„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №134 |
|
2021 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 3717 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესი ვრცელდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ამავე საქმიანობის (საზოგადოებრივი კვების საქმიანობის) ნაწილში ჩამოწერას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ (გარდა აქციზური საქონლისა).“. 2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ წესის მიზნებისათვის საზოგადოებრივი კვების ობიექტი არის რესტორანი, კაფე, ბარი, სწრაფი კვების ობიექტი, სასადილო, საკონდიტრო, საცხობი ან სხვა ობიექტი, რომლებიც ახორციელებენ საკვების დამზადებას და რეალიზაციას როგორც ადგილზე (მათ შორის, ე.წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ისე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, მიტანის (ე.წ. „დელივერი“ სერვისი) გზით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|