„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს საინვესტიციო ცენტრი”- ს შექმნის შესახებ”

მიღების თარიღი 12.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 040.020.020.11.109.004.612
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 30/01/2001
matsne.gov.ge 1,424 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს საინვესტიციო ცენტრი”- ს შექმნის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:Grigolia; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif"; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:113.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-77.4pt; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:42.55pt 49.7pt 42.55pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 040.020.020.11.109.004.612 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №5 2001 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის” შექმნის შესახებ „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის  337 ბრძანებულების მე-7 და 37-ე მუხლების თანახმად, საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: 1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით რეორგანიზებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს საინვესტიციო ცენტრი” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – “საქართველოს საინვესტიციო ცენტრი”. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს საინვესტიციო ცენტრი” ჩაითვალოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის” უფლებამონაცვლედ. 2. დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის” დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის” დირექტორად დაინიშნოს საბა სარიშვილი. 4.  დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის” დირექტორს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 5. დაევალოს გენერალურ სამდივნოს, კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართვლოს იუსტიციის სამინისტროში.  ი. მენაღარიშვილი სააჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინვესტიციო ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საინვესტიციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად შექმნილი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრი საჯარო მიზნების განსახორციელებლად შექმნილია გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი საქმიანობის განხორციელებას. 3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი ფლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით. 4. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 5. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 6. ცენტრს აქვს ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ასევე ანგარიშები ბანკში. 9. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 380077, ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ.  42. 10. ცენტრის საქმიანობის ვადა განუსაზღვრელია.     მუხლი 2🔗. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყაროები 1. ცენტრის ქონებას წარმოადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება მის ბალანსში. 2. ცენტრის საქმიანობის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მიზნობრივი სახსრები; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოეთის ქვეყნების მთავრობების მიერ გამოყოფილი სახსრები; გ) საქველმოქმედო შენატანები; დ) საქართველოს და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები; ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; ვ) გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 3🔗. ცენტრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ცენტრის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის გზით ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. 2. ცენტრის საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია: ა) ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეწყობა; ბ) საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა. საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება; გ) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების     გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის მათთვის რეკომენდაციების მიცემა; დ) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა; ე) ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება. 3. ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ა) ინვესტორთა უზრუნველყოფა აქტუალური ინფორმაციით საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალის შესახებ; ბ) ინვესტორების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება, მათთვის საინტერესო შეხვედრების დაგეგმვა და მოწყობა როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან; გ) საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალის, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება საქართველოს საელჩოების ქსელის, ინტერნეტისა და სხვა საშუალებებების გამოყენებით; დ) უცხოეთში საქართველოს შესახებ ინვესტიციების ხელშემწყობი სემინარებისა და პრეზენტაციების ჩატარება; ე) უცხოეთის ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია, ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება და სპეციალური ინვესტიციების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება; ვ) უცხოური ქვეყნების ინვესტიციების მოზიდვის სფეროში გამოცდილების, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის შესახებ მასალების შესწავლა, ანალიზი და გავრცელება; ზ) საქართველოში მოღვაწე უცხოელ ინვესტორებთან კონტაქტების დამყარება, მათი პრობლემების გაცნობა და შესწავლა; თ) მოპოვებული ინფორმაციისა და ჩატარებული ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა; ი) საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კ) საინფორმაციო და სასწავლო სემინარების ჩატარება კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის ინვესტიციების ხელშეწყობის თემაზე; ლ) კერძო და სამთავრობო სექტორის შორის დიალოგის ხელშეწყობა; მ) ინვესტიციების ხელშეწყობის რეგიონალური სისტემის დანერგვა; ნ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ სიმპოზიუმების, სემინარების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების გამართვა; ო) კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, სიმპოზიუმებში, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სპეციალისტების საზღვარგარეთ მივლინება; პ) მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანიზაციებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აქტიური თანამშრომლობა და ხელშეკრულებების გაფორმება დებულებით დადგენილი წესის თანახმად და ინვესტიციების ხელშემწყობი ღონისძიებების მოწყობა; ჟ) უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანება.     მუხლი 4🔗. ცენტრის მართვის ორგანოები და მათი კომპეტენცია 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. 2. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 3. ცენტრის დირექტორი: ა) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას ცენტრის მიმდინარე საქმიანობაზე; ბ) ვალდებულია ცენტრის საქმეები წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებით განკარგავს ცენტრის მატერიალურ და ფულად სახსრებს; დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს; ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს მოსამსახურეებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც წარმოადგენს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს და გამოიცემიან ერთჯერადი ხასიათის მოქმედებების შესასრულებლად; ზ) ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომლებს შორის. 4. დირექტორი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 6. ცენტრის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დირექტორი.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 3. კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილებები.     მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ცენტრს უფლება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა;  დ) საშტატო განრიგის და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.      მუხლი 7🔗.  საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანს ამოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 9🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.