ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს. მუხლი 5🔗 სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ მათ მოვალეობაში შემავალი უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას, ხოლო მათი  სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში დაუყონებლივ ჩააბარონ მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკა და  ქონება.