შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) ლიკვიდატორის იოსებ შველიძის განცხადება (კრედიტორთა და დებიტორთა წრის დაზუსტების შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845)
ლიკვიდატორის იოსებ შველიძის
განცხადება
(კრედიტორთა და დებიტორთა წრის დაზუსტების შესახებ)
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2021 წლის 20 თებერვლის #2501 ბრძანების, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოსა და შპს „რუსთავტრანსის“ წარმომადგენლობის (პარტნიორთა) 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც აისახა შესაბამის კრების ოქმში, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის #B12052753/6 გადაწყვეტილებით განხორციელდა შპს „რუსტავტრანსის“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია.
შპს „რუსთავტრანსის“ ლიკვიდატორი ახორციელებს სალიკვიდაციო სუბიექტის კრედიტორთა და დებიტორთა წრის დაზუსტებას.
აქედან გამომდინარე, პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს „რუსთავტრანსის“ მიმართ, ან გააჩნიათ ვალი შპს „რუსთავტრანსის“ მიმართ, გთხოვთ 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით მიმართონ შპს „რუსთავტრანსის“ ლიკვიდატორს იოსებ შველიძეს შემდეგ მისამართზე: ქალაქი რუსთავი, გაგარინის ქუჩა #18, ტელ.: 577 93 13 50; ელ.ფოსტა: ishvelidze@yahoo.com
პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირის შემთხვევაში -
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
2. კრედიტორულ/დებიტორული ვალდებულების ოდენობა და შესაბამისი ვალდებულების დამადასტურებელი ძალაში მყოფი დოკუმენტი;
3. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირების შემთხვევაში -
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
2. კრედიტორულ/დებიტორული ვალდებულების ოდენობა და შესაბამისი ვალდებულების დამადასტურებელი ძალაში მყოფი დოკუმენტი;
3. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
შპს „რუსთავტრანსის“ ლიკვიდატორი იოსებ შველიძე
თარიღი: 22 ივნისი 2021 წ.