შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2014
ძალაში შესვლა 05.05.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №905/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016637
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2021
matsne.gov.ge 506 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2014 მიღება
05.05.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით ​(ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 15.04.2019 შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 28.04.2017 „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 04.07.2014 „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია 87% 29.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება  საქართველოს მთავრობასა და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ  საქართველოს მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროთი, და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია განათლების, კულტურისა და უნივერსიტეტის, მეცნიერული კვლევის, სოციალურ საკითხთა და გენდერული თანასწორობის სამინისტროთი, შემდგომში წოდებულნი, როგორც „ორი მხარე“ სურთ რა გააღრმავონ მათ შორის არსებული მეგობრობაზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობები, სურთ რა ხელი შეუწყონ მათ შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობას ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებენ რა, რომ კულტურის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და საზოგადოებების უკეთ გაცნობას, ხაზს უსვამენ რა კულტურული დიალოგის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და კონსოლიდაციის თვალსაზრისით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ორივე მხარემ უნდა მიაღწიოს მათი ხალხების მხატვრული და კულტურული მახასიათებლების უკეთ გაცნობასა და ღრმად გათავისებას კულტურული ღონისძიებებისა და ექსპერტების გაცვლის გზით. მუხლი 2🔗 ორივე მხარემ უნდა წაახალისოს კულტურულ სფეროში თანამშრომლობა და მათი მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, სემინარებში, ღონისძიებებში, გამოფენებში, კონფერენციებში, შეხვედრებსა და სხვა ნებისმიერ კულტურულ ღონისძიებაში, რომელიც ჩატარდება ორი ქვეყნიდან ერთ-ერთის სახელმწიფო ტერიტორიაზე. ორივე მხარემ შესაძლებელია, წინასწარ მოითათბიროს ამგვარ საერთაშორისო სემინარებთან და შეხვედრებთან დაკავშირებული კულტურული საკითხების თაობაზე. მუხლი 3🔗 ორივე მხარემ ხელი უნდა შეუწყოს მათ ისტორიულ არქივებს, ბიბლიოთეკებსა და სხვა კულტურულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. ორივე მხარე, თავიანთი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ხელნაწერების, არქივებისა და ისტორიული დოკუმენტების შესწავლასა და გამოყენებას, ითანამშრომლებენ თავიანთ ქვეყნებში არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის დარგში და გაცვლიან ექსპერტებს ამ სფეროში. მუხლი 4🔗 ორივე მხარემ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდულ საკითხებში ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას. მხარეები ასევე გაცვლიან ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მკვლევარებსა და ნაშრომებს. მუხლი 5🔗 ორივე მხარემ ხელი უნდა შეუწყოს კონტაქტებსა და გაცვლებს ლიტერატურის, სახვითი და მუსიკალური ხელოვნების, კინემატოგრაფიის, ტელევიზიისა და რადიოს, არქიტექტურის, წიგნების გამოცემის, სამუზეუმო საქმისა და არქივების დარგში, და აგრეთვე შემოქმედებით ჯგუფებს შორის და კულტურისა და ხელოვნების სხვა სფეროებში. მუხლი 6🔗 წარმგზავნი მხარე გაიღებს მისი დელეგაციის მგზავრობის ხარჯებს, ხოლო მასპინძელი მხარე გაიღებს მათი განთავსების, ტრანსპორტირებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯებს შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. წარმგზავნი მხარე გაიღებს მისი მხატვრული გამოფენების, წიგნებისა და კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სხვა ტექნიკური მოთხოვნების საერთაშორისო ტვირთების ხარჯებს. მან უნდა გაწიოს ვალუტის, მემკვიდრეობის ცხრილების, ხელოვნების შედევრებისა და სხვა მხატვრული მასალების დაზღვევის ხარჯები, ხოლო მასპინძელი მხარე გაიღებს ქვეყნის შიგნით ტვირთებისა და გამოფენების პერიოდის განმავლობაში ამ მასალების დაცვის ხარჯებს. მუხლი 7🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა კომპეტენტურ უწყებებს შორის დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებების გზით. მუხლი 8🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გზით. ამ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. შესრულებულია 2014 წლის 3 ივლისს, ქ. რომში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით ​(ხელმოწერილია)