“ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.10.008.004.596
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №346
2000 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და მონეტარული რეგულირების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 29-ე მუხლის შესასრულებლად და ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ“საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტში და შემდგომში ყველგან როგორც დებულებაში, ისე დანართებში სიტყვები „მაკროეკონომიკური ანალიზისა და მონეტარული რეგულირების სამმართველო“შეიცვალოს სიტყვებით „ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველო“.
2. დებულებაში სიტყვები „ფულად-საკრედიტო კომიტეტი“ყველგან შეიცვალოს სიტყვებით „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია“.
3. დებულების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვებს „კომერციულ ბანკებს შორის“დაემატოს სიტყვები „და მათ მიერ არასაბანკო დაწესებულებებთან“.
4. დებულების 1-ლი მუხლის მე-10 პუნქტში სიტყვებს „რეპო აუქციონის დაწყებამდე ერთი“დაემატოს სიტყვა „საბანკო“.
5. დებულების 1-ლ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. რეპო ოპერაციებით სახაზინო ვალდებულებათა ყიდვის (გაყიდვის) ლიმიტებს, აგრეთვე რეპო ოპერაციების საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია“.
მე-12 და მე-13 პუნქტი შესაბამისად ჩაითვალოს მე-13 და მე-14 პუნქტებად.
6. დებულების 1-ლ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
„15. რეპო ოპერაციები კომერციულ ბანკებს შორის, აგრეთვე მათ მიერ არასაბანკო დაწესებულებებთან შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ვადით შეთანხმების საფუძველზე, სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადის გათვალისწინებით“.
7. დებულების მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები „შეამოწმებს გასაყიდი სახაზინო ვალდებულებების საანგარიშსწორებო ფასის სისწორეს და“.
8. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გასაცემი სახსრების ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით:
NxE
F= ---------------------------------
i+5 d
1+(-------- x ----------)
100 365
F= გასაყიდი სახაზინო ვალდებულებით გასაცემი სახსრების საერთო თანხას;
N= გასაყიდ სახაზინო ვალდებულებათა ნომინალურ ღირებულებას;
E= სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას;
i= ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.
მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ ამ დებულების მე-4 დანართში განსაზღვრული წესით.
D= სახაზინო ვალდებულებათა დაფარვამდე დღეების რაოდენობას“.
8. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის კომიტეტი რეპო ოპერაციებიდან მყიდველების მიხედვით მისაღებ შემოსავალს გაიანგარიშებს ფორმულით:
F X p X d
I= ---------------
100 X 365
სადაც I= რეპო ოპერაციებიდან შემოსავალს;
F= გასაყიდი სახაზინო ვალდებულებებით გასაცემი სახსრების საერთო თანხას;
p= რეპო ოპერაციების საპროცენტო განაკვეთს;
d= რეპო ოპერაციების ხანგრძლივობას დღეების მიხედვით“.
9. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ეროვნული ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებების ფიქსირებული პროცენტით გაყიდვისას, ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებზე კომერციული ბანკის მხრიდან მოთხოვნის გადამეტების შემთხვევაში, ისინი დაკმაყოფილდებიან პროპორციულად. აუქციონზე განაცხადი დაიშვება სალარე საკორესპოდენტო ანგარიშზე რიცხული თანხის ფარგლებში“.
მომდევნო პუნქტები გადაინომროს შესაბამისად რიგითობის მიხედვით.
10. დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი (ცვლილებებამდე მე-10 პუნქტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. რეპო ოპერაციებით სახაზინო ვალდებულებების გამოსყიდვის ვადის დადგომისას გამყიდველის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაზრო ფასიდან გამომდინარე (გამოიანგარიშება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის i-ს მნიშვნელობის გათვალისწინებით 5- პროცენტული პუნქტის გარეშე) განსაზღვრული მოცულობის სახაზინო ვალდებულებები რჩება მყიდველი ბანკის საკუთრებაში, თუ სახაზინო ვალდებულებების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს მთლიaნად გამოსყიდვის მოცულობას, მყიდველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს და სხვაობის თანხაზე წარუდგენს გამყიდველს სარჩელს“.
11. დებულების 1-ლ დანართში გენერალური ხელშეკრულების პირველ აბზაცში სიტყვებს „რომლებიც მოქმედებენ საბანკო კანონმდებლობის“დაემატოს სიტყვები „და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ“დებულების“.
12. დებულების 1-ლ დანართში გენერალური ხელშეკრულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოს დაემატოს სიტყვები „და რეპო ოპერაციებიდან დაკავშირებული სახაზინო ვალდებულებების გასხვისების შესახებ შეტყობინების („საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ“ დებულების დანართი №3) წარმოდგენა“.
13. დებულების 1-ლ დანართში გენერალური ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვებს „განცხადება-გარიგებით“წინ დაემატოს სიტყვა „აუქციონზე“, ხოლო შემდეგ სიტყვები „ხოლო აუქციონის გარეშე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ“დებულების №3 დანართით“. ამოღებულ იქნეს სიტყვები „(გენერალური ხელშეკრულების დანართის ფორმით)“.
14. დებულების 1-ლ დანართში გენერალური ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 ხაზში სიტყვა „შესყიდული“შეიცვალოს სიტყვით „გაყიდული“.
15. გენერალური ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვა „შესთავაზოს“შეიცვალოს სიტყვით „მოითხოვოს“.
16. გენერალური ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში სიტყვებს „ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“დაემატოს სიტყვები „საბაზრო ფასიდან გამომდინარე (გაიანგარიშება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის i-ს მნიშვნელობის გათვალისწინებით 5- პროცენტული პუნქტის გარეშე) განსაზღვრული მოცულობის“. ამავე პუნქტში გაუქმდეს სიტყვები“,რომელიც უფლებამოსილია მისი გაყიდვის გზით აინაზღაუროს გამოსყიდვის ფასი მთლიანი მოცულობით. ,,თუ სახაზინო ვალდებულებების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს მთლიანად გამოსყიდვის მოცულობას, სხვაობის თანხაზე მყიდველი წარუდგენს გამყიდველს სარჩელს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით: ”თუ სახაზინო ვალდებულებების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს მთლიანად გამოსყიდვის მოცულობას, მყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს და სხვაობის თანხაზე წარუდგენს გამყიდველს სარჩელს. მხარეთა მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი იხდიან საურავს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ასანაზღაურებელი თანხის 0,5 პროცენტის ოდენობით“.
17. დებულების მე-2 დანართის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახაზინო ვალდებულებებით გასაცემი სახსრების მოცულობა განისაზღვრება დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის i-ს მნიშვნელობის გათვალისწინებით (მეორადი ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ ბაზარზე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით)“.
18. დებულების მე-3 დანართში სიტყვებს „ნომინალური ღირებულება“დაემატოს სიტყვები „გაცემული სახსრების ოდენობა“და „შემოსავლიანობა“.
19. გენერალური ხელშეკრულების დანართში – განცხადება-გარიგებაში, მე-4 სვეტში „სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას“წინ დაერთოს სიტყვა „განცხადებული“. აქვე, მე-5 სვეტად დაემატოს „გამარჯვებული სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა“. დანარჩენი სვეტები გადაინომროს შესაბამისად.
20. დებულებას დაემატოს დანართი №4 შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სახაზინო ვალდებულებების
რეპროოპერაციების შესახებ“დებულების
დანართი №4
i= ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.
მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
d - D1
1) i= i1 + ------------ * (i2 - i1 ) თუ i2 > = i1
D2 - D1
და D1 < = d > = D2
2) i= i1 თუ i2 < = i1 ან D1 > d
სადაც:
D2 და D1 – არის ემიტენტის მიერ პირველად აუქციონებზე ემტირებული სახაზინო ვალდებულებების ვადიანობები, რომლებიც ყველაზე ახლოსაა d-სთან (ამასთან, D2 და D1 აკმაყოფილებენ შემდეგ პირობას D1 < = d < = D2 ).
i1 - არის D1 ვადიანობის ბოლო სახაზინო ვალდებულებების პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი.
i2 - არის D2 ვადიანობის ბოლო სახაზინო ვალდებულებების პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი.
d- დღეების რაოდენობა რეპო ოპერაციების ჩასატარებლად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვამდე.
მაგალითი:
ემიტენტის მიერ პირველად აუქციონზე ემიტირებული სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადებია 28, 91, 182 დღე, აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები კი შესაბამისად 10%, 20%, 18%.
თუ:
1) რეპო ოპერაციების ჩასატარებლად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 20 დღეს, მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობა 28= D1 >d=20 და საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მე-2 ფორმულით:
ე.ი. i= i1 = 10%
2) რეპო ოპერაციების ჩასატარებლად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 70 დღეს, მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობა D1(28)<=d(70)<=D2(91) და ამასთან კმაყოფილდება შემდეგი პირობა i2 = 20 >= i1 =10. ამიტომ საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 1-ლი ფორმულით:
70 - 28
1) i= 10% + ------------- * (20% -10%)
91 – 28
3) რეპო ოპერაციების ჩასატარებლად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 110 დღეს, მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები D1(91)<= d(110) <= D2(182) და i2 = 18 <= i1 = 20%. ამიტომ, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მე-2 ფორმულით:
ე.ი. i= i1 = 20% ”.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს „საკანონმდებლო მაცნეში“გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე