⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.08.2010)
გაუქმებულია:

“ტყის ხანძრებისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 10.01.2001
ძალის დაკარგვა 17.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №10/03
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.218.004.602
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 18/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,992 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2001 მიღება
17.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“ტყის ხანძრებისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 390.050.000.12.218.004.602 საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება N10/03 2001 წლის 10 იანვარი ქ. თბილისი „ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტყეების და ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის და განხორციელების მიზნით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტყეებში ხანძრების გაჩენისა და გავრცელების მაქსიმალურად აღკვეთას, აგრეთვე ტყის ხანძრებისაგან დაცვის საქმეში ტყითმოსარგებლე იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებებისა და მოვალეობების დასადგენად საქართველოს ტყის კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 116-ე მუხლის, „დ.ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებულია დებულება „ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ“. დებულება შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება „ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ“. 2. დაევალოს ტყის დაცვის სამმართველოს (რ. მამალაძე) უზრუნველყოს აღნიშნული დებულების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად. გ. ჯაფარიძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება ადგენს ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების წესებს საქართველოს ტყეებისათვის იგი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ტყის კოდექსის, საქართველოს კანონების „გარემოს დაცვის შესახებ“  და „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს სხვა კანონების საფუძველზე და სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.     მუხლი 2🔗. დებულების მიზანი 1. დებულების მიზანია ტყეების ხანძრებისაგან დაცვის ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ტყის ფონდში ტყეების დაცვას ხანძრებისაგან; ხანძრების გაჩენისა და გავრცელების მაქსიმალურად აღკვეთას, შეზღუდვას და შეჩერებას, აგრეთვე ტყითმოსარგებლე იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებების და მოვალეობების განსაზღვრას ტყის ხანძრისაგან დაცვის საქმეში.     მუხლი 3🔗. ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელება 1. ტყეების ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებები იგეგმება სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრისა და ტყეთმოწყობის, აგრეთვე სხვა სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. 2. ტყეების ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებებს, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, გეგმავენ დ ახორციელებენ საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე მათი ტერიტორიული საქვეუწყებო ორგანიზაციები, ან მათი ზედამხედველობით, ამავე კოდექსის მე-9 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები; 3. ტყის უბანს ხანძარსაშიში უბნის სტატუსს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ანიჭებს საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო ტყეთმოწყობის მასალებისა და თავისი საქვეუწყებო დაწესებულების წინადადების საფუძველზე. 4. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო ტყის ფონდს შესაბამისი უბნის მართვის უფლების მქონე ორგანოსა და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით.     მუხლი 4🔗. ტყის ხანძრებისაგან დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებები 1. ტყის ხანძრისაგან დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებებია: ა) ტყის ხელოვნური ნარგაობის გაშენებისას ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობების მწკრივთაშორისი მონაცვლეობით გაშენება ხანძარმდგრადი კორომების შექმნის მიზნით; ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზების გაკეთება ტყის იმ უბნებში, რომლებიც მაღალი სახანძრო საშიშროებით ხასიათდება; გ) სახანძრო ბილიკების გაყვანა მაღალი სახანძრო საშიშროების კორომებისაკენ. სახანძრო ბილიკების მიბმა უნდა მოხდეს საავტომობილო გზებზე ხანძარსაშიში კორომების უმოკლესი მიმართულებით, სახანძრო ბილიკების საწყისში ტრაფარეტზე მანძილისა და მიმართულების აღნიშვნით; პერიოდულად ხდება სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება; დ) ტყის ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოდების მოწყობა: ხანძარსაშიში ტყის კორომების გასწვრივ გადახვნით ეწყობა არანაკლებ 4.0 მეტრი სიგანის მინერალიზებული ზოლები; პერიოდულად ხდება ამ ზოლების მოვლა-განახლება; ე) დაბლითი ტყის ხანძრების ინტენსიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება, რომელიც ითვალისწინებს ამ კორომებში ხეებზე ქვედა ტოტების (მიწის პირიდან 2.0-2.5 მეტრზე) შეჭრას და ტყიდან გამოტანას; ვ) ხანძრის კერების ოპერატიულად აღმოჩენის მიზნით ტყეების ავიაპატრულირება, ანუ ავიაციის გამოყენებით ხანძარსაშიშ სეზონში ტყეებზე მეთვალყურეობის დაწესება, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით; ზ) მოსალოდნელი ინტენსიური ხანძრის კერების აღმოფხვრის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, რაც გულისხმობს ხანძარსაშიში კორომებიდან მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული ხეების გამოტანას, ჭრის ნარჩენებისაგან, ჩახერგილობისაგან გაწმენდას; თ) ხანძრების გაჩენაზე ოპერატიული მეთვალყურეობის მიზნით სახანძრო დანიშნულების სამეთვალყურეო-საპატრულო ადგილების შერჩევა-მოწყობა, ძირითადად მთის მწვერვალების, ამაღლებული ადგილების გამოყენებით – ხანძარსაშიშ პერიოდში ტყის დაცვის მუშაკთა სადღეღამისო მორიგეობით; ი) ხანძრების ოპერატიულად ჩასაქრობად ხანძარსაშიში კორომების სიახლოვეს ხელოვნური წყალსაცავების მოწყობა; კ) ტყის ხანძრებზე შეტყობინების ოპერატიულად გადაცემის მიზნით ტყის დაცვის მუშაკთა აღჭურვა თანამედროვე კავშირგაბმულობის საშუალებებით (რაცია, მობილური, ტელეფონები); ლ) სახანძრო ტექნიკისა და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის შეძენა; მ) ხანძარსაშიშ პერიოდში დამატებით მეხანძრე დარაჯთა დაქირავება; წვრილი სახანძრო ინვენტარითა და ტექნიკით უზრუნველყოფა; ნ) ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სააგიტაციო ნიშნების განლაგება, მოსახლეობასთან სათანადო სააგიტაციო მუშაობა; ო) ხანძარსაშიშ ადგილებზე და ტყის პირიდან 30 მეტრზე ახლო, ყოველგვარი მშენებლობის აკრძალვა.     მუხლი 5🔗. ტყეების ხანძრებისაგან დასაცავად საერთო მოთხოვნები  იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიმართ 1. ტყის ხანძარსაშიშ სეზონში აკრძალულია: ა) ცეცხლის დანთება წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან ადგილებში, სადაც გამხმარი ბალახია, აგრეთვე ხეების ვარჯის ქვეშ. დანარჩენ ადგილებში კოცონის დანთება დასაშვებია წინასწარ მომზადებულ არანაკლებ 0.5 მეტრის სიგანის ნიადაგის მინერალურ ფენამდე გაწმენდილ მინერალიზებულ ხანძარსაწინააღმდეგო ზოლით გარშემორტყმულ სპეციალურ ადგილებში. როცა ცეცხლი საჭირო აღარ არის, იგი უნდა დაიფაროს მიწით, ანდა ჩაქრეს წყლის დასხმით; ბ) ტყეში ჩაუქრობელი ასანთის ღერის, სიგარეტის ნამწვავისა და სხვა საგნების გადაგდება; გ) ტყეში ნადირობის დროს იარაღის ვაზნების დასატენი ადვილადი აალებად მასალებით სარგებლობა; დ) ტყეში სპეციალურად გათვალისწინებული ადგილის გარდა, საწმენდი ჩვრების დატოვება, რომელიც გაჟღენთილია ზეთით, ბენზინით, ნავთით ან სხვა საწვავი ნივთიერებით; ე) ტყეში შიგა წვის ძრავების ავზში საწვავის ჩასხმა ძრავის მუშაობის დროს, მანქანით სარგებლობა, რომელსაც მოუწესრიგებელი აქვს საწვავის კვების სისტემა, აგრეთვე თამბაქოს წევა, ანდა ღია ცეცხლით სარგებლობა მანქანების ახლოს მათი საწვავით შევსების დროს. 2. იურიდიულ და ფიზიკური პირებს  ეკრძალებათ ბალახის მოწვა ტყის კალთის ქვეშ, ტყის ველობებში, შიდა მინდვრებში, მდელოებში, აგრეთვე ნამჯის მოწვა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებთან მდებარე სავარგულებში, ხანძარსაშიშ ადგილებზე და ტყის ნაპირიდან 30 მეტრზე ახლოს ყოველგვარი მშენებლობა. 3. ტყის ხანძრებისაგან დაცვის მიზნით საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებს, აგრეთვე მათ ტერიტორიულ ორგანოებს უფლება აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობით ორგანოებთან შეთანხმებით ხანძარსაშიშ პერიოდში და ადგილზე თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე აკრძალონ ტყითსარგებლობა, მოსახლეობის ტყეში ყოფნა, სატრანსპორტო საშუალებებით ტყეში შესვლა და სხვა. 4. იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან: ა) ტყეში გზის, გაზის, ნავთსადენების, წყალსადენების მშენებლობის, ელექტროგადამცემი, კავშირგაბმულობის, რადიოფიკაციის და სხვა კომუნალური ხაზების გაყვანის დროს აწარმოონ დარჩენილი ხეტყის და ადვილად აალებადი მასალების გატანა იმ ვადებში, რომლებიც დადგენილია სატყეო მეურნეობის მიერ; ბ) ტყეში მუშაობის წარმოების დროს საწვავი მასალები შეინახონ სტანდარტულ დახურულ ტარაში; ხანძარსაშიშ სეზონში გაწმინდონ მათი შენახვის ადგილები მცენარეული საფარისაგან, ხე-ტყის ნარჩენებისა და სხვა ადვილად აალებადი მასალებისაგან და შემოსაზღვრონ არანაკლებ 1,4 მეტრის სიგანის მინერალიზებული ზოლით; გ) ტყეში სამუშაოს ჩატარების ადგილზე და ობიექტებზე, ანდა რეკრეაციული და ტურისტულ ღონისძიებების ჩატარების ზონებში მზადყოფნაში იქონიონ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა და პირველადი საშუალებები ტყის ხანძრის ჩასაქრობად (წყლით სავსე კასრები, ხილით სავსე ყუთები, ცეცხლმაქრები, ნაჯახები, ბარები, ცოცხები და ა.შ.). 5. დასახლებული პუნქტებიდან გადატანილი ნაგვის დაწვა ტყის ახლოს შეიძლება მხოლოდ დადგენილი წესით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, შემდეგი პირობების დაცვით: ა) დაწვისათვის განკუთვნილი ადგილები (ორმოები ანდა მოედნები) დაშორებული უნდა იქნეს წიწვოვანი ტყიდან ან ცალკე მდგომი წიწვოვანი ხეებისაგან არანაკლებ 50 მეტრისა, ხოლო ფოთლოვანი ტყისაგან და ცალკე მდგომი ფოთლოვანი ხეებისაგან არანაკლებ 25 მეტრისა; ბ) ნაგვის დაწვისათვის განკუთვნილი ორმოებისა და მოედნების ტერიტორია 15-20 მეტრის რადიუსის ფარგლებში უნდა იქნეს გაწმენდილი ზეხმელი ხეებიდან, ძირნაყარიდან, დამზადების ნარჩენებიდან ან სხვა ადვილად აალებად მასალებისაგან; ეს ტერიტორიები უნდა შემოისაზღვროს 1.4 მეტრის სიგანის ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლით; მშრალ ნიადაგებზე წიწვოვან ტყესთან ამ ზოლის სიგანე უნდა უდრიდეს 2.6 მეტრს; გ) ხანძარსაშიში სეზონში ნაგვის დაწვა უნდა წარმოებდეს მხოლოდ უქარო ან წვიმიან ამინდში სპეციალურად გამოყოფილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ. გვალვის დროს ნაგვის დაწვა დაუშვებელია. 6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ტყეში აწარმოებენ მუშაობას, ანდა აქვთ ტყეში ობიექტები, აგრეთვე ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტყეში რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისათვის, ხანძარსაშიში სეზონის დაწყებამდე, ტყეში გამგზავრებამდე ან გასვლამდე ვალდებულნი არიან ჩაუტარონ ინსტრუქტაჟი მუშებს, ტყეში ჩასატარებელი ღონისძიებების სხვა მონაწილეებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის და ხანძრის ჩაქრობის ხერხების შესახებ.     მუხლი 6🔗. მოთხოვნები ტყითსარგებლობის უფლების მქონე იმ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ ხეტყის  დამზადებას 1. ტყითსარგებლობის უფლების მქონე იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც აწარმოებენ ხეტყის დამზადებას, ვალდებულნი არიან ჩაატარონ ტყის ჭრის ადგილების გაწმენდა დამზადების ნარჩენებისაგან; გაწმენდის მეთოდები ყოველ ცალკე შემთხვევაში აღინიშნება ტყის საჭრელ ბილეთში; ხანძარსაშიშ პერიოდში ტყეკაფზე დატოვებული დამზადებული ხეტყის პროდუქცია უნდა შეგროვდეს შტაბელებად. 2. დამზადებული ხეტყის დაწყობა უნდა წარმოებდეს მხოლოდ ღია ადგილებზე – ფოთლოვანი ტყის პირიდან 30 მეტრის, ხოლო წიწვოვანი და შერეული ტყის პირიდან 50 მეტრის დაშორებით. ხეტყის სასაწყობო ადგილები უნდა იყოს გაწმენდილი ადვილად აალებადი მასალებისაგან და შემოფარგლული ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლებით, სიგანით არანაკლებ 1.4 მეტრისა; მშრალ ნიადაგებზე წიწვოვანებში კი ორი ისეთი ზოლით ერთი მეორისაგან 5-10 მეტრის დაცილებით. 3. ტყითმოსარგებლე იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან ტყის მეურნეობის მართვის ორგანოს გაუწიონ დახმარება ტყის ხანძრების ჩაქრობაში მუშა ხელითა და ტექნიკით.     მუხლი 7🔗. მოთხოვნები ტყის მეურნეობის მართვის ტერიტორიული  ორგანოებისადმი 1. ტყის მეურნეობის მართვის ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი არიან: ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააფართოონ სახანძრო საავტომობილო გზებისა და ბილიკების ქსელი, ხანძარსაწინააღმდეგო მინერალური ზოლები, წყალსაცავები, გაწმინდონ ტყე ხე-ტყის ნარჩენებისაგან, ჩახერგილობისაგან და სხვა ადვილად აალებადი მასალებისაგან, მოახდინონ წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება, გაატარონ სხვა სატყეო სამეურნეო ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ტყეების ხანძარმდგრადობის ამაღლებისადმი; ბ) სახანძრო უსაფრთხოებისა და ტყეში ხანძრის ჩაქრობის საკითხებზე ჩაატარონ ახსნა-განმარტებითი მუშაობა მოსახლეობასთან, იმ ორგანიზაციების თანამშრომლებთან, რომლებიც ატარებენ ხე-ტყის დამზადებას ან ობიექტები აქვთ ტყეში; გ) ტყის ხანძარსაშიში უბნებში, ასევე ტყის გზებზე განალაგონ სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სააგიტაციო ანშლაგები ტყეში ცეცხლთან ფრთხილი მოპყრობისა და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ; დ) საერთო სარგებლობის ტყის გზების გასწვრივ და რეკრიაციულ ზონებში მოაწყონ დასასვენებელი „კოცონის დასანთები და თამბაქოს მოსაწევი ადგილები; ე) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მიიღონ ზომები ხანძრის დროულად აღმოჩენისა და ლიკვიდაციის უზრუნველსაყოფად; ვ) აკრძალონ ყოველგვარი მშენებლობები ხანძარსაშიშ უბნებში ტყის პირიდან 30 მეტრზე ახლოს; ზ) შეადგინონ ოქმები ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევებზე;     მუხლი 8🔗. მოთხოვნები იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ ტყის  ხანძრების შემთხვევაში 1. ხეტყის დამამზადებლები და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც აწარმოებენ მუშაობას, ანდა გააჩნიათ ტყეში დასახლებები, გზები, საწყობები, ნაგებობები და სხვა ობიექტები, სამუშაო ადგილზე, დაბების ახლოს, გზებთან, საწყობებთან და სხვა ობიექტებთან ხანძრის გაჩენის დროს ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ხანძრების ლიკვიდაციისათვის თავისი ძალებით და საშუალებებით, აცნობონ ხანძრის შესახებ შესაბამის სატყეო მეურნეობას ანდა შინაგან საქმეთა ორგანოებს, რაიონულ გამგეობებს. 2. მოქალაქენი ტყის ხანძრის შემჩნევის დროს ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მის ჩასაქრობად, ხოლო თავისი ძალებით ხანძრის ჩაქრობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეატყობინონ ამის შესახებ სატყეო მეურნეობის მუშაკებს, შინაგან საქმეთა ორგანოებს, რაიონულ გამგეობებს,     მუხლი 9🔗. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისგებლობის შესახებ 1. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დამრღვევი პირები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან ან ეძლევიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოების, ამ ორგანოთა ტერიტორიული საქვეუწყებო ორგანიზაციების მუშაკების მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე. ოქმის ფორმა და შესაბამისი ჯარიმები შემუშავებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების ანაზღაურების წესის შესახებ“; 2. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევაში დამნაშავეებზე ჯარიმების დადება, ანდა სხვა ადმინისტრაციული ზემოქმედება არ ათავისუფლებს მათ ვალდებულებისაგან გამოასწორონ დაშვებული დარღვევა იმ ვადებში, რომლებიც დაწესებულია ტყის მეურნეობის მართვის ორგანოების მიერ. 3. ტყის ხანძრის გაჩენაში დამნაშავე იურიდიული და ფიზიკური პირები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან ტყეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. 4. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებს შესაბამისი ტერიტორიული საქვეუწყებო ორგანოების წარდგენით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვთ შეაჩერონ ყოველგვარი სამუშაოები ტყეში იმ ფართობებზე და ობიექტებზე, სადაც მოხდა დარღვევა. 5. საქართველოს ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების წესების წვრილმან დარღვევებზე ტყის დაცვის სამსახურის მუშაკებს (სახელმწიფო ინსპექტორებს) უფლება აქვთ ადგილზე დააჯარიმონ დამრღვევები დარღვევებზე შედგენილი ოქმების საფუძველზე. 6. საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები უფლებამოსილნი არიან მოახდინონ სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციების და დაწესებულებების ხელმძღვანელების წინაშე წარდგინება სამუშაოდან თანამდებობის იმ პირთა გადაყენების შესახებ, რომლებიც სისტემატიურად არღვევენ ტყეში სახანძრო უშიშროების დაცვის წესებს, აგრეთვე იმ პირების, რომლებიც თვითნებურად განაახლებენ შეჩერებულ მუშაობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მასალები დარღვევებზე გადაუგზავნოს პროკურატურას, ანდა შინაგან საქმეთა ორგანოებს, დადგენილი წესით დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად.