“საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის სსც “საქნაპირდაცვის” შესახებ”

მიღების თარიღი 09.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.116.004.609
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 30/01/2001
matsne.gov.ge 1,336 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის სსც “საქნაპირდაცვის” შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-38.3pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 42.45pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.116.004.609 საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №1 2001 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის სსც „საქნაპირდაცვის” შესახებ „საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ სანდის” (“საქნაპირდაცვის”) შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 აგვისტოს № 386 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის სსც „ საქნაპირდაცვის” წესდება. 2. ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის სსც „საქნაპირდაცვის” დირექტორად დაინიშნოს ბატონი ტარიელ ბერიძე და მიენიჭოს მას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მ. ჩხენკელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი სსც “საქნაპირდაცვა” წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი სსც „საქნაპირდაცვა” (შემდგომში – „საქნაპირდაცვა”) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 აგვისტოს № 386 ბრძანებულებით, სახაზინო საწარმო „სანდი”-ს რეორგანიზაციის გზით და არის მისი სამართალმემკვიდრე. 2. „საქნაპირდაცვა” თავისი სტრუქტურით წარმოადგენს დაწესებულებას. 3. „საქნაპიდაცვა” შექმნილია უვადოდ. 4. ორგანიზაციის სრული ოფიციალური დასახელებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა  და  მართვის სამეცნიერო-საწარმოო  ცენტრი  სსც „საქნაპირდაცვა”.         5. ორგანიზაციის შემოკლებული დასახელებაა სსც “საქნაპირდაცვა”. 6. იურიდიული მისამართი: ინდექსი 380086, ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №5ა.  7. „საქნაპირდაცვა” არის იურიდიული პირი. იგი ამ სტატუსს იძენს წესდების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან. მას აქვს ბეჭედი საფირმო დასახელებით, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში დამოუკიდებელი ბალანსი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები. 8. „საქნაპირდაცვის” საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ურბანიზაციისა  და მშენებლობის სამინისტროს ბრძანებით და მოცემული წესდებით.     მუხლი 2🔗. „საქნაპირდაცვის” მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. „საქნაპირდაცვის” მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო დარგის განვითარებისათვის იმ ღონისძიებების გატარება, რომელთა შესრულება უშუალოდ არ შედის საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლოს სამინისტროს კომპეტენციაში, მაგრამ განეკუთვნება მისი საქმიანობის სფეროს, კერძოდ: ა) ზღვისა და მდინარეების ნაპირების ფორმირების პროცესების შესწავლა, მართვა და საინჟინრო დაცვა; ბ) ნაპირების დაცვა – აღდგენის ღონისძიებათა ეფექტურობის ამაღლება მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. 2. „საქნაპირდაცვის” ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დავალების შესაბამისად, ზღვისა და მდინარეების ნაპირების ფორმირების პროცესების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის ნორმების, წესების და სხვა დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და სამინისტროში წარდგენა მათი შემდგომი დამტკიცებისათვის; აღნიშნული ნორმატივების პრაქტიკაში დანერგვა, მათ მოქმედებაზე მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სათანადო წინადადებების მომზადება; ბ) სანაპირო ზონებში მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგი, ამ პროცესების ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა და ნაპირების განვითარების პროგნოზირება; გ) სანაპირო ზონებში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ნაპირების მოსალოდნელი დეგრადაციის შედეგების განსაზღვრა და ნაპირაღდგენით ღონისძიებათა განხორციელება; დ) სანაპირო ზონების სახელმწიფო კადასტრის წარმოება; ე) საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, ინვესტიციების, გრანტების და სხვა დახმარებების მოზიდვა სამართლებრივ-ნორმატიული ბაზის შემუშავების, ინსტიტუციონალური მოწყობის, სანაპირო ზონის კვლევის, მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიის შემუშავების, პროექტირების, ტექნოლოგიების დანერგვისა და ნაპირაღდგენითი ღონისძიებების გატარების მიზნით. 3. “საქნაპირდაცვის” საქმიანობის საგანია: ა)საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემების შედგენა, მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და მუდმივი მეთვალყურეობის უბნების განსაზღვრა; ბ) ტერიტორიული განვითარების მიზნით სანაპირო ზონის საინჟინრო დაცვა-აღდგენასთან დაკავშირებული სტაციონარულ-სარეჟიმო, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება, დამკვეთის ფუნქციების განხორციელება; გ) სანაპირო ზონებში ჭარბი ნატანის აკუმულაციის უბნების გამოვლენა და მისი გამოყენება ნაპირების დაცვა-აღდგენის მიზნით; დ) სანაპირო ზონების ბუნებრივი კომპონენტების და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა; ე) ზღვისა და მდინარეების მორფოდინამიკისა და საინჟინრო დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე კონფერენციების, სემინარების   და კოლოქვიმების მოწყობა; ვ) მიღწეული მეცნიერული შედეგების პერიოდული პუბლიკაცია, საზოგადოების ინფორმაციული უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. ქონება 1. საჯარო სახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებისათვის სსც „საქნაპირდაცვას” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით გადაეცემა სახაზინო საწარმო „სანდის” ბალანსზე რიცხული ქონება. 2. შემდგომში „საქნაპირდაცვის” ქონების ფორმირების წყარო შეიძლება გახდეს მისი საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და  კანონით ნებადართული სხვა წყაროები.     მუხლი 4🔗.  მართვა 1. „საქნაპირდაცვის” საქმიანობაზე ზედამხედველობას და სახელმწიფოებრივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად. 2. „საქნაპირდაცვას” მართავს ხელმძღვანელი – დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი და აფორმებს მასთან კონტრაქტს. 3.  კონტრაქტში აისახება: ა) მინიჭებული უფლებები; ბ) მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; გ) შრომის ანაზღაურების პირობები; დ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები. 4. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ენიჭება წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დირექტორი საგანგებო რწმუნებების გარეშე მოქმედებს თავისი დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ბანკებში ხსნის ანგარიშებს, აკომპლექტებს დაწესებულებას თანამშრომლებით (მოადგილეებს ნიშნავს მინისტრთან შეთანხმებით), აფორმებს მათთან შრომის ხელშეკრულებებს, გამოსცემს ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და განკარგულებებს. სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, საშტატო განრიგს და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესს და ოდენობას. 5. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, „საქნაპირდაცვის” საკუთრებაში მყოფ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 6. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე. 7. დირექტორი კონტრაქტის ვადის გასვლამდე თანამდებობიდან შეიძლება განთავისუფლდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი 1. „საქნაპირდაცვა” ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მხრიდან, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილებები. 4. “საქნაპირდაცვამ” მხოლოდ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხების აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. ამ მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო “ა”, “ბ”, “გ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა. 5. გარდა ზემოაღნიშნულისა, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს: ა) „საქნაპირდაცვის” განვითარების მიმართულებებსა და გრძელვადიან პროგრამებს; ბ) მოგების განვითარების წესს; გ) ბალანსებს; დ) არაფულად (მატერიალურ) ფასეულობათა შეფასების აქტებს; ე) ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის საკითხებს.     მუხლი 6🔗. დაფინანსება 1. “საქნაპირდაცვის” დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება “საქნაპირდაცვის” წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. „საქნაპირდაცვა” ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2. „საქნაპირდაცვის” წლიურ ბალანსს ამოწმებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტორი.     მუხლი 8🔗. საქმიანობის შეწყვეტა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. თუ „საქნაპირდაცვა” არსებითად გადავა ძირითადი საქმიანობიდან განსხვავებულ სამეწარმეო საქმიანობაზე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დააყენებს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხს. 2. ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს აგრეთვე „საქნაპირდაცვის” მიერ დასახული მიზნის  მიუღწევლობა. 3. „საქნაპირდაცვა” შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 4. „საქნაპირდაცვის” საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, იგი აგრძელებს არსებობას. 5. „საქნაპირდაცვის” ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დირექტორი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 7. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც ხდება წესდების დამტკიცება.