„ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016451
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №14

2021 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის  23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  ადგენს:

 


1. დამტკიცდეს თანდართული „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“.

 

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილება „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ (სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016090).

 

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
📎 დანართები (1)
14 danarti.docx

დანართი

ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და ამოცანები

1. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების (შემდგომში – ლიცენზიატები) ელექტრულ ქსელებში ელექტრული ენერგიის დანაკარგების ნორმატიული მნიშვნელობების გაანგარიშების პრინციპებსა და წესს.

2. ამ წესით გაანგარიშებული ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) დადგენილებით, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის ცალ-ცალკე.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე კომისიის მიერ დამტკიცებულ ტარიფების მეთოდოლოგიაში.

მუხლი 2. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები

1. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს ელექტროენერგიის დასაშვებ დანახარჯს, რომელიც წარმოიშობა გადამცემი და გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისას და იანგარიშება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

2. გადაცემის და განაწილების ლიცენზიატების მიერ ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება მოქმედი კანონმდებლობით.

3. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები შედგება ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგებისაგან, ელექტროენერგიის ხარჯისაგან საკუთარ მოხმარებაზე და ელექტროენერგიის კომერციული დანაკარგებისაგან (დადგენილი ნორმატივის არაუმეტეს 5%-ისა).

4. ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები წარმოადგენს ელექტრული ქსელით ელექტროენერგიის ტრანსპორტირების პროცესის აუცილებელი თანმხლები ფიზიკური პროცესებით განპირობებულ ელექტროენერგიის დანაკარგს ელექტრული ქსელის გამტარებსა და მოწყობილობებში. ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები იყოფა ორ პირობით ჯგუფად: უქმი სვლისა და დატვირთვის დანაკარგებად.

ა) უქმი სვლის დანაკარგები მოიცავს:

ა.ა) დანაკარგებს ძალოვან ტრანსფორმატორებში;

ა.ბ) დანაკარგებს რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელ მოწყობილობებში;

ა.გ) დანაკარგებს მზომ ტრანსფორმატორებში და მაღალი სიხშირის კავშირგაბმულობის მოწყობილობებში;

ა.დ) დანაკარგებს საკაბელო ხაზების იზოლაციაში;

ა.ე) დანაკარგებს ელექტრულ გვირგვინზე;

ა.ვ) დანაკარგებს, გამოწვეულს ელექტრული დენის გაჟონვით გადამცემი ხაზების იზოლატორების ზედაპირებზე.

ბ) დატვირთვის დანაკარგები მოიცავს:

ბ.ა) დანაკარგებს ელექტროგადამცემ საჰაერო და საკაბელო ხაზებში;

ბ.ბ) დანაკარგებს ძალოვან და ვოლტდამმატ ტრანსფორმატორებში;

ბ.გ) დანაკარგებს დენის და ძაბვის გამზომ ტრანსფორმატორებში;

ბ.დ) დანაკარგებს მაღალი სიხშირის გადამღობებში;

ბ.ე) დანაკარგებს დენშემზღუდ რეაქტორებში;

ბ.ვ) დანაკარგებს გარდამსახ მოწყობილობებში.

ბ.ზ.)დანაკარგებს რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელ მოწყობილობებში.

5. საკუთარ მოხმარებაზე ელექტროენერგიის ხარჯი არის ქვესადგურების (ქვესადგურების გამართული მუშაობისა და საექსპლუატაციო პერსონალის სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად) საჭირო ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) ტრანსფორმატორების გაგრილება;

ბ) ქვესადგურის შენობების განათება, გათბობა, ვენტილაცია-კონდიცირება და საშხაპის ცხელი წყლით უზრუნველყოფა;

გ) ქვესადგურის ტერიტორიის განათება;

დ) აკუმულატორების დამუხტვის მოწყობილობების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) ქვესადგურებზე ოპერატიული წრედებისა და მართვის წრედების კვება;

ვ) ძაბვის კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობების უჯრედების (რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობებით, მრიცხველებით ან ამომრთველებით) და გარე დაყენების სარელეო კარადების შეთბობა, გაგრილება და ვენტილაცია;

ზ) ამომრთველების ავზებისა და ამძრავების შეთბობა;

თ) გამყოფებსა და მოკლედჩამრთველების ამძრავების შეთბობა;

ი) ტრანსფორმატორების დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობების ამძრავებისა და ზეთიანი ავზების შეთბობა;

კ) გამთიშველების ელექტროძრავიანი ამძრავების შეთბობა;

ლ) ელექტროენერგიის აღრიცხვის მეორად წრედებში ჩართული და საკომუნიკაციო არხებით/ტექნოლოგიებით აღრიცხვის მონაცემთა შეგროვება- დამუშავება-გადაცემისთვის გამოყენებული მოწყობილობის/აპარატურის ელექტრულ კვებაზე, გაგრილებაზე, ვენტილაციაზე, განათებაზე ან/და შეთბობაზე.;

მ) სააგრეგატო კარადებისა და საჰაერო ამომრთველების მართვის კარადების შეთბობა;

ნ) კომპრესორების კვება;

ო) ჰაერშემკრებების შეთბობა;

პ) ელექტროენერგიის დანახარჯი სინქრონულ კომპენსატორებსა და დამხმარე მოწყობილობებში;

ჟ) კავშირგაბმულობისა და ტელემექანიკის აპარატურის ელექტროკვება;

რ) ექსპლუატაციის პროცესში შესრულებული სარემონტო სამუშაოები;

ს) ელექტროენერგიის დანახარჯი სხვადასხვა ტუმბოში, დისტილიატორში, მცირე ჩარხსა და მოწყობილობაში.

ტ) II დონის SCADA სისტემაში შემავალი მოწყობილობების (რომელთა დანიშნულებაა ქვესადგურის ან/და გადამცემი ქსელის რეჟიმული პარამეტრების მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და მართვა) და I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის მოწყობილობების ელექტროენერგიის დანახარჯი. კერძოდ:

• მართვისა და სარელეო დაცვის ციფრული რელეების ელექტროენერგიის დანახარჯი;

• ქვესადგურის მართვისა და მონიტორინგის სისტემის სერვერების და კომპიუტერის ელექტროენერგიის დანახარჯი;

• ქვესადგურის ქვედა და ზედა დონის ქსელის კომუნიკაციის ელემენტების (L2 და L3;

დონის სვიჩები, ICON, SDH, Repiter, PLC, რადიო და სხვა) ელექტროენერგიის დანახარჯი;

• ელექტრული კვების მოწყობილობების (აკუმულატორების დამუხტვა-განმუხტვის მოწყობილობები_ინვერტორები) ელექტროენერგიის დანახარჯი;

• სხვა კავშირგაბმულობისა და ტელემექანიკის აპარატურის ელექტროენერგიის დანახარჯი.

უ) ქვესადგურის ვიდეო მართვისა და მონიტორინგის სისტემის CCTV (Closed Circuit TV)

სერვერის, კამერების და სხვა დამხმარე მოწყობილობების ელექტროენერგიის დანახარჯი;

ფ) IT ინფრასტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა ფუნქციონალის მქონე ინფორმაციის შემნახველი და გადამამუშავებელი აპარატურის ელექტროენერგიის დანახარჯი“.

6. ელექტროენერგიის კომერციული დანაკარგები არის:

ა) ელექტროენერგიის დანაკარგები, რომლებიც განპირობებულია ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემაში შემავალი აღრიცხვის კვანძების ელემენტების (დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების, მრიცხველების და სხვ.) ტექნიკური მახასიათებლებით და მუშაობის რეჟიმებით;

ბ) ელექტროენერგიის დანაკარგები, გამოწვეული ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესის არასათანადო ორგანიზების შედეგად.

მუხლი 3. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დადგენის წესი

1. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დადგენისათვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების პრინციპები, რომლებიც:

ა) ემყარება გადაცემის ან განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის ელექტრულ ქსელში რეგულირების პერიოდში ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯების ასახვას მომდევნო რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის ნორმატიულ დანაკარგებში;

ბ) ლიცენზიატს აძლევს ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის შემცირების მოტივაციას.

2. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის დადგენა ხდება ყოველი რეგულირების პერიოდისათვის, რომელიც გადაცემისა და განაწილების თითოეული ლიცენზიატისათვის განისაზღვრება კომისიის მიერ ინდივიდუალურად. შესაბამისად, ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის დადგენა ხდება რეგულირების პერიოდის დაწყების წინა წელს – ტარიფების გაანგარიშების წელს (t). რეგულირების პერიოდისათვის ნორმატიული დანაკარგი დგინდება სატესტო წლის (t-1) ბაზაზე, შემდეგი წესით:

ა) განისაზღვრება სატესტო წლის (t-1) წინა სამი წლის (lt − 2 ,lt − 3,lt − 4) ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული (l) შემდეგი ფორმულით:

$l_{საშ\ }^{ფ} = \frac{1}{3}\left( {l_{t - 2}^{ფ}}_{\ } + l_{t - 3}^{ფ} + l_{t - 4}^{ფ} \right)\ ,$ (1);

ბ) განისაზღვრება სატესტო წლის (t-1) წინა სამი წლის  (lt − 2 ,lt − 3,lt − 4) ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებლების საშუალო წლიური ტრენდის (ცვლილების ტენდენცია) მაჩვენებელი (T) შემდეგი ფორმულით:

$T_{საშ} = \frac{1}{2}\left\lbrack \frac{l_{t - 4}^{ფ} - l_{t - 3}^{ფ}}{l_{t - 4}^{ფ}} + \frac{l_{t - 3}^{ფ} - l_{t - 2}^{ფ}}{l_{t - 3}^{ფ}} \right\rbrack\ $, (2);

გ) განისაზღვრება სატესტო წლის (t-1)-ის ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებლების მოსალოდნელი შედეგი (lt − 1 ) საშუალო წლიური ტრენდის მაჩვენებლის მიხედვით:

lt − 1 = (1−T) * l  , (3);

დ) სატესტო წლის (t-1) ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის მოსალოდნელი შედეგი (lt − 1) შეედრება ამავე წლის ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის მაჩვენებელს (lt − 1) და მათ შორის უმცირესი აირჩევა მომავალი რეგულირების პერიოდის (t+1,t+2,t+3 ...) ნორმატიულ დანაკარგად (T + 1, T + 2  T + 3) სამიზნე მაჩვენებელი):

MIN(l,  lt − 1f) = lt + 1….l = MIN(lt − 1lt − 1) , (4).

3. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფების დათვლის წლის (t ) წინა ოთხი წლის  (lt − 1, lt − 2 ,lt − 3,lt − 4) ტრენდი (ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის ცვლილების ტენდენცია) აღმავალია ან ტრენდის საშუალო მაჩვენებელი ნულის ტოლია, მომავალი რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის განსაზღვრისათვის გამოიყენება შემდეგი წესი:

ა) ტარიფების დათვლის წლის ფაქტობრივი დანახარჯის მოსალოდნელი შედეგი (lt)   განისაზღვრება (t − 1), (t−2), (t−3), (t−4)  პერიოდის ფაქტიური დანახარჯების (lt − 1, lt − 2, lt − 3, lt − 4) საშუალო სიდიდისა და შედარებითი ანალიზით (ბენჩმარკინგი) მეთოდით (იმავე საწარმოს ისტორიული მონაცემების ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის უმცირესი ტრენდის მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 0.01 –ისა) მიღებული ტრენდის მაჩვენებლის (Tmin)გამოყენებით, ფორმულით:

$l_{t}^{მ} = \left\lbrack \frac{1}{4}\left( l_{t - 1}^{ფ} + l_{t - 2}^{ფ} + l_{t - 3}^{ფ}{+ l}_{t - 4}^{ფ} \right) \right\rbrack*(1 - T_{საშ}^{\min})$, (41)

ბ) ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები და საკუთარი მოხმარება (lt, ) იანგარიშება სტანდარტიზებული მეთოდოლოგიით ან სერტიფიცირებული პროგრამული პროდუქტით მე–7 მუხლის მე-6 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ტარიფების დათვლის (t) პერიოდისათვის.

გ) რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის ნორმატიულ დანაკარგად აიღება "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ტარიფების დათვლის წლის ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის მოსალოდნელ შედეგსა და ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ და 5%–ით გაზრდილ სიდიდეს შორის უმცირესი მაჩვენებელი:

l = MIN[lt, (lt, *1,05)], (5).

დ) იმ შემთხვევაში თუ ქსელურ კომპანიას არ აქვს ტარიფების დათვლის წლის წინა ოთხი წლის საქმიანობის ისტორია, ან ქსელის სტრუქტურა ან/და დატვირთვები სატესტო წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა, მომავალი რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული და 5%–ით გაზრდილი სიდიდე, მაგრამ არა უმეტეს ამ წესების მე –5 მუხლით განსაზღვრული, ტარიფების გაანგარიშების წლის წინა სამი წლის (t-1; t-2 და t-3) ფაქტობრივ დანახარჯებს შორის უდიდესზე (ეხება მხოლოდ მე–2 შემთხვევას- ქსელის სტრუქტურის ან და დატვირთვების მნიშვნელოვნად შეცვლას );

ე) ქსელის სტრუქტურის ან/და მისი დატვირთვების მნიშვნელოვნად ცვლილება გამანაწილებელი ქსელისათვის მოიცავს შემდეგ შემთხვევებს და არამარტო:

ე.ა.)განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან გადაცემის ქსელში ელექტროენერგიის გაცემის ოდენობა სატესტო (t − 1) წელს გაიზარდა 10%–ით (t−2) წელთან შედარებით;

ე.ბ.)განაწილების ლიცენზიატის ქსელში მიღებული ენერგიის ოდენობა შემცირდა სატესტო (t − 1) წელს 10%–ით (t−2) წელთან შედარებით (განაწილების ლიცენზიატის ქსელზე მიერთებული აბონენტი, მის მიერ აშენებული პირდაპირი ხაზით, მიუერთდა გადაცემის ქსელს ან ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურის სალტეს);

ე.გ.) განაწილების ლიცენზიატების ქსელის (10–6-3.3 კ.ვ) საფეხურებზე ელექტროენერგიის გაცემა 10%–ით ან ჯამურად 15%–ით გაიზარდა სატესტო (t − 1) წელს (t−2) წელთან შედარებით;

ე.დ.) ქსელური აქტივების გადაცემა განაწილების ლიცენზიატისათვის.

ვ) ქსელის სტრუქტურის ან/და მისი დატვირთვების მნიშვნელოვნად ცვლილება გადამცემი ქსელისათვის მოიცავს შემდეგ შემთხვევებს და არამარტო:

ვ.ა) გადაცემის ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტი ან/და იმპორტი კონკრეტულ მიმართულებაზე 20% -ით გაიზარდა სატესტო (t-1) წელს (t-2) წელთან შედარებით;

ვ.ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული, დასავლეთ საქართველოში განთავსებული ჰიდრო-გენერაციის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში (t-1) წელს (t-2) წელთან შედარებით 5% -ით შემცირდა ან გაიზარდა.

ვ.გ) გადაცემის ლიცენზიატების ქსელის (110-35 ან/და 10-6 კვ) საფეხურებზე ელექტროენერგიის გაცემა 10%–ით ან ჯამურად 15%–ით გაიზარდა სატესტო (t − 1) წელს (t−2) წელთან შედარებით;

ვ.დ.) გადაცემის ლიცენზიატის ქსელური აქტივების (110-35 კვ) გადაცემა განაწილების ლიცენზიატისათვის

მუხლი 4. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯები

1. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯები წარმოადგენს ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგებისა და საკუთარ მოხმარებაზე ელექტროენერგიის ხარჯის ჯამს. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები იანგარიშება, როგორც სხვაობა გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში მიღებული და გაცემული (რომელშიც არ შედის საკუთარ მოხმარებაზე ელექტროენერგიის ხარჯი) ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის, რომელიც გამოითვლება აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების მიხედვით.

2. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები მოიცავს ელექტროენერგიის ტექნიკურ და კომერციულ დანაკარგებს.

3. გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები გამოითვლება აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების მიხედვით, ჯამურად და ძაბვის საფეხურების მიხედვით, ხოლო საკუთარი მოხმარება ქვესადგურებში განთავსებული საკუთარი მოხმარების აღრიცხვის კვანძების გამოყენებით

4. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღრიცხვის სისტემა სრულად არ არის მოწესრიგებული და ცნობილია მხოლოდ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანაკარგი, ელექტროენერგიის დანაკარგების მიკუთვნება (ალოკაცია) ძაბვის სხვადასხვა საფეხურისათვის მოხდება ამ წესების მე–6 მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.

მუხლი 5. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯების განსაზღვრის პრინციპები

1. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯების გაანგარიშებისას ლიცენზიატმა უნდა გამოიყენოს ამ მუხლში მოყვანილი სიდიდეები და მათი გაანგარიშების ფორმულები.

2. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა შეადგენს გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ძაბვის თითოეულ საფეხურზე მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

$E_{მიღ\Sigma} = \sum_{}^{}{E_{მიღ.i\ \ \ },}$ (6),

სადაც:

EΣ – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა (კვტ.სთ);

E.i – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის i-ურ ძაბვის საფეხურზე (500, 400, 330, 220, 110, 35, 10, 6, 3,3 და 0,4 კვ) მიღებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა (კვტ.სთ).

3. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელიდან გაცემული და დარიცხული (აღრიცხვის ხელსაწყოების გაუმართაობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დარიცხული ელექტროენერგია) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა შეადგენს გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ძაბვის თითოეული საფეხურიდან გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

$E_{გაც\Sigma} = \sum_{}^{}E_{გაც.i\ \ ,\ }$ (7),

სადაც:

EΣ – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელიდან გაცემული და დარიცხული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა (კვტ.სთ);

E.i – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის i-ური ძაბვის საფეხურიდან (500, 400, 330, 220,110, 35, 10, 6, 3,3 და 0,4 კვ) გაცემული და დარიცხული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა (კვტ.სთ).

4. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანაკარგები იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

$\ {\mathrm{\Delta}E}_{\Sigma} = E_{მიღ\Sigma\ }–E_{გაც.\Sigma} - E_{საკ.\Sigma\ } = \sum_{}^{}{\mathrm{\Delta}E}_{i}$ , (8),

სადაც,

ΔEΣΔWΣ – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანაკარგები (კვტ.სთ);

ΔEi ΔWi – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის i-ური ძაბვის საფეხურზე (500, 400,330,220,110, 35, 10, 6, 3,3 და 0,4 კვ) ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგების სრული რაოდენობა (კვტ.სთ.);

EΣ – ელექტროენერგიის ჯამური საკუთარი მოხმარება გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურებში (კვტ.სთ).

5. ელექტროენერგიის ჯამური საკუთარი მოხმარება გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურებში წარმოადგენს გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქსელის ძაბვის თითოეულ საფეხურზე საკუთარი მოხმარებების ჯამს და იანგარიშება შედეგი ფორმულით:

$E_{საკ..\Sigma} = \sum_{}^{}E_{საკ.i}$ (10) ,

სადაც:

E.iW.i – ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარება გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქსელის i-ური ძაბვის საფეხურის (500, 220, 110, 35, 10 და 6 კვ) ქვესადგურებში (კვტ.სთ).

6. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანახარჯები მოიცავს გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამურ ფაქტობრივ დანაკარგებსა და ელექტროენერგიის ჯამურ საკუთარ მოხმარებას გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურებში ან/და აღრიცხვის კვანძების უწყვეტი კვების ბლოკებში და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

$E_{\Sigma\ } = {\mathrm{\Delta}E}_{\Sigma} + E_{საკ.\Sigma} = \sum_{}^{}E_{i}$ , (11),

:

EΣ – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანახარჯები (კვტ.სთ);

Ei – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის i-ური ძაბვის საფეხურზე ელექტროენერგიის სრული ფაქტობრივი დანახარჯი (კვტ.სთ).

7. ელექტროენერგიის სრული ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებელი (li %) ძაბვის საფეხურების მიხედვით დგინდება ფორმულით:

$l_{i}^{ფ}\% = \frac{E_{i}}{E_{მიღ\Sigma}}\ \times \ 100\%\ \ ,$ $l_{ti}^{ფ}\% = \frac{E_{i}}{W_{\Sigma}}\ 100\%$(12).

9. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის საშუალებით ხორციელდება ელექტროენერგიის ტრანზიტი, ქსელის მფლობელი გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ელექტროენერგიის დანახარჯების შესახებ ანგარიშში განცალკევებულად წარმოადგინოს ინფორმაცია ტრანზიტის მარშრუტის, რაოდენობისა და ტრანზიტით გამოწვეული დანაკარგების შესახებ;

ბ) ტრანზიტით გამოწვეული ელექტროენერგიის დანახარჯები არ აისახება კონკრეტული გადაცემის ლიცენზიატისთვის დადგენილ ნორმატიულ დანაკარგებში.

მუხლი 6. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯებისა და დანაკარგების ალოკაციის პრინციპები

1. ძაბვის საფეხურების მიხედვით ელექტროენერგიის დანახარჯის ალოკაცია (განაწილება) უნდა ემყარებოდეს აღრიცხვის სისტემის მონაცემებს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც აღრიცხვის სისტემა სრულად არ არის მოწესრიგებული და ცნობილია მხოლოდ ქსელში ჯამური ფაქტობრივი დანაკარგი, ელექტროენერგიის დანაკარგების მიკუთვნება (ალოკაცია) უნდა მოხდეს ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) ჯამური ფაქტობრივი დანაკარგი მოიცავს ორ გამსხვილებულ ემპირიულ კომპონენტს:

ა.ა) უქმი სვლის დანაკარგებს ტრანსფორმატორებში, რომლებიც ექსპერტული შეფასებით აიღება 20%–ის ფარგლებში;

ა.ბ) დატვირთვის დანაკარგებს საჰაერო და საკაბელო ხაზებში, რომლებიც ექსპერტული შეფასებით აიღება 80%–ის ფარგლებში;

ა.გ) ძაბვის i-ურ საფეხურზე უქმი სვლის დანაკარგები ნაწილდება მოცემულ საფეხურზე ტრანსფორმატორების სიმძლავრის პირდაპირპროპორციულად, ხოლო დატვირთვის დანაკარგები – მოცემულ საფეხურზე მიღებული ენერგიის პირდაპირპროპორციულად და საფეხურის ეკვივალენტური ძაბვის ფარდობითი მაჩვენებლის კვადრატის უკუპროპორციულად.

ბ) ძაბვის პირველი (ზედა) საფეხურის ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგები განისაზღვრება როგორც ჯამური დანაკარგის ნაწილი და იანგარიშება ფორმულით (კვტ.სთ):

$\mathrm{\Delta}E_{1} = \mathrm{\Delta}E_{\Sigma}\left\lbrack 0.2\ \frac{S_{1}}{S_{\Sigma}} + 0.8\ \frac{E_{მიღ.1}}{E_{მიღ.\Sigma}}\ \left( \frac{U_{ექ}^{'}}{U_{ექ.1}} \right)^{2} \right\rbrack$ , (13),

სადაც:

ΔEΣ – ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანაკარგები, (კვტ.სთ);

E.1 – ძაბვის პირველ საფეხურზე მიღებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა (კვტ.სთ);

E.Σ – ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა (კვტ.სთ);

SΣ  – ტრანსფორმატორების ჯამური სრული სიმძლავრე (კვა);

 S1  – ტრანსფორმატორების სრული სიმძლავრე პირველ საფეხურებზე (კვა);

u – დანაკარგების ძაბვის ეკვივალენტური სიდიდე პირველ საფეხურებზე ელექტროენერგიის მიღებისას. მაგალითად:

$u_{ექ}^{'} = \sqrt{\frac{U_{110}^{2}*l_{110} + \ldots + U_{0,4}^{2}*l_{0,4}}{l_{110} + \ldots + l_{0,4}}}$ , (14);

u.1 – მოცემული საფეხურების ძაბვის ეკვივალენტური სიდიდე, მაგალითად:

$u_{ექ.1} = \sqrt{\frac{U_{110}^{2}*l_{110} + U_{35}^{2}*l_{35}}{l_{110} + l_{35}}}$ , (15);

U110U35, ….U0.4 – ძაბვის საფეხურებია (110, 35, 10, 6, 3.3 , 0.4) (კვ);

l110l35, …l0.4 – საჰაერო და საკაბელო ხაზების სიგრძეებია მოცემულ საფეხურზე (კმ).

გ) პირველი საფეხურიდან მეორე (შემდეგ) საფეხურის ქსელში გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლი იქნება (კვტ.სთ):

E1, 2 = E.1 − ΔE1 − E.1 − E.1, (16),

სადაც:

ΔE1 –ელექტროენერგიის დანაკარგები პირველი საფეხურის ქსელში (კვტ.სთ);

E.1 – ქსელის ძაბვის პირველი საფეხურიდან გაცემული და დარიცხული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა (კვტ.სთ);

E.1 – ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარება ქსელის პირველი ძაბვის საფეხურის ქვესადგურებში (კვტ.სთ).

დ) ძაბვის მეორე საფეხურზე ქსელში მიღებული ენერგია ტოლი იქნება სხვა ქსელიდან ამ საფეხურზე მიღებულ ენერგიის (E.2) რაოდენობას დამატებული იმავე ქსელის ზედა საფეხურიდან მოცემულ საფეხურზე ჩამოსული ენერგიის რაოდენობა (E1, 2 ). შესაბამისად,

მეორე საფეხურის ქსელში დანაკარგი ტოლი იქნება (კვტ.სთ):

$\Delta E_{2\ } = \left( \Delta E_{\Sigma} - \Delta E_{1} \right)\left\lbrack 0.2\frac{S_{2}}{S_{\Sigma}} + 0.8\frac{E_{მიღ.2} + E_{1,2}}{E_{მიღ.\Sigma}}\left( \frac{U_{ექ}^{''}}{U_{ექ.2}} \right)^{2} \right\rbrack\ ,$ (17),

სადაც:

u - დანაკარგების ძაბვის ეკვივალენტური სიდიდე მეორე საფეხურებზე ელექტროენერგიის მიღებისას. მაგალითად:

$u_{ექ}^{''} = \sqrt{\frac{U_{10}^{2}*l_{10} + \ldots + U_{0,4}^{2}*l_{0,4}}{l_{10} + \ldots + l_{0,4}}}$ , (18);

 u.2 - მეორე საფეხურების ძაბვის ეკვივალენტური სიდიდეა. მაგალითად:

$u_{ექ.2} = \sqrt{\frac{U_{10}^{2}*l_{10} + U_{6}^{2}*l_{6} + U_{3,3}^{2}*l_{3,3}}{l_{10} + l_{6} + l_{3.3}}}$ , (19).

ე) დანაკარგები შემდგომ საფეხურებზე გამოითვლება ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მოცემული გამოსახულებების ანალოგიითა და ლოგიკით.

ვ) ძაბვის ბოლო საფეხურის ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგი ტოლი იქნება:

ΔE3  = ΔEΣ − ΔE1   − ΔE2 , (20).ΔW3  = ΔWΣ − ΔW1   − ΔW2

მუხლი 7. ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება

1. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატებმა ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით.

2. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დადგენის ან/და დადგენილი ნორმატიული დანაკარგის კორექტირების მოთხოვნის წარმოდგენა კომისიაში გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ უნდა მოხდეს ტარიფების დადგენის ან/და კორექტირების (იმ შემთხვევაში თუ ასევე არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება) განაცხადის კომისიაში წარმოდგენის პარალელურად, განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში ამ წესის მე–3, მე–4, მე–5, მე–6 და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული გაანგარიშებებთან და დასაბუთებებთან ერთად.

3. გადაცემის და განაწილების ლიცენზიატს ნორმატიული დანაკარგები უდგინდება რეგულირების პერიოდის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. თუ კონკრეტული რეგულირების პერიოდში გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ელექტრულ ქსელებში მოხდა ამ წესების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ქსელის სტრუქტურის ან/და დატვირთვების ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც გამოიწვია ლიცენზიატის ქსელში ფაქტობრივი დანაკარგების კომისიის მიერ დამტკიცებულ ნორმატიულ დანაკარგებთან მიმართებაში ზრდა არანაკლებ 5%-ისა წლიურ ჭრილში ან/და 10%-ისა კონკრეტული წლის განვლილი არანაკლებ სამი თვის პერიოდში (აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს ელექტროენერგიის მიღების და გაცემის წერტილებში საანგარიშსწორებო აღრიცხვის მონაცემებით), მაშინ კომისია უფლებამოსილია ლიცენზიატის მიერ სათანადო დასაბუთებისა და ფაქტობრივი მონაცემების კომისიაში წარმოდგენის შედეგად მოახდინოს დანაკარგების ნორმატივის ან/და მისი სტრუქტურის (ძაბვის საფეხურებს შორის გადანაწილება) გადაანგარიშება - კორექტირება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

ა) იმ შემთხვევაში თუ ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშება მოთხოვნილია რეგულირების პერიოდის პირველ წელს:

ა.ა.) ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები და საკუთარი მოხმარება იანგარიშება სტანდარტიზებული მეთოდოლოგიით ან სერტიფიცირებული პროგრამული პროდუქტით, მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ რეგულირების პერიოდის ტარიფების დათვლის წლისათვის;

ა.ბ.) დარჩენილი რეგულირების პერიოდის ნორმატიული დანაკარგის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტით გაანგარიშებული და 5%-ით გაზრდილი სიდიდე, მაგრამ არაუმეტეს ამ წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული, (t) , (t-1), (t-2) წლების ფაქტობრივ დანაკარგებს შორის უდიდესისა.

ბ)იმ შემთხვევაში თუ ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშება მოთხოვნილია რეგულირების პერიოდის მეორე ან შემდგომ წლებში:

ბ.ა.) ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები და საკუთარი მოხმარება იანგარიშება სტან-დარტიზებული მეთოდოლოგიით ან სერტიფიცირებული პროგრამული პროდუქტით, მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადაანგარიშების მოთხოვნის წინა წლისათვის.

ბ.ბ) დარჩენილი რეგულირების პერიოდის ნორმატიული დანაკარგის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ პუნქტის ბ.ა) ქვეპუნქტით გაანგარიშებული და 5%-ით გაზრდილი სიდიდე, მაგრამ არაუმეტეს ამ წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული, გადაანგარიშების წლის წინა სამი წლის (მაგ. t+1; t ; t-1 და ა.შ.) ფაქტობრივ დანაკარგებს შორის უდიდესისა.

ბ.გ.) ამ ქვეპუნქტით გადაანგარიშების მოთხოვნა კომისიის მიერ განსახილველად მიღებულ იქნება იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე რეგულირების პერიოდის წინა წლის, ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაჩვენებელი ნაკლებია 0.1-ზე;

5. თუ კონკრეტული რეგულირების პერიოდში გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ელექტრულ ქსელებში ფაქტობრივი დანაკარგები კომისიის მიერ დამტკიცებულ ნორმატიულ დანაკარგებთან მიმართებაში შემცირდა არანაკლებ 10%-ისა წლიურ ჭრილში, კომისია უფლებამოსილია რეგულირების შესაბამისი პერიოდის მომდევნო წლებისათვის გადაიანგარიშოს ნორმატიული დანაკარგების ოდენობა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის და დასაბუთების საფუძველზე.

6. ლიცენზიატის მიერ კომისიაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით წარმოსადგენი დასაბუთება უნდა მოიცავდეს:

ა) ტექნიკური დანაკარგების გაანგარიშებას:

  • ქსელის დეტალური ცალხაზოვანი სქემა;

  • სქემის ელემენტების სპეციფიკაცია ტექნიკური მახასიათებლებით;

  • განგარიშებისას გამოყენებული რეჟიმების აღწერა;

  • დანაკარგების ანალიზისას გამოყენებული პროგრამული პროდუქტის აღწერა–დახასიათება და მისი ლეგიტიმურობის დადასტურება.

  • ტექნიკური დანაკარგების გაანგარიშება სხვადასხვა რეჟიმებისათვის უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

    • დატვირთვის დანაკარგები;

    • უქმი სვლის დანაკარგები;

    • დანაკარგები ეგხ –ებში ძაბვის საფეხურების მიხედვით;

    • დანაკარგები ტრანსფორმატორებში ძაბვის საფეხურების მიხედვით:

      • უქმი სვლის

      • დატვირთვის

  • ტექნიკური დანაკარგების ანალიზი–ალოკაცია და მათი შემცირების ღონისძიებათა ნუსხა და სავარაუდო საინვესტიციო პროექტები;

ბ) ფაქტობრივი დანაკარგების ანალიზს:

  • აღრიცხვის სისტემის აღწერა და მისი საშუალებით დანაკარგების განსაზღვრის და ალოკაციის შესაძლებლობების კუთხით;

  • ფაქტიური დანაკარგები ძაბვის საფეხურების მიხედვით;

  • ფაქტიური დანაკარგები რეგიონების მიხედვით (მხოლოდ განაწილების ლიცენზიატებისთვის);

  • ფაქტიური დანაკარგების ალოკაცია:

    • ტექნიკური დანაკარგები

    • კომერციული დანაკარგები

გ) ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარებას:

  • ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ფაქტიური დანაკარგების კორელაციას სხვადასხვა ფაქტორებსა და ქსელში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენასთან;

ე) დანაკარგების შემცირების ღონისძიებათა გეგმას ;

ვ) ინფორმაციას განვლილ ან/და მიმდინარე რეგულირების პერიოდში ნორმატიულ დანაკარგსა და ფაქტიურ დანაკარგებს შორის სხვაობით მიღებული სარგებელისა თუ ზარალის შესახებ (შემდგომში - სარგებელის მაჩვენებელი).

ვ.ა.) სარგებელის მაჩვენებელი (Bi) იანგარიშება :

$B_{i} = \frac{{CNL}_{t + i}^{n} - {CNL}_{t + i}^{f}}{{CNL}_{t + i}^{n}}$ , (21)

ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში არსებული ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის შესყიდვის დანახარჯი- CNLt − in , იანგარიშება კომისიის 2021 წლის #8 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილების და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-16 მუხლის შესაბამისად.

ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში არსებული ელექტროენერგიის დანაკარგის შესყიდვის ფაქტიური დანახარჯი - CNLt − if, (t-i) წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CNLt + ifPave(t+i)n * Eloss(t+i)f, (22)

სადაც:

i სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);
CNLt + if ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში არსებული ელექტროენერგიის ფაქტიური დანაკარგების შესყიდვის ღირებულება შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);
Pave(t+i)n სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის ელექტროენერგიის ფაქტიური დანაკარგების შესავსებად შესასყიდი, ტარიფში გათვალისწინებული, ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი (ლარი/კვტსთ);
Eloss(t+i)f ელექტროენერგიის ფაქტიური დანაკარგების რაოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ).