ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 15.06.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №253
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016618
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მომღერალ ნუგზარ აფხაიძის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე N44 ქუჩისათვის „ირაკლი ბაქანიძის“ სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა კოხრეიძის ქუჩისთვის სპორტსმენის, მოჭიდავის ვლადიმერ რუბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
253
2021 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის ფილოსოფოსის
თამაზ ბუაჩიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩას მიენიჭოს ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე