ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის სპორტსმენის ომარ ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 15.06.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №258
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016623
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2021
matsne.gov.ge 161 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 4ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის შოთა ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სულხან ცინცაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის აპოლონ ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 15.02.2022 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 15.06.2021 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის საზოგადო მოღვაწის მერაბ ელიოზიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 24.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის სპორტსმენის ომარ ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №258 2021 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის სპორტსმენის ომარ ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ქუჩას და მასთან არსებულ ერთ შესახვევს მიენიჭოს სპორტსმენის ომარ ფხაკაძის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე .