აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2021
გამომცემი ორგანო ფიზიკური პირი/იურდიული პირი
ნომერი №2-846
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016678
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| ფიზიკური პირი/იურდიული პირი | განმცხადებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები |
| სახეობა (სახეობები) | შემოსაყვანი უცხო სახეობები, მათი მახასიათებლები და როლი აკვაკულტურაში; ორგანიზმის სამეცნიერო სახელწოდება (ქართულად და ლათინურად) |
| მიზანი | შემოთავაზებული მოშენების მიზნები და გონივრული დასაბუთება, მათ შორის, დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეიძლება ასეთი მიზნის შესრულება ადგილობრივი სახეობების გამოყენების გზით |
| სახეობის წარმომავლობა | სახეოებების აღწერილობა, ინფორმაცია სახეობის გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ, მისი ზრდის, სიცოცხლის ხანგრძლივობის და ასაკოვნობის თაობაზე |
| ბიოლოგია | რეპროდუქცია, მიგრაციული ქცევები, სახეობის საკვები სიცოცხლის ყველა ეტაპზე, ზრდის მოცულობა და სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა, ქცევითი მახასიათებლები (სოციალური, ტერიტორიული, აგრესიულობა) |
| ადრინდელი ინტროდუქცია | წინა ინტროდუქციის ისტორიული მონაცემები და მის შედაგად დამდგარი ეფექტები მიმღებ გარემოს ეკოლოგიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
| გადარჩენა და რეპროდუქცია | ბუნებრივ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში გადარჩენის და რეპროდუქციის პოტენციალი |
| ჰაბიტატებზე გავლენა | უცხო სახეობების გავლენა ჰაბიტატებზე, ჰაბიტატებში არსებულ სახეობებზე, ჰაბიტატის წყლის ხარისხზე პოტენციური გავლენა ბუნებრივ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში |
| შემზღუდავი ბარიერები | ბუნებრივი ან/და ხელოვნური ბარიერები, რომლებიც გამიზნულია თავიდან აიცილოს სახეოებების გაღწევა სხვა წყლებში |
| აკვაკულტურის კონტრუქციიდან გაღწევის თავიდან აცილების გეგმა | ორგანიზმების და არამიზნობრივი სახეობების შემთხვევითი გაღწევის თავიდან აცილების ღონისძიებები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის
დამტკიცების შესახებ აკვაკულტურის შესახებ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-846
2021 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესი და პირობები, დანართებთან ერთად“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესი და პირობები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
სახეობის შემოყვანის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს აკვაკულტურის საქმიანობაში გამოსაყენებლად უცხო სახეობის შემოყვანის პროცედურებს ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი ჰაბიტატების, ეკოსისტემისა და ეკოსისტემის სერვისების დაცვის, უცხო სახეობის შემოყვანისას ადგილობრივ ჰაბიტატებში არსებულ სახეობებზე უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კარანტინი – პროცესი, როდესაც ჰიდრობიონტები გარემო პირობებისგან სრულ იზოლაციაში არიან;
ბ) ადგილობრივთან გათანაბრებული სახეობა – ჰიდრობიონტების, რომელთა მოშენება ან/და აკლიმატიზაცია წარმოებს ან წარმოებდა საქართველოს შიგა წყლებში ან/და მთელი შავი ზღვის მასშტაბით, მაგრამ ვერ მკვიდრდებიან ადგილობრივ გარემო პირობებში, ამასთან, უკვე არსებული შეფასებებით არ არიან ბიოლოგიურად აგრესიულები (ინვაზიურები);
გ) დეკორატიული მნიშვნელობის სახეობები (ჰიდრობიონტები) – ჰიდრობიონტები რომელთა გამოყვანა და გამრავლება წარმოებს დეკორატიული მიზნებისათვის აკვარიუმებში.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. თანხმობის გაცემის წესი
1. უცხო სახეობის შემოყვანა ხდება სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) თანხმობით (შემდგომში – თანხმობა), აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს (შემდგომ – საბჭო) დასკვნის საფუძველზე.
2. უცხო სახეობის შემოყვანაზე განაცხადი (დანართი №1) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, განაცხადს უნდა დაერთოს ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ინფორმაცია და ამ წესით განსაზღვრული საგანგებო ღონისძიებათა გეგმა და საკარანტინო ღონისძიებების გეგმა.
3. სააგენტო, დასკვნის მიღების მიზნით, განაცხადს განსახილველად უგზავნის საბჭოს.
4. განაცხადსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას საბჭო განიხილავს და სააგენტოს შესაბამის დასკვნას წარუდგენს არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა.
5. საბჭოს დასკვნის საფუძველზე სააგენტო გასცემს თანხმობას უცხო სახეობის შემოყვანაზე ან უარს ამბობს თანხმობის გაცემაზე.
6. თუ თანხმობის გაცემის შემდეგ აკვაკულტურის საქმიანობამ გამოიწვია არსებულ სახეობებზე, ეკოსისტემასა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, სააგენტო უფლებამოსილია, ძალადაკარგულად გამოაცხადოს უცხო სახეობის შემოყვანზე გაცემული თანხმობა.
7. საბჭო ვალდებულია თავის დასკვნაში აღნიშნოს საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ განაცხადში რამდენად საკმარისადაა წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასებისთვის. საბჭო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
8. განაცხადით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს და თანხმობა გაიცეს ერთჯერადად ან არაუმეტეს შვიდი წლის განმავლობაში უცხო სახეობის შემოყვანაზე.
9. აკვაკულტურის სუბიექტმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ უცხო სახეობის შემოყვანით და გადაზიდვით ზიანი არ მიადგეს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის, სახეობებს, ჰაბიტატებსა და ეკოსისტემის ფუნქციონირებას და აღნიშნულის შესასრულებლად დაგეგმილი ქმედებების შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოს განაცხადში.
მუხლი 4🔗. საგანგებო ღონისძიებათა გეგმა
უცხო სახეობის შემოყვანისა, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საგანგებო ღონისძიებათა გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს გაუთვალისწინებელ მოვლენათა დადგომისას შემოყვანილი უცხო სახეობის აკვაკულტურის კონსტრუქციებიდან ბუნებრივ გარემოში მოხვედრის რისკების შემცირებასა და გარემოზე ან/და ადგილობრივ ჰაბიტატებზე ზიანის მიყენების პრევენციას.
მუხლი 5🔗. საკარანტინო ღონისძებების გეგმა
განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საკარანტინო ღონისძიებების გეგმა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს უცხო სახეობების, დაავადებების გავრცელების და მათი გარემოში მოხვედრისაგან დაცვას, მოხმარებული წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების დაცვას და აკვაკულტურის კონსტრუქციის სრულად იზოლირებას ბუნებრივი გარემოსგან.
მუხლი 6🔗. მონიტორინგი
1. თანხმობის გაცემის შემდეგ აკვაკულტურის სუბიექტმა უცხო სახეობის გამოყენების პროცესში უნდა აწარმოოს მონიტორინგი შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, რომლითაც უნდა დადგინდეს, უცხო სახეობის შემოყვანის გამო საფრთხე ექმნება თუ არა ადგილობრივ სახეობებსა და ეკოსისტემას.
2. მონიტორინგის მიზანია ასევე, შესწავლილი იქნას სახეობების იზოლირების მდგომარეობა და იზოლირების დარღვევის შემთხვევები.
3. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია, მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული აქტივობების/საქმიანობის შესრულების ანგარიში თანხმობის გაცემიდან ყოველწლიურად, 30 იანვრამდე, წარუდგინოს სააგენტოს.
მუხლი 7🔗. სახეობათა ნუსხა
1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება საქართველოს წყლებში მობინადრე ადგილობრივი და ადგილობრივთან გათანაბრებული წყლის ორგანიზმების სახეობათა ნუსხა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა ხორციელდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების გარეშე.
2. დეკორატიული მნიშვნელობის უცხო სახეობის შემოყვანა ხდება გამარტივებული წესით, ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, სააგენტოს თანხმობით.
მუხლი 8🔗. უცხო სახეობათა რეესტრი
1. უცხო სახეობათა შემოყვანის შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო.
2. რეესტრის მონაცემები საჯაროა.
დანართი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის წყლის ორგანიზმის შემოყვანის მიზნით თანხმობის მისაღებად
განაცხადის წარმდგენი (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
მისამართი
_____________________________________________________________________________________
საწარმოს ადგილმდებარეობა
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
ტელ. ______________ ფაქსი ______________ ელფოსტის მისამარათი: ____________________
გთხოვთ მომცეთ უცხო სახეობის (დასახელება) _______________________________________
_____________________________________________________________________________________
შემოყვანის უფლება, აკვაკულტურაში გამოყენების მიზნით.
განაცხადს თან ერთვის:
1. განსახორციელებელი საქმიანობის დეტალური აღწერა
2. უცხო სახეობის შემოყვანის თანხმობის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
განმცხადებელი
__________________________________________________________
(თანამდებობა, გვარი, სახელი)
__________________________________________________________
(ხელმოწერა)
„ ______ “ „ ________________ “ 20 წ. ბ.ა.
დანართი №2
აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის თანხმობის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
ფიზიკური პირი/იურდიული პირი
განმცხადებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები
სახეობა (სახეობები)
შემოსაყვანი უცხო სახეობები, მათი მახასიათებლები და როლი აკვაკულტურაში; ორგანიზმის სამეცნიერო სახელწოდება (ქართულად და ლათინურად)
მიზანი
შემოთავაზებული მოშენების მიზნები და გონივრული დასაბუთება, მათ შორის, დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეიძლება ასეთი მიზნის შესრულება ადგილობრივი სახეობების გამოყენების გზით
სახეობის წარმომავლობა
სახეოებების აღწერილობა, ინფორმაცია სახეობის გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ, მისი ზრდის, სიცოცხლის ხანგრძლივობის და ასაკოვნობის თაობაზე
ბიოლოგია
რეპროდუქცია, მიგრაციული ქცევები, სახეობის საკვები სიცოცხლის ყველა ეტაპზე, ზრდის მოცულობა და სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა, ქცევითი მახასიათებლები (სოციალური, ტერიტორიული, აგრესიულობა)
ადრინდელი ინტროდუქცია
წინა ინტროდუქციის ისტორიული მონაცემები და მის შედაგად დამდგარი ეფექტები მიმღებ გარემოს ეკოლოგიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
გადარჩენა და რეპროდუქცია
ბუნებრივ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში გადარჩენის და რეპროდუქციის პოტენციალი
ჰაბიტატებზე გავლენა
უცხო სახეობების გავლენა ჰაბიტატებზე, ჰაბიტატებში არსებულ სახეობებზე, ჰაბიტატის წყლის ხარისხზე პოტენციური გავლენა ბუნებრივ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში
ადგილობრივ სახეობებზე გავლენა
ბუნებრივ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში უცხო სახეობების გავლენა ადგილობრივ სახეობებზე, მათ შორის, ინფორმაცია ინტროდუქტირებული სახეობების საკვებ რესურსებზე გავლენის შესახებ, რომელსაც მოიხმარენ ადგილობრივი სახეობები
გავლენა გენეტიკაზე
ბუნებრივ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში ჰიბრიდიზაცია უცხო სახეობების ადგილობრივ სახეობებთან, შემოთავაზებული ინტროდუქციის შედეგად ადგილობრივი სახეობის გადაშენება, ადგილობრივი სახეობების რეპროდუქციაზე გავლენა
ჰაბიტატი
პოტენციურად მიმღები გარემოს ჰაბიტატი და უცხო სახეობის ბუნებრივ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში ამტანობა აღნიშნულ გარემოსთან მიმართებით, სახეობის ამტანობა (წყლის ხარისხთან, ტემპერატურასთან, ჟანგბადთან და მარილიანობასთან მიმართებაში) მისი ცხოვრების ციკლის ყველა ეტაპზე;
შემზღუდავი ბარიერები
ბუნებრივი ან/და ხელოვნური ბარიერები, რომლებიც გამიზნულია თავიდან აიცილოს სახეოებების გაღწევა სხვა წყლებში
მონიტორინგისა და საგანგებო გეგმები
ბუნებრივ გარემოში უცხო სახეობის მოხვედრის შემთხვევაში მონიტორინგისა და საგანგებო გეგმები და შეფასებები, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად აღწერილი იქნება ინტროდუქციის შედეგად ჰაბიტატებზე და ადგილობრივ სახეობებზე ზეგავლენა
აკვაკულტურის კონტრუქციიდან გაღწევის თავიდან აცილების გეგმა
ორგანიზმების და არამიზნობრივი სახეობების შემთხვევითი გაღწევის თავიდან აცილების ღონისძიებები
თანხმობის ვადის მოთხოვნა