ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის სამადლოს სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 15.06.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №254
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016619
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში არჯევან ანანიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბათუ კრავეიშვილის ქუჩისთვის ნიაღვრის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნაძვების ქუჩის მონაკვეთისთვის ნაძვების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის სამადლოს სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №254
2021 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის სამადლოს სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს მიენიჭოს სამადლოს სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე