“მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის” დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 10.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.08.009.004.604
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 16/01/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 27.11.1998
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
“მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის” დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:normal;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; line-height:150%; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-17.45pt; line-height:150%; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 56.7pt 21.3pt 49.65pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 220.010.050.08.009.004.604
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №1
2001 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის თანდართული წესი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების კონტროლი განახორციელოს მოზიდული თანხებიდან დადგენილი ნორმის მიხედვით.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“.
ი. მანაგაძე
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.
2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ოდენობისა და მისი გაანგარიშების წესს ეროვნული ბანკი ადგენს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით.
3. საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დადგენილი ნორმით განკუთვნილი სახსრების შენახვა ხორციელდება ეროვნული ვალუტით, პროცენტების გადახდის გარეშე.
4. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ.
5. კომერციული ბანკების მიერ დადგენილი ნორმით სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე თანხის
შეტანა ან ამ ანგარიშზე ზედმეტად რიცხული თანხის დაბრუნება წარმოებს მხოლოდ საკორესპონდენტო ანგარიშის მეშვეობით.
6. კომერციული ბანკები ვალდებული არიან ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს წარუდგინონ კომერციული ბანკის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული პირველი დეკადის, მეორე დეკადის და თვის ბალანსები არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის 5 სამუშაო დღისა.
მუხლი 2🔗. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშება და გადახდა
1. კომერციული ბანკების მიერ მოზიდული სახსრების თვის განმავლობაში ცვლილების გათვალისწინებით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშება წარმოებს დეკადურად, კომერციული ბანკების, ასევე ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშებზე შედეგების ასახვით.
2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება: 3302, 3306, 3312, 3316, 3351-3353, 3361-3363, 3402-3408, 3412-3418, 3452-3458, 3462-3468, 3521-3523, 3531-3533, 3601-3608, 3611-3618, 3651-3658, 3661-3668, 3801-3803, 3811-3813, 4301, 4311, 4501-4506, 4508, 4509, 4511-4516, 4518, 4519 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული საკრედიტო ნაშთი.
3. სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დადგენილი ნორმით დეპონირებისათვის განკუთვნილი სახსრების ოდენობას ბანკები გამოიანგარიშებენ ყოველი თვის თითოეული დეკადის ბოლო დღის მდგომარეობით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, საბალანსო ანგარიშებზე რიცხული ნაშთის ჯამიდან.
4. კომერციული ბანკები ვალდებული არიან საანგარიშგებო დეკადაში მოზიდული სასხრების ოდენობის წინა დეკადასთან შედარებით ზრდის შემთხვევაში, დეკადის გასვლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, სათანადო გაანგარიშების და ბუღალტრული გატარებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე გადარიცხონ დამატებით შესატანი თანხა.
5. საანგარიშგებო დეკადაში მოზიდული სახსრების წინა დეკადასთან შედარებით შემცირებისას, საქართველოს ეროვნული ბანკი ზედმეტად რიცხულ თანხას დაუბრუნებს კომერციულ ბანკს ბალანსის წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღეში, ბალანსთან ერთად წარმოდგენილ მოზიდული სახსრების გაანგარიშების საბალანსო მონაცემებთან შედარების საფუძველზე. ზედმეტად რიცხული თანხის დაბრუნებას განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველო საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს უფროსის (ან მისი მოვალეობის შემსრულებლის) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
6. კომერციული ბანკის საბანკო ლიცენზიის გაუქმებისას, ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს მას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხულ თანხას სალიკვიდაციო ანგარიშზე.
7. ცალკეული კომერციული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, მისი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესრულებისაგან დროებით გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს წინადადების საფუძველზე, მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს თანხმობით და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 3🔗. დაჯარიმება და სანქციები სავალდებულო რეზერვების ნორმების დარღვევისას
1. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების მიერ თანხების სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მათ მიმართ გამოიყენებს საჯარიმო სანქციას და ვიდრე არ შეივსება ბანკის სარეზერვო ანგარიშზე დანაკლისი, ვადაგადაცილების თითოეული სამუშაო დღისათვის გადაახდევინებს გადასარიცხი თანხის 0,5 პროცენტს.
2. თუ საჯარიმო სანქციამ არ გამოიღო შედეგი, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს სხვა სახის სანქციები, კერძოდ:
ა) კომერციული ბანკის პასუხისმგებელ პირებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მათი გათავისუფლება თანამდებობიდან;
ბ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო ლიცენზია.
3. ცალკეული კომერციული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს წინადადების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეუძლია კომერციული ბანკი დროებით გაათავისუფლოს საჯარიმო სანქციების შეფარდებისაგან.