ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016697
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,044 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
ბავშვი
18 წლამდე არასრულწლოვანი
მუხლი 2
ოჯახი
საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივი გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ბავშვისგან, მისი მშობლისგან, მეურვისგან, მზრუნველისგან, დისგან, ძმისგან ან/და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისაგან
მუხლი 2
მშობელი
ბავშვის დედა ან/და მამა
მუხლი 2
რეინტეგრაცია
სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება
მუხლი 2
რეინტეგრირებული ბავშვი
ბავშვი, რომელიც სპეციალიზებული დაწესებულებიდან დაბრუნდა/განთავსდა ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან
მუხლი 2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ)
პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან  ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას, სხვებთან თანაბარ პირობებში
მუხლი 2
მარტოხელა მშობელი
მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი
მუხლი 2
სოციალური მუშაკი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი.
მუხლი 2
დაფინანსება
„ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განხორციელების წესით განხორციელებული დაფინანსება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით რეხვიაშვილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.12.2023 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.11.2021 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 21.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №261 2021 წლის 23 ივნისი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონს მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესი“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი დანართი №1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის  „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების ღონისძიებას. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (ქვეპროგრამით მოსარგებლის შერჩევის, შეფასების ნაწილში) და ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური (ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების განხორციელების მიმართულებით). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბავშვი – 18 წლამდე არასრულწლოვანი; ბ) ოჯახი – საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივი გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ბავშვისგან, მისი მშობლისგან, მეურვისგან, მზრუნველისგან, დისგან, ძმისგან ან/და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისაგან; გ) მშობელი – ბავშვის დედა ან/და მამა; დ) კანონიერი წარმომადგენელი- მშობელი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ალტერნატიული ზრუნვის მიზნით დაწესებული პირი, რომელიც იღებს ბავშვის შესახებ გადაწყვეტილებას მისი სრულყოფილი მონაწილეობით, მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, ასევე განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდის მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში. ე) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ვ) რეინტეგრირებული ბავშვი – ბავშვი, რომელიც სპეციალიზებული დაწესებულებიდან დაბრუნდა/განთავსდა ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან  ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას, სხვებთან თანაბარ პირობებში; თ) მარტოხელა მშობელი – მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი; ი) სოციალური მუშაკი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი. კ) დაფინანსება – „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განხორციელების წესით განხორციელებული დაფინანსება. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა 1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება და გაძლიერება, მათთვის საბინაო პირობების გაუმჯობესებით. 2. სოციალური დახმარების პროცესი მოიცავს, უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამოვლენას, შეფასებასა და საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების განხორციელებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 3. ქვეპროგრამის ამოცანაა, საცხოვრებელ ფართში შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელება მაგ: კედლების ამოშენება და ჭერის შეკეთება, კარ-ფანჯრების შეცვლა, იატაკის, სველი წერტილების მოწყობა და აღჭურვა. ბუნებრივი აირით, ელექტრო ენერგიით და წყლის მიწოდების სისტემით უზრუნველყოფა (მხოლოდ გამრიცხველიანებულ ფართში), გათბობის მოწყობა, მხოლოდ ლოკალური/ადგილობრივი გამათბობელის მონტაჟით. მუხლი 4🔗.  ქვეპროგრამის მოსარგებლენი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ქვეპროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვიანი ოჯახები თუ ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ბავშვ(ებ)ი, რომელსაც აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აქტიური რეგისტრაცია. ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლით (წყვეტის შემთხვევაში, რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გაერთ). გ) ოჯახი ცხოვრობს ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ფართში. 2. უკიდურესად მძიმე სოციალური პირობები იდენტიფიცირდება სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე, ხოლო დახმარების მიღებაზე თანხმობა დადასტურებულია ბავშვის კანონიერი წარმომადგენლისა და ფართის მესაკუთრის მიერ. 3. თითოეულ ოჯახზე სარემონტო სამუშაოების ტიპის შერჩევა ხორციელდება წელიწადში ერთხელ. 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტიდან ერთი ოჯახისათვის სარემონტო სამუშაოს ღირებულება განისაზღვრება სარემონტო  საჭიროებებიდან გამომდინარე. მუხლი 5🔗. განცხადების მიღების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ  დოკუმენტაციას: ა) ბავშვის დაბადების/პირადობის მოწმობის ასლი; ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლის ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); ბავშვ(ებ)ის აქტიური რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ბავშვის სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება (რეინტეგრაცია) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში აქტიური ყოფნა. (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) შშმპ-ს სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის ასლი-ფორმა NIV-50 (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის/წევრების (გარდა პენსიონერები) შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან; ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) ბავშვის ოჯახიდან გაყვანის რისკის დროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკის შეფასება, ბავშვის საბინაო პირობების შესახებ; ლ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი  6🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები 1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური. 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს. 3. სოციალური მუშაკი, ოჯახში ვიზიტის შედეგად განსაზღვრავს, პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობას. 4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობის დადგენის და სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნის წარდგენის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო იღებს  გადაწყვეტილებას პროგრამის განხორციელების თაობაზე, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირატესობას ანიჭებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტებს, შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ოჯახში იმყოფება 1 (ერთი) ან მეტი შშმ სტატუსის მქონე ბავშვი; 2. ოჯახში ცხოვრობს 3 (სამი) ან მეტი ბავშვი; 3. მშობელს/მშობლებს განსაზღვრული აქვთ შშმ პირის სტატუსი; 4. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახს შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; 5. მარტოხელა მშობელი (სტატუსის მქონე/სტატუსის გარეშე; მზრუნველი). 5. მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიებიდან, ერთსა და იმავე პრიორიტეტული კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო. 6. სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური ამზადებს დეფექტურ აქტს ან ხარჯთაღრიცხვას. მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი კალენდარული წლის ბიუჯეტით. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოს განმახორციელებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი. 3. პროცესის მონიტორინგსა და მიღება-ჩაბარებას ანხორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახური.