„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 29.12.2000
ძალის დაკარგვა 17.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №350
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.10.008.004.595
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 10/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,053 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2000 მიღება
17.06.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 45.0pt 28.4pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 220.020.000.10.008.004.595                              საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №350 2000 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოში კომერციული ბანკების აქტივების ხარისხის გაუარესების შედეგად შესაძლო რისკის შეფასების მიზნით და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი“. 2. საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა თავიანთი აქტივების კლასიფიკაცია, ღირებულების შეფასება და რისკის მიხედვით შესაძლო დანაკარგების გასანეიტრალებლად რეზერვების შექმნა განახორციელონ 2001 წლის 10 აპრილამდე „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესით“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2001 წლის 15 იანვრიდან. 4. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ უზრუნველყოს კომერციული ბანკების მიერ აღნიშნული წესის მოთხოვნების შესრულების კონტროლი. ი. მანაგაძე კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული უნდა იყოს ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაცია, მათ შორის, აქტივების ხარისხთან დაკავშირებით. 2. ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად დროული ზომების მიუღებლობა იმის გამო, რომ მენეჯმენტმა არ იცოდა პრობლემები ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაციის არარსებობის მიზეზით, ჩაითვლება საბანკო საქმიანობის არაჯანსაღ და არაუსაფრთხო გზად, რაც გამოიწვევს ბანკის მიმართ საზედამხედველო ღონისძიებების გატარებას. 3. ამ ინფორმაციის ძირითადი კომპონენტია ბანკის მიერ თავისი აქტივების კლასიფიკაცია რისკის გათვალისწინებით და მათი შესაძლო დანაკარგების დასაფარავად ადეკვატური რეზერვის შექმნა. 4. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აქტივების კლასიფიკაციის განსახორციელებლად და მოსალოდნელი დანაკარგების დაფარვის მიზნით ადეკვატური რეზერვის შესაქმნელად, თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია საკრედიტო რისკის მართვის მიზნით, ჩამოაყალიბოს და იქონიოს წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები. 5. ამ წესის მიზანია კომერციულმა ბანკებმა თავიანთი აქტივების კლასიფიკაციისა და რეზერვებთან დაკავშირებული ვალდებულებებისათვის უზრუნველყონ შიდა პროცედურებისა და საანგარიშგებო მოთხოვნების ჩამოყალიბება და შესრულება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბანკის რეალური ფინანსური მდგომარეობის დადგენას  და მის გათვითცნობიერებას ბანკის მეანაბრეების, მენეჯმენტის, აქციონერების, პოტენციური ინვესტორების, ეროვნული ბანკისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. 6. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს პასუხისმგებლობა ეკისრება, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“ 59-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების თანახმად, ზედამხედველობა და რეგულირება გაუწიოს ყველა კომერციულ ბანკს ამ წესის შესასრულებლად. 7. ამ წესის მოთხოვნების შესრულების მიზნით კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ საჭირო ღონისძიებები და ფუნქციები. 8. თითოეული კომერციული ბანკი ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშებს, სადაც მოცემული იქნება ამ წესით გათვალისწინებული აქტივების კლასიფიკაცია და თითოეულისათვის შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვები. 9. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიმართ  გამოიყენებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციებს.     მუხლი 2🔗. კომერციული ბანკების ვალდებულება 1. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან: ა) განახორციელონ აქტივების კლასიფიკაცია და შექმნან შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვები იმ თავიანთი წერილობითი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად, რომლებიც დამტკიცებულია მათი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და რომლებიც დაცული უნდა იყოს კრედიტების მართვის დოკუმენტებში. იგი მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის და სესხის სახეობის მიხედვით უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: - განცხადება სესხის მიღების თაობაზე; - მსესხებლის საფინანსო ანგარიშგება (საბალანსო, მოგება-ზარალისა და ფულის მიმოქცევის უწყისები); - ბიზნეს-გეგმა; - გირავნობის შესახებ იურიდიული დოკუმენტაცია; - საკრედიტო ხელშეკრულება, სესხის გაცემის თაობაზე დასკვნა და გადაწყვეტილება; - ინფორმაცია სესხის მონიტორინგის თაობაზე და ა.შ; ბ) კლასიფიკაციას დაუქვემდებარონ ნებისმიერი ვალუტით ფორმირებული და საბალანსო უწყისებზე არსებული ყველა აქტივი, ასევე საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების მიხედვით გათვალისწინებული ყველა გარესაბალანსო მუხლები; გ) აქტივების კლასიფიკაცია განსაზღვრონ მას შემდეგ, რაც მხედველობაში მიიღება ყველა გარემოება და შესაძლებლობა, რომლებიც ზედმიწევნით ანალიზის საფუძველზე ზეგავლენას მოახდენენ აქტივების ხარისხზე; დ) დანაკარგების რეზერვის ანგარიშები შექმნან ნებისმიერი ვალუტით ფორმირებული აქტივების დასაფარავად; ე) დანაკარგების რეზერვი შექმნან საქართველოს ეროვნული ვალუტით; ვ) აქტივების დანაკარგების  რეზერვის  ანგარიშზე დარეზერვება მოახდინონ იმ თანხით, რომელიც დაფარავს შესაძლო დანაკარგებს; ზ) შექმნილი რეზერვები და მათი ნებისმიერი შემდგომი ზრდა გაატარონ ბანკის ხარჯებში მუხლით „ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით“, რომელიც ნაჩვენები იქნება მის ბალანსზე მუხლით „აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები“; თ) აქტივების რისკის კლასიფიკაციის მიხედვით საჭირო რეზერვების შექმნა აწარმოონ სააღრიცხვო პერიოდში მიღებული შემოსავლების მიუხედავად. ამასთან, აქტივების კლასიფიკაციის წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები შეუთანხმონ ეროვნულ ბანკს; ი) შეიმუშაონ წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც აღწერს, რის საფუძველზე ხდება ამოუღებელი აქტივის ჩათვლა „უიმედოდ“ და მათი ჩამოწერა საბალანსო უწყისიდან; კ) „უიმედოდ“ კლასიფიცირებული აქტივი ჩამოწერონ ბანკის აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვიდან. 2. ეროვნული ბანკის მიერ ნებისმიერი აქტივის კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასა და მაკლასიფიცირებელი ბანკის გადაწყვეტილებას შორის განსხვავებები შესაძლოა იქცეს მათ შორის განხილვის საგნად, მაგრამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საბოლოოა ყველა მიზნისათვის. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერი აქტივის  კლასიფიკაციაში ცვლილება და მასთან ერთად შესაძლო დანაკარგების რეზერვის დამატებით შექმნა, თუ ეროვნული ბანკის აზრით, ეს გამართლებულია ისეთი ფაქტებითა და გარემოებებით, როგორიცაა: ა) ბანკის საკრედიტო პორტფელის საერთო მდგომარეობის გაუარესება; ბ) ცვლილება ბანკის სესხის გაცემის პროცედურებში ან რისკის მართვის ადეკვატური პოლიტიკის უქონლობა; გ) ბანკის ფაქტობრივი დანაკარგები ისეთი სახის სესხებზე, როგორიცაა: კონკრეტული სექტორისათვის, დარგების ან რეგიონებისათვის გაცემული სესხები; დ) ბანკის მენეჯმენტის უმოქმედობა (არასაკმარისი ქმედება) ამოიღოს პრობლემური სესხები; ე) სესხების კონცენტრირება ეკონომიკის სექტორებში, დარგებსა და რეგიონებში; ვ) უარყოფითი ტენდენციები ეკონომიკის იმ სექტორებში, დარგებსა და რეგიონებში, სადაც ბანკს აქტივების დიდი კონცენტრაცია აქვს; ზ) სხვა გარემოებები მოვალის ან თვით ბანკის ფინანსურ მდგომარეობასთან  დაკავშირებით, რომლებიც გამოვლენილ იქნა ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად და ა.შ.     მუხლი 3🔗. წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განსაზღვრებანი ამ წესის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „სესხი“ – სესხის ხელშეკრულებით ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ეს ტერმინი მოიცავს აგრეთვე სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, ასევე სესხის და კრედიტის პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემას, ამ ბანკის იურიდიულ ვალდებულებას გასცეს კრედიტი ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა: ოვერდრაფტი, აკრედიტივი, გარანტია, ანდა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება კონკრეტული პირობებით, ან ბანკის ნებისმიერ სხვა პირობით ვალდებულებას; ბ) „ვადაგადაცილებული სესხი“ – სესხი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან პროცენტის განვადებით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ მომხდარა 30-ზე მეტი კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებული თარიღის შემდეგ, რომელიც მოცემულია სესხთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციაში; გ) „მთლიანად უზრუნველყოფილი სესხი“ – სესხი, რომლის დროული და სრული გადახდის უზრუნველსაყოფად ბანკში განთავსებულია დეპოზიტები, ასევე ბანკის სასარგებლოდ გირაოთი ან იპოთეკით აქტივია დატვირთული, რომლის საბაზრო ღირებულება ტოლია ან აღემატება სესხის გადაუხდელ თანხას; დ) „ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხი“ – სესხი,  რომლის უზრუნველყოფაში მიღებული გირაოს ან იპოთეკის საბაზრო ღირებულება სესხის გადაუხდელ თანხაზე ნაკლებია; ე) „საბლანკო სესხი“ – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ანდა ღირებულების მიუხედავად იგი არ ყოფილა სწორად რეგისტრირებული; ვ) „რესტრუქტურიზებული სესხი“ – სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე მსესხებლის იურიდიული ან ფინანსური მდგომარეობის გამო, არსებობს შეთანხმება ბანკსა და მსესხებელს შორის. რესტრუქტურიზებული სესხებს მიეკუთვნება ყველა ის სესხი, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი შემდეგი ქვეპუნქტის მიხედვით: - საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმა; - ძირითადი თანხის ან პროცენტის შემცირება, რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი; - სესხის დაფარვის ვადის გაგრძელება; - ბანკის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება ან პრივილეგია, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა; ზ) „ნეგატიურად კლასიფიცირებული აქტივი“ – საყურადღებოა არასტანდარტულ, საეჭვო და უიმედო კატეგორიად კლასიფიცირებული აქტივი. თ) „გირაო“ – ნებისმიერი სახის მოძრავი ქონების და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც დაგირავებულია მსესხებლის მიერ სესხის გამცემი ბანკისათვის გირავნობის ხელშეკრულებით, ისე რომ ბანკი იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე; ი) „იპოთეკა“ – ნებისმიერი უძრავი ქონების გამოყენება (დატვირთვა) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც დატვირთულია მსესხებლის მიერ სესხის გამცემი ბანკისათვის იპოთეკის შესახებ რეგისტრირებული და იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებით, ისე რომ ბანკი იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ამ ქონების ხარჯზე; კ) „დარეზერვება“ – ამ წესიდან გამომდინარე, საერთო ან სპეციალური რეზერვების შექმნა ბანკის მიერ კლასიფიცირებულ აქტებთან დაკავშირებული მოსალოდნელი დანაკარგების დაფარვის მიზნით. ლ) „აქტივების შესაძლო დანაკარგები რეზერვი“ – ბანკის აქტივებისათვის შექმნილი რეზერვის ანგარიში, რომელიც წარმოადგენს სასესხო და არასასესხო აქტივების და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად გათვალისწინებულ თანხას. ეს რეზერვი მოიცავს როგორც სპეციალურ, ისე საერთო რეზერვებს; მ) „სპეციალური რეზერვი“ – რეზერვი, რომელიც შექმნილია რაიმე სპეციალური აქტივის შესაძლო დანაკარგების დასაფარავად, ბანკის ბალანსზე აქტივში ნაჩვენები ღირებულების შემცირების მიზნით. ეს რეზერვი პირდაპირ არის მიბმული ან შეესაბამება კონკრეტულ, განსაზღვრულ აქტივს; ნ) „საერთო რეზერვი“ – რეზერვი, რომელიც შექმნილია აქტივების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად, მათ დაუკონკრეტებლად; ო) „ფასიანი ქაღალდები“ – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნან ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები; პ) ბანკთაშორისი დეპოზიტი“ – კომერციული ბანკის მიერ სხვა მოკორესპონდენტო ბანკში სადეპოზიტო და საკორესპონდენტო ანგარიშზე გარკვეული ვადით და მოთხოვნამდე განთავსებული ფულადი სახსრები; ჟ) ”სხვა უძრავი ქონება“ -  უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია ბანკის მიერ მსესხებლისათვის ვადაში დაუფარავი დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით. ასევე ქონება, რომელიც წინათ ბანკის შენობებად გამოიყენებოდა; რ) „გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონება“ – ბანკის მიერ მსესხებლის დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად დასაკუთრებული გირაო სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარების (რომლებიც არ არის უძრავი ქონების განუყოფელი ნაწილი), ფასიანი ქაღალდების, სხვა სახის მოძრავი ქონებისა და ფინანსური აქტივების სახით; ს) „საბაზრო ღირებულება“ – თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე იდენტური საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას და საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს; ტ) „აღრიცხული აქტივი“: - სესხის შემთხვევაში გადაუხდელი ძირითადი თანხის ნაშთს დამატებული დარიცხული პროცენტი; - არასასესხო აქტივის შემთხვევაში მისი შეძენის მთლიანი ღირებულება.     მუხლი 4🔗. აქტივების კლასიფიკაციის სისტემა 1. აქტივების ნეგატიურად კლასიფიკაცია დამყარებულ უნდა იქნეს იმ ფაქტებზე და სისუსტეებზე, რომლებიც გამოწვეულია ან გამომდინარეობს ისეთი გარემოებებიდან, მოვლენებიდან ან მდგომარეობიდან, რომელთა ზედმიწევნით ჩატარებული ანალიზისა და განსჯის შემდეგ ნათელი ხდება, რომ აქტივის ღირებულება მცირდება. 2. კატეგორიების მიხედვით აქტივების კლასიფიკაციის განხორციელების დროს ბანკმა უნდა გამოიყენოს მათ გარშემო არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი მოსაზრებანი, რაც უნდა ეფუძნებოდეს თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და კომპონენტებს. 3. სესხის ნეგატიურად კლასიფიკაციის დროს ბანკმა ამ მსესეხებელს არ უნდა მისცეს დამატებითი სესხი როგორც მიმდინარე საკრედიტო ხაზის დაფინანსების, ასევე ახალი სესხის სახით, მათთან დაკავშირებული რისკებისა და მომავალი დანაკარგების შესაძლებლობის ზედმიწევნითი განხილვის გარეშე. ასეთი დამატებითი სესხის მიცემის შემთხვევაში, მას შეიძლება მიენიჭოს „სტანდარტული“ კატეგორია, თუ იგი მთლიანად დაცულია ლიკვიდური უზრუნველყოფით, მიუხედავად ამ მსესხებელზე სხვა სესხების ნეგატიურად კლასიფიცირებისა. 4. კომერციულმა ბანკმა ყოველთვიურად თვითონ უნდა მოახდინოს თავისი აქტივების კლასიფიკაცია ამ წესით დადგენილი კატეგორიების მიხედვით.     მუხლი 5🔗. სესხების კლასიფიკაციის კატეგორიები სესხების კლასიფიკაცია წარმოებს ხუთი კატეგორიის მიხედვით, მათ შორის: 1. სტანდარტული სესხები ა) სესხი კლასიფიცირდება „სტანდარტულად“, თუ მისი ძირითადი თანხის და პროცენტის მუდმივად გადახდა დროულად წარმოებს, ამასთან, მსესხებლის კაპიტალი და გადახდის უნარი სტაბილურია. ეს კლასიფიკაცია მისაღებია, როდესაც მსესხებელი ფინანსურად ძლიერია და აქვს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს უარყოფითი ზეგავლენა მოულოდნელი მოვლენებისაგან, ასრულებს მომგებიანობასთან დაკავშირებულ თავის მიზნებს და აქვს საკმარისი ნაღდი ფული, რათა დროულად დააკამაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორი, აღნიშნული აქტივიც; ბ) „სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისათვის მიღებული გირაო ან იპოთეკა გამოყენებული იქნება როგორც უსაფრთხოების დამატებითი კომპონენტი, თუმცა მაინც საჭიროა მისი სწორად რეგისტრაცია და დოკუმენტურად დადასტურება. გ) ბიზნესისათვის გაცემული სესხის შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილ ფინანსურ მახასიათებლებთან ერთად მსესხებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბიზნეს-გეგმა რეალურია და პრაქტიკულად განხორციელებადი, და რომ მისი ძირითადი პროდუქცია და მარკეტინგული სტრატეგია სტაბილურია და კონკურენტუნარიანი. დ) ”სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხი წარმოადგენს ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ ყველა კომერციულ ბანკს მაინც მოეთხოვება საერთო რეზერვის შექმნა თითოეული „სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 2%-ის ოდენობით. 2. საყურადღებო სესხები ა) სესხი კლასიფიცირდება „საყურადღებოდ“, თუ: - იგი ადეკვატურად არის დაცული, მაგრამ პოტენციურად სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ სესხის გაცემის დროს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდის უნარი სტაბილური ჩანდა, შემდეგში გამოჩნდა განსაზღვრული ნაკლოვანებები და ტენდენციები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გამოსწორდება, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი მსესხებლის მიმართ, გააგრძელოს სესხის დროული დაფარვა. ასეთი სესხი ქმნის გაუმართლებელ საკრედიტო რისკს, მაგრამ არა ისეთს, რომ მიენიჭოს კლასიფიკაცია „არასტანდარტული“, იმიტომ, რომ საკრედიტო რისკი მოცემულ მომენტში მცირეა. ასეთი ნაკლოვანებების მაგალითებია ისეთი სიტუაციები, როდესაც საკრედიტო დოკუმენტაცია (ან მათი ნაწილი) დაკარგულია, არასრული ან მოძველებულია; როდესაც ბანკს არ ძალუძს აქტივების შესაბამისად მართვა ან მსესხებელთან სათანადო ურთიერთობა, ან როდესაც მთლიანად უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გირაო ან იპოთეკა დოკუმენტურად არ არის სწორად გაფორმებული, გადაცემული ან რეგისტრირებული, ანდა როდესაც არსებობს ინფორმაცია გირაოს ან იპოთეკის საეჭვო მდგომარეობასთან ან მის მონიტორინგთან და კონტროლთან დაკავშირებით; - ბანკის განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად მსესხებელმა ვერ მოახერხა ფინანსური ანგარიშგებების მიწოდება, მათ შორის, საბალანსო უწყისის ან მოგება-ზარალის უწყისის, ან სამუშაო ან ბიზნეს-გეგმის, რაზეც არსებობდა შეთანხმება; - მოსალოდნელია ისეთი მოვლენები მსესხებლის საქმიანობაში ან წარმოებაში, ან ისეთი მიმართულებები ბაზარზე, რომელთა გამოც შესაძლოა, რომ მსესხებლის მომავალი მოგება ან ბიზნესი გახდეს არასტაბილური, ანდა აღმოჩნდეს მნიშვნელოვნად გაუარესებული; - გირაოსთან ან იპოთეკასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ არის სწორად გაფორმებული, ან როდესაც გირაო ან იპოთეკა არ არის სწორად რეგისტრირებული, და ამ ორიდან რომელიმე სიტუაციას თან ერთვის გადახდის პირველადი წყაროს საშუალებით ამ ვალის სათანადო დაფარვის დაქვეითებული უნარი; - სესხის ვადაგადაცილებული პროცენტი დაუფარავია და დამატებულია ძირითად თანხაზე; - ნებისმიერი შეთანხმებული გადახდა ვადაგადაცილებულია 30 დღეზე ნაკლები პერიოდით. თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი; ბ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „საყურადღებოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 10% -ის ოდენობით. 3. არასტანდარტული სესხები ა) სესხი კლასიფიცირდება „არასტანდარტულად“, თუ: - იგი არაადეკვატურად არის დაცული მსესხებლის კაპიტალითა და გადახდის უნარით, ანდა გირაოს ან იპოთეკის ღირებულებით. „არასტანდარტულად“ კლასიფიცირებულ სესხს გააჩნია ისეთი სისუსტეები ან პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დავალიანების დაფარვას ან საეჭვოს ხდის მთლიან გადახდას; - სესხის გადახდის ძირითადი წყაროები, მათ შორის, კაპიტალი და მოგება, არ არის საკმარისი ვალის გადასახდელად. ამიტომაც ბანკმა უნდა გამოიყენოს გადახდის სხვა წყაროები, როგორიცაა: გირაოს ან იპოთეკის გაყიდვა, მსესხებლის სხვა აქტივების გაყიდვა ან მსესხებლის სხვა ვალ(ებ)ის რესტრუქტურიზაცია. ამასთან, არსებობს სხვა ისეთი მნიშვნელოვნად უარყოფითი პირობები, როგორიცაა: ღირებულების მქონე და რეალიზებადი გირაოს ან იპოთეკის არარსებობა, მსესხებლის აუხსნელი ხანგრძლივი არყოფნა, ან საკუთარი ბიზნესისადმი უყურადღებობა; ბ) საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 30 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „არასტანდარტული“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ასეთი კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი; გ) მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 60 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს არასტანდარტული“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი; დ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „არასტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 30% - ის ოდენობით. 4. საეჭვო სესხები ა) სესხი კლასიფიცირდება „საეჭვოდ“, თუ მას აქვს „არასტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხის მახასიათებლები, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გადახდა საეჭვოა ერთ-ერთი ისეთი სისუსტის გამო, როგორიცაა: გარკვეული და მნიშვნელოვანი ფაქტორის არსებობა, რომლიდან გამომდინარეც მოსალოდნელია ნაწილობრივი გადახდა უახლოეს პერიოდში და ამიტომ „უიმედო“ კლასიფიკაციის მინიჭება მოცემულ მომენტში საჭირო არ არის, სანამ ფაქტები უფრო არ გაირკვევა. „გარკვეული და მნიშვნელოვანი“ ფაქტორები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სესხის მიმდინარე ნაწილობრივი გადახდა ან გირაოს (იპოთეკის) დასაკუთრების და გაყიდვის პროცედურების დაწყება და განხორციელება უახლოეს მომავალში, ასევე დამატებითი გირაოს ან იპოთეკის ჩადების შესაძლებლობა, რითაც სესხი მთლიანად უზრუნველყოფილი გახდება; ბ) საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 90 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „საეჭვო“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი; გ) მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 120 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „საეჭვო“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი; დ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „საეჭვოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 50%-ის ოდენობით. 5. უიმედო სესხები ა) სესხი კლასიფიცირდება „უიმედოდ“, თუ: - მსესხებლის გადახდისუუნარობის გამო შეუძლებელია მისი ამოღება ან ამოღებადი თანხა იმდენად მცირეა, რომ იგი ბანკის ბალანსზე არ უნდა დარჩეს; - გირაოს ან იპოთეკის მიუხედავად, მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 150 დღით; - 150-ზე ნაკლები დღით ვადაგადაცილების მიუხედავად, მსესხებლის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სესხის ამოღება მთლიანად შეუძლებელია ან ამოსაღებად მოსალოდნელი თანხები არ შეესაბამება ამოღებისათვის დახარჯულ დროსა და ხარჯებს; ბ) დანაკარგები სესხებიდან ბალანსზე აისახება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც დადგინდა, რომ მათი ამოღება შეუძლებელია. მათი საბუღალტრო აღრიცხვა უნდა შეწყდეს და ისინი უნდა ჩამოიწეროს ამავე პერიოდის ბალანსიდან; გ) ბანკებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ „უიმედოდ“ კლასიფიცირებული სესხების კანონიერად ამოღებისაკენ სათანადო ზომების გამოყენებით, ყველა არსებული გირაოს ან იპოთეკის დასაკუთრებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული (კანონმდებლობით გათვალისწინებული) პროცედურების დაცვის ჩათვლით. დ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „უიმედოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 100% - ის ოდენობით.     მუხლი 6🔗. დანაწევრებული კლასიფიკაციები 1. ბანკს უფლება აქვს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და ამ წესების მე – 5 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების კრიტერიუმების შესაბამისად, მოახდინოს სესხის კლასიფიკაცია ნაწილობრივ როგორც „არასტანდარტული“, „საეჭვო“ ან „უიმედო“ იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული სესხი ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხია. 2. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სესხის ძირითადი თანხის ნაშთის გადაუხდელი ნაწილი გირაოს ან იპოთეკის საბაზრო ღირებულების ტოლია, კლასიფიკაცია შეიძლება იყოს „არასტანდარტული“. 3. ისეთ შემთხვევებში, როდესაც სესხის ძირითადი თანხის ნაშთის გადაუხდელი ნაწილი აღემატება გირაოს ან იპოთეკის საბაზრო ღირებულებას, კლასიფიკაცია შესაბამისად შეიძლება იყოს „საეჭვო“ ან „უიმედო“. 4. დანაწევრებული კლასიფიკაციის შემთხვევაში სესხის არაუზრუნველყოფილი ნაწილის „საეჭვოდ“ კლასიფიკაცია დასაბუთებული უნდა იყოს მკაფიო და სარწმუნო არგუმენტებით.     მუხლი 7🔗. გირაო და იპოთეკა როგორც კლასიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი კომპონენტი 1. ბანკმა გირაო და იპოთეკა არ უნდა განიხილოს როგორც სესხის გადახდის პირველადი წყარო, თუ არსებული პირობები ამას არ მოითხოვს. 2. ბანკმა უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს პროცედურები, რომლიდან გამომდინარეც მოხდება გირაოს და იპოთეკის შეფასების პოლიტიკის ჩამოყალიბება მისი ლიკვიდურობის ან საბაზრო ღირებულების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვანია სესხის კლასიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. 3. ყველა გირაო და იპოთეკა უნდა მიეკუთვნოს ლიკვიდური ან არალიკვიდური უზრუნველყოფის კატეგორიას. ა) ლიკვიდურ უზრუნველყოფას მიეკუთვნება: - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო უწყების) უპირობო გარანტიები; - ფულადი დეპოზიტები თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, დაგირავებული და დაჯავშნული სესხის მიმცემ ბანკში; - საქართველოს სამთავრობო ფასიანი ქაღალდები; - ბანკისათვის გირაოს შესახებ ხელშეკრულების თანახმად ფაქტობრივად გადაცემული ძვირფასი ლითონების სტანდარტიზებული ზოდები: ბ) არალიკვიდურ უზრუნველყოფას მიეკუთვნება: - მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების სწორად დოკუმენტირებული და რეგისტრირებული იპოთეკა; - მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაგირავება; - კერძო საწარმოების ფასიანი ქაღალდების დოკუმენტურად სწორად გაფორმებული და იურიდიული ძალის მქონე დაგირავება; - სწორად დოკუმენტირებული და იურიდიული ძალის მქონე უპირობო გარანტიები ან გამოუთხოვადი აკრედიტივები ბანკებიდან; - საწარმოებისა და კერძო პირების სწორად დოკუმენტირებული და იურიდიული ძალის მქონე უპირობო გარანტიები.     მუხლი 8🔗. რესტრუქტურიზებული სესხების კლასიფიკაცია 1. ბანკმა რესტრუქტურიზებული სესხის კლასიფიკაცია უნდა განახორციელოს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: სესხის განახლების ან მისი დაფარვის ვადის გაგრძელების რაოდენობა; სესხის საერთო ვადის ცვლილება მის თავდაპირველ ვადასთან; სესხის პროცენტის დაფარვის ვადების ცვლილება თავდაპირველ ვადებთან სესხის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების პირობებში კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც შეტანილ იქნა რესტრუქტურიზებული სესხის შესახებ ხელშეკრულებაში და ცვლილებების მიზეზები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცენტო განაკვეთის ნებისმიერ შემცირებას საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე უფრო დაბალი განაკვეთით, ვადის გაგრძელებას და ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც უკავშირდება მოცემულ პირობებს. სესხის რესტრუქტურიზაციისა და კლასიფიკაციის თაობაზე განხილვები და დასკვნები ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან და დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად უნდა ჩაიწეროს დ შეინახოს შესაბამის საკრედიტო საქმეებში. იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ბანკის შესაბამისი მუშაკების, ისე ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის. 2. სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების მიუხედავად, დაუშვებელია მისი კლასიფიცირება სტანდარტულ კატეგორიად და უნდა მიეკუთვნოს ნეგატიურ კატეგორიას. 3. რესტრუქტურიზებული სესხის კლასიფიკაცია არ შეიცვლება, თუ შემცვლელი ან დამატებითი მოვალე არის მსესხებლის ინსაიდერი. 4. იმ შემთხვევებში, როდესაც შემცვლელს ან დამატებით მსესხებელს გადაეცემა რესტრუქტურიზებული, ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხი, იგი არ უნდა შეიცვალოს ნაკლებად ნეგატიურ კლასიფიკაციად იმ შემთხვევის გარდა, თუკი გადაწყვეტილების მიღებისას გამოყენებულ სხვა ფაქტორებთან ერთად შემცვლელი ან დამატებითი მოვალე თანახმაა და აქვს ფინანსური შესაძლებლობა წარმოადგინოს დამატებითი ლიკვიდური უზრუნველყოფა ან ბანკის საკრედიტო რისკის მართვის სტანდარტების შესაბამისად, აქვს ფინანსური შესაძლებლობა დაფაროს ყველა გადაუხდელი ძირითადი თანხა და პროცენტი შეთანხმებული დროის მანძილზე. 5. კომერციული ბანკების საკრედიტო კომიტეტები (კრედიტების მართვის სხვა ორგანოები) ვალდებული არიან ყოველთვიურად განიხილონ რესტრუქტურიზებული სესხების კლასიფიკაცია, რისი მიზანიცაა დადგინდეს, რამდენად საჭიროა კლასიფიკაციის შეცვლა უფრო დაბალი კატეგორიით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნებისმიერი შემცვლელი ან დამატებითი მოვალის უნარს, განაგრძოს რესტრუქტურიზებული ხელშეკრულების პირობების მთლიანად შესრულება.     მუხლი 9🔗. ბანკთაშორისი დეპოზიტები და მათი კლასიფიკაცია 1. კომერციულმა ბანკმა სხვა ბანკში ბანკთაშორისი დეპოზიტის განთავსებამდე იმ ბანკიდან უნდა მოითხოვოს სრული და მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია, ხოლო თანხის განთავსების შემდეგ, ბანკმა ასეთი ბანკიდან უნდა მოითხოვოს ფინანსური ინფორმაცია დროის განსაზღვრული პერიოდისათვის კვარტალური საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისების სახით, ასევე წლიური ანგარიში. 2. ბანკთაშორისი დეპოზიტების კლასიფიკაცია დამოკიდებულია მოკორესპონდენტო ბანკის ფინანსურ მდგომარეობასა და მის უნარზე, შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც ეს გათვალისწინებულია მოცემულ ბანკსა და მოკორესპონდენტო ბანკს შორის თავდაპირველი ხელშეკრულებით. სხვა ურთიერთსაპირისპირო ფაქტორების არარსებობისას, თუ წარმოიშვება პრობლემები (დაგვიანება), აქტივი ექვემდებარება კლასიფიკაციას. 3. თუ თანხის მიღება მოკორესპონდენტო ბანკიდან დაგვიანებულია 30 ან მეტი დღით, ბანკთაშორისი დეპოზიტი კლასიფიცირდება როგორც „არასტანდარტული“. 4. თუ თანხის მიღება დაგვიანებულია 60 ან მეტი დღით, ბანკთაშორისი დეპოზიტი კლასიფიცირდება როგორც „საეჭვო“. 5. თუ თანხის მიღება დაგვიანებულია 90 დღეზე მეტი პერიოდი, ბანკთაშორისი დეპოზიტი კლასიფიცირდება ”უიმედოდ“ და უნდა ჩამოიწეროს განმთავსებელი ბანკის ბალანსიდან. 6. სხვა ბანკში განთავსებული დეპოზიტები და სხვა მოთხოვნები, ამ ბანკში ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყებისას, კლასიფიცირდება „უიმედო“ და უნდა ჩამოიწეროს განმთავსებელი ბანკის ბალანსიდან.     მუხლი 10🔗. არასასესხო აქტივების კლასიფიკაცია და დარეზერვება, მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა და გამოყენება 1. ბანკის სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ა) ბანკის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონება, მისი ღირებულების მიუხედავად, წარმოადგენს არაჯანსაღ საბანკო აქტივს. ასეთი აქტივი დასაკუთრებისთანავე უნდა გაანალიზდეს ბანკის მიერ და დაექვემდებაროს კლასიფიკაციას; ბ) ბანკი ვალდებულია შეძენიდან მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონება, ასევე ბანკის ყოფილი შენობები, რომლებიც აღარ გამოიყენება საბანკო საქმიანობისათვის, მათი ამ დანიშნულებით არგამოყენების დღიდან სამი წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეიქმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს ბალანსიდან; გ) ბანკმა იპოთეკის დასაკუთრებისთანავე უნდა მოახდინოს სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია და მისთვის შესაბამისი რეზერვები შექმნას შემდეგნაირად: - სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამდე თანხაზე როგორც „არასტანდარტული“; - სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ზევით თანხაზე როგორც ”უიმედო“; დ) ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ბანკმა უნდა მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც „საეჭვოსი“ და შექმნან შესაბამისი რეზერვი; ე) ბალანსზე აღრიცხვიდან სამი წლის შემდეგ, ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია მოახდინოს როგორც „უიმედოსი“, შექმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს თავისი ბალანსიდან, რის შემდეგაც მათი აღრიცხვა იწარმოებს შესაბამის გარესაბალანსო ანგარიშებზე; ვ) სხვა უძრავი ქონება ბანკის მიერ უნდა აღირიცხოს მისი დასაკუთრების თარიღისათვის აღრიცხული აქტივის ღირებულებით, ან მისი საბაზრო ფასით, თუ ეს უკანასკნელი ნაკლებია აღრიცხული აქტივის ღირებულებაზე. აღრიცხული აქტივის ღირებულება უნდა განსაზღვროს აღიარებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ. 2. გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ა) გირაოთი დასაკუთრებული ყველა მოძრავი ქონება ბანკის მიერ გაანალიზდება და კლასიფიცირდება თითოეული შემთხვევის მიხედვით; ბ) ბანკი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ არ იქონიოს გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონება მათი დასაკუთრებიდან 180-ზე მეტი დღის განმავლობაში; გ) ბანკმა გირაოთი მოძრავი ქონების დასაკუთრებისთანავე უნდა მოახდინოს ამ ქონების კლასიფიკაცია და მისთვის შესაბამისი რეზერვები შექმნას შემდეგნაირად: - გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამდე თანხაზე როგორც „არასტანდარტული“; - გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ზევით თანხაზე როგორც „უიმედო“; დ) თუ გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონება ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან 90 დღის შემდეგ კვლავ ირიცხება, ბანკმა უნდა მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც „საეჭვოსი“ და შექმნას შესაბამისი რეზერვი; ე) ბალანსზე აღიცხვიდან 180 დღის შემდეგ, ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონების კლასიფიკაცია მოახდინოს როგორც „უიმედოსი“, შექმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს თავისი ბალანსიდან, რის შემდეგაც მათი აღრიცხვა იწარმოებს შესაბამისი გარესაბალანსო ანგარიშზე.     მუხლი 11🔗. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი, უიმედო აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა და ჩამოწერა 1. ბანკებმა ამ წესის შესაბამისად უნდა შექმნან ყველა სესხისა და სხვა აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები. 2. ბანკის მენეჯმენტი პასუხისმგებელია იმის უზრუნველყოფისათვის, რომ ბანკს მუდმივად ჰქონდეს ადეკვატური რეზერვები. 3. რეზერვების ადეკვატურობა თითოეულმა ბანკმა უნდა განიხილოს ყოველთვიურად და თუ აქტივებისა და მათი კლასიფიკაციის ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ დადგინდება, რომ შესაძლო დანაკარგების რეზერვი არასაკმარისია, მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას კლასიფიკაციის გათვალისწინებით დამატებითი რეზერვის შექმნაზე და ქმნის მას იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება მოსალოდნელი დანაკარგების დასაფარავად. 4. ბანკები აქტივების შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვების შესაქმნელად დარეზერვებაზე გაწეულ ყველა ახალ რეზერვს გაატარებენ ხარჯებში და ასახავენ თავიანთ მიმდინარე მოგება-ზარალის უწყისში. 5. ბანკის მიერ სასესხო პორტფელის ანალიზის შედეგად ჭარბი რეზერვის გამოვლენისას, ბანკი დაადებეტებს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ანგარიშს და დააკრედიტებს ბანკის ხარჯების ანგარიშს. 6. სესხის დაფარვისა და სხვა აქტივების ამოღების შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში, ბანკებმა უნდა ჩამოწერონ „უიმედოდ“ კლასიფიცირებული აქტივები და შეამცირონ შესაძლო დანაკარგების რეზერვი მისი დადებეტებით და აქტივების ანგარიშის დაკრედიტებით. 7. ბანკის მიერ სესხის ჩამოწერა გადახდის შეუძლებლობის გამო არ ჩაითვლება ვალის გაუქმებად. აღნიშნული ვალი უნდა დარჩეს სპეციალურ გარესაბალანსო ანგარიშებზე მისი ჩამოწერის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში. ბანკმა უნდა მიიღოს ზომები როგორც ვადაგადაცილებული პროცენტის, ისე ძირითადი თანხის ამოსაღებად. ასეთ აქტივზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შეხედულებისამებრ, პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება გარესაბალანსო ანგარიშზე, რათა კვლავ ხდებოდეს მიმდინარე ვალდებულების შესაფერისი ასახვა. 8. 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში ბანკმა სულ ცოტა თვეში ერთხელ უნდა მიაწოდოს მსესხებელს ან მის სამართალმემკვიდრეს, ან წარმომადგენელს გადაუხდელი ძირითადი თანხის ნაშთისა და დარიცხული პროცენტის დამადასტურებელი ამონაწერი, რომელიც ზუსტად ასახავს ზემოაღნიშნული სპეციალური გარესაბალანსო ანგარიშის ნაშთებს. 9. თუ მოვალე ფარავს სესხს, რომელიც ჩამოიწერა საბალანსო უწყისიდან და ეს მოხდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში, ბანკი თავიდან დაადებეტებს ფულადი სახსრების ანგარიშს და დააკრედიტებს აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ანგარიშს, რის შემდეგაც იგი დაადებეტებს აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ანგარიშს და დააკრედიტებს დარეზერვებაზე გაწეული ხარჯების ანგარიშს. 10. თუ მოვალე არ გადაიხდის ჩამოწერილ სესხს 5 წლის განმავლობაში, სესხის როგორც ძირითადი თანხა, ისე პროცენტები, გაუქმებული იქნება სპეციალური გარესაბალანსო უწყისის ანგარიშიდან ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით, რაც არ ნიშნავს სესხის ამოღების პროცედურების შეწყვეტას.