„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016895
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №39

2021 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016834) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24- მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 25- მუხლის შემდგომ დაემატოს 25მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 251ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დაგეგმვის განყოფილების სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია  პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები);

ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები);

გ) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები).

2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

3. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა.

4. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა.

5. ინგლისური ენის ცოდნა –  C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა –  B1 დონე.

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე