⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.02.2010)
გაუქმებულია:

“ჩანაწერით ფლობის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 03.05.2001
ძალის დაკარგვა 25.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.004.764
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 10/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,275 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.2001 მიღება
25.02.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“ჩანაწერით ფლობის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:99.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-63.0pt; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.4in; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.msoIns {mso-style-name:""; text-decoration:underline; color:teal;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.7in .7in .7in .7in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.004.764 საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №10 2001 წლის 3 მაისი                                                          ქ. თბილისი                           „ჩანაწერით ფლობის შესახებ" წესის დამტკიცების თაობაზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა: 1.  დამტკიცდეს თანდართული წესი „ჩანაწერით ფლობის შესახებ". 2.  ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების დღიდან. რ. ჰ. სინგლეტერი წესი ჩანაწერით ფლობის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგ – კანონი) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განმარტავს ტერმინის „ჩანაწერით ფლობა” მნიშვნელობას და, აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა შესრულებისაგან თავის არიდების (შემდეგ – თავის არიდება) აცილების მიზნით, ადგენს პირველი საფეხურის ნომინალური მფლობელის, ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვალდებულებებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი 1. ამ წესის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს შემდეგი მნიშვნელობა გააჩნია: ა) „პირველი საფეხურის ნომინალური მფლობელი" ნიშნავს ნომინალურ მფლობელს, რომელსაც ფასიან ქაღალდებზე ნომინალური მფლობელობის უფლება უშუალოდ ბენეფიციარი მესაკუთრისაგან აქვს გადაცემული; ბ) „ჩანაწერით ფლობა" ნიშნავს მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული ან არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ისეთ მფლობელობას, რომელიც დასტურდება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ან ამ ფასიანი ქაღალდის ემიტენტის მიერ წარმოებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის ჩანაწერებით, ხოლო თუ ეს ფასიანი ქაღალდი ნომინალურ მფლობელობაშია, მაშინ – ყოველი საფეხურის ნომინალური მფლობელის ჩანაწერებით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.     მუხლი 3🔗. ჩანაწერით მფლობელები ჩანაწერით მფლობელად ითვლება ქვემოთ ჩამოთვლილი ყოველი პირი: ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი; ბ) ფასიანი ქაღალდების ბენეფიციარი მესაკუთრე, რომლის ფასიან ქაღალდებს ნომინალური მფლობელი ფლობს; გ) ფასიანი ქაღალდების მფლობელი საინვესტიციო კომპანია ან/და საინვესტიციო ტრასტი, რომელთა საქმიანობაც საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ რეგულირდება; დ) ფასიანი ქაღალდების მფლობელი დაზღვევის ორგანიზაცია ან/და საპენსიო სქემის დამფუძნებელი, რომელთა საქმიანობაც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, ან მათი სამართალმემკვიდრე ორგანიზაციების მიერ რეგულირდება; ე) ფასიანი ქაღალდების მფლობელი ყოველი სამეწარმეო თუ არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ამ მუხლის „გ" ან „დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი არ არის და რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების ფლობა მის ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს; ვ) ფასიანი ქაღალდების მფლობელი იმ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო იურიდიული პირის ყოველი პარტნიორი (აქციონერი, წევრი), რომელიც ამ მუხლის „გ" ან „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი არ არის და რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების ფლობა მისი ძირითადი საქმიანობაა; ზ) ყოველი ის პირი, რომელიც ზემოაღნიშნული ნებისმიერი პირის ჩანაწერით ფლობაში არსებული ფასიანი ქაღალდ(ებ)ის თანამესაკუთრეა.     მუხლი 4🔗. პირველი საფეხურის ნომინალურ მფლობელთა ვალდებულებები 1. პირველი საფეხურის ნომინალურმა მფლობელმა ემიტენტსა და მისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ყოველი კალენდარული წლის დასაწყისიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარუდგინოს იმ ჩანაწერით მფლობელთა რაოდენობის ამსახველი ანგარიში, რომელთა ფასიან ქაღალდებსაც იგი წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფლობდა. 2. ემიტენტის ან მისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მოთხოვნით, პირველი საფეხურის ნომინალური მფლობელი ვალდებულია მოთხოვნიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მას იმ ჩანაწერით მფლობელთა რაოდენობის ამსახველი განახლებული ანგარიში წარუდგინოს, რომელთა ფასიან ქაღალდებსაც იგი ფლობს. 3. კომისიის მოთხოვნით პირველი საფეხურის ნომინალური მფლობელი ვალდებულია მოთხოვნიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მას იმ ჩანაწერით მფლობელთა რაოდენობის ანგარიში წარუდგინოს, რომელთა ფასიან ქაღალდებსაც იგი ფლობს, მათი ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციისა და მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის მითითებით. 4. პირველი საფეხურის ნომინალურმა მფლობელმა ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების წარდგენისათვის ტარიფი არ უნდა დააწესოს.     მუხლი 5🔗. ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრთა ვალდებულებები 1. თუ ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრმა იცის ან მას ეცნობება, რომ თავის არიდებას აქვს ადგილი, იგი ვალდებულია ამის შესახებ კომისიას დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ჩაითვლება, რომ მმართველი ორგანოს წევრმა იცის თავის არიდების შესახებ, თუ იგი: ა) როგორც ბენეფიციარი მესაკუთრე, ისეთი გარიგების მხარეს წარმოადგენს, რომელსაც შედეგად თავის არიდება მოჰყვა; ბ) ფასიანი ქაღალდების შეძენასთან, ფლობასა ან განკარგვასთან დაკავშირებული ისეთი გარიგების მხარეა, რომელსაც შედეგად თავის არიდება მოჰყვა; გ) უფლებამოსილი ან პასუხისმგებელია, რომ ფასიან ქაღალდებზე მფლობელობა დაარეგისტრიროს.     მუხლი 6🔗. რეგისტრატორების მიერ კომისიისათვის შეტყობინება 1. თუ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა თავის არიდების შესახებ იცის ან მას ეს ეცნობება, იგი ვალდებულია ამის თაობაზე კომისიას დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ჩაითვლება, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა იცის თავის არიდების შესახებ, თუ მან ეს იცის ან, თავისი მოვალეობებიდან და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა ცოდნიდან გამომდინარე, ამის ცოდნა ევალება.     მუხლი 7🔗. თავის არიდების აკრძალვა 1. თავის არიდებად ჩაითვლება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ისეთი ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით: ა) მოცემული ფასიანი ქაღალდების ჩანაწერით მფლობელთა რაოდენობას ამცირებს; ან ბ) ფასიანი ქაღალდების ჩანაწერით მფლობელს მალავს. 2. თუ პირველი საფეხურის ნომინალური მფლობელი ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე ანგარიშს არ წარადგენს, ან არასწორ ან არასრულ ანგარიშს წარადგენს, მაშინ ეს ქმედება თავის არიდებად იქნება ნავარაუდები. 3. თუ ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრი კომისიას ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებას არ წარუდგენს, ან არასწორ ან არასრულ შეტყობინებას წარუდგენს, მაშინ ეს ქმედება თავის არიდებად იქნება ნავარაუდები. 4. თუ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებას არ წარადგენს, ან არასწორ ან არასრულ შეტყობინებას წარადგენს, მაშინ ეს ქმედება თავის არიდებად იქნება ნავარაუდები.     მუხლი 8🔗. კომისიის უფლებამოსილება კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა შესრულების თავის არიდების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია: ა) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარკვეული დროით აუკრძალოს სამართალდამრღვევ პირს იყოს მმართველი ორგანოს წევრი; გ) მიმართოს სასამართლოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადებულ გარიგებათა ბათილად ცნობის ან/და, თუ კანონის დამრღვევის მოქმედების შედეგად საწარმოსა ან მისი ფასიანი ქაღალდის მფლობელს ზარალი მიადგა, მის მიერ დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ; დ) საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და აქციონერთა საერთო კრებას მისცეს რეკომენდაცია, განიხილოს მმართველი ორგანოს წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუ თავის ამრიდებელი მმართველი ორგანოს წევრია; ე) შეცვალოს, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს, ან გააუქმოს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია და განსაზღვროს დარღვევათა გამოსასწორებლად მისაღები ზომები, თუ თავის არიდების ჩამდენი პირი ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეა; ვ) გარკვეული ვადით შეუჩეროს პირს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობის უფლება; ზ) მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომას.     მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულება პირველი საფეხურის ნომინალურმა მფლობელმა ამ წესის ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ემიტენტსა და მისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს იმ ჩანაწერით მფლობელთა რაოდენობის ამსახველი ანგარიში, რომელთა ფასიან ქაღალდებსაც იგი 2001 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ფლობდა.