“იძულებით მკურნალობაზე მყოფ ფსიქიკურ ავადმყოფთა მკურნალობის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ”
მიღების თარიღი 10.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №11/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.11.119.004.614
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 30/01/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“იძულებით მკურნალობაზე მყოფ ფსიქიკურ ავადმყოფთა მკურნალობის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt .8in 42.55pt .8in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 470.080.000.11.119.004.614
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №11/ნ
2001 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
იძულებით მკურნალობაზე მყოფ ფსიქიკურ ავადმყოფთა მკურნალობის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ
ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იძულებითი მკურნალობის პროცესის გაუმჯობესების, ავადმყოფთა მხრიდან რეჟიმის დარღვევის პროფილაქტიკისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებების ჩატარების შესახებ ფსიქიკურად დაავადებულ პირთა მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება” (დანართი №1).
2. ჩვეულებრივი მეთვალყურეობის იძულებითი მკურნალობა ჩაუტარდეს ბედიანის, ქუტირის, ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
3. იმ ავადმყოფებმა, რომლებიც მოცემული ბრძანების მოქმედებაში შესვლამდე იძულებით მკურნალობას გადიოდნენ თბილისის და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, მკურნალობის კურსი გაიარონ ამავე დაწესებულებებში.
4. გაძლიერებული მეთვალყურეობის იძულებითი მკურნალობა ჩატარდეს ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს გაძლიერებული მეთვალყურეობის განყოფილებაში.
5. მკაცრი მეთვალყურეობის იძულებითი მკურნალობა ჩატარდეს ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
6. დაევალოს სამკურნალო დახმარების ორგანიზაციის დეპარტამენტს (თ. ჩხეტია):
ა) კოორდინაცია გაუწიოს იძულებით მკურნალობაზე მყოფ ავადმყოფთა მკურნალობას;
ბ) ავადმყოფთა უფლებათა დაცვის მიზნით დააწესოს კონტროლი იძულებითი მკურნალობის რეჟიმის შეცვლასა ან მოხსნაზე, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დაევალოს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (გ. ნანეიშვილი): საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს იძულებითი მკურნალობის განმახორციელებელ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს.
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ძალადაკარგულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის №293/ო ბრძანება „იძულებით მკურნალობაზე მყოფ ფსიქიატრიულ ავადმყოფთა მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ”.
9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სახელმწიფო ზესამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ა.ზურაბაშვილს.
ა. ჯორბენაძე
დანართი №1
ინსტრუქცია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების ჩატარების შესახებ ფსიქიკურად დაავადებულ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება
I. ზოგადი დებულება
1. მოცემული ინსტრუქცია უზრუნველყოფს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებების კვალიფიციურად ჩატარებას, ავადმყოფთა კანონიერი უფლებების დაცვას და საზოგადოების უსაფრთხოებას ფსიქიკური ავადმყოფის მიერ საზოგადოებრივად საშიში ქმედების განმეორებითი ჩადენისაგან.
2. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი (იძულებითი მკურნალობა) წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
II. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებების სახეები
3. სასამართლოს შეუძლია დანიშნოს შემდეგი სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება:
ა) დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა.
ბ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ჩვეულებრივი მეთვალყურეობით.
გ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გაძლიერებული მეთვალყურეობით.
დ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება მკაცრი მეთვალყურეობით.
III. იძულებითი მკურნალობის ჩატარება
4. იძულებითი მკურნალობა ტარდება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვემდებარე ფსიქიატრიულ დისპანსერებში (დისპანსერულ განყოფილებაში) და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.
5. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობის ჩატარების საფუძველი არის სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება ან ბრძანება, რომელიც გაცემულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ან საექიმო ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე.
6. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირის მიმართ ყველა სახის აღმკვეთი ღონისძიება უნდა იყოს გაუქმებული.
IV. დისპანსერული ფსიქიატრიული იძულებითი მკურნალობის ჩატარება
7. დისპანსერული იძულებითი მკურნალობა ტარდება ფსიქიატრიულ დისპანსერში ან ფსიქიატრიული საავადმყოფოს დისპანსერულ განყოფილებაში.
8. ფსიქიატრიული დისპანსერის (განყოფილების) ადმინისტრაცია ვალდებულია დაუწესოს პირს, რომელსაც დანიშნული აქვს დისპანსერული იძულებითი მკურნალობა, სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა.
9. დისპანსერის ადმინისტრაცია აუწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს პირის მონაცემებს, რომელსაც უტარდება დისპანსერული იძულებითი მკურნალობა მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. იძულებითი მკურნალობის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში პირს უტარდება კონსულტაცია კვირაში ერთხელ, ხოლო შემდგომში _ ორ კვირაში ერთხელ.
11. პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლებელია დისპანსერის (დისპანსერული განყოფილების) ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. თუ საცხოვრებელი ადგილის დატოვების ხანგრძლივობა აღემატება ერთ კვირას, დისპანსერი უგზავნის შეტყობინებას იმ დისპანსერს, რომლის მოქმედ ტერიტორიაზე იმ პერიოდში იმყოფება პირი. პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს (გარდა სამედიცინო სტაციონარში მოთავსების შემთხვევისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა).
12. იმ შემთხვევაში, თუ დისპანსერის (დისპანსერული განყოფილების) საექიმო კომისიას ეჭვი ეპარება პირის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზში, იგი მიმართავს დასაბუთებული დასკვნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარ ფსიქიატრს, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს მოცემული შემთხვევა და იმოქმედოს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
13. პირის ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავების და ამბულატორიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან ასაცილებლად, დისპანსერის (დისპანსერული განყოფილების) ადმინისტრაცია ღებულობს ზომებს პირის ფსიქიატრიულ სტაციონარში მოსათავსებლად და წარუდგენს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების დამნიშვნელ სასამართლოს საექიმო კომისიის დასაბუთებულ დასკვნას _ პირის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახეობის შეცვლის შესახებ. აღნიშნულის შესახებ დისპანსერის (დისპანსერული განყოფილების) ადმინისტრაცია ატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიალურ ორგანოს.
V. იძულებითი მკურნალობის ჩატარება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
14. ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვალდებულია დაუწესოს იძულებით მკურნალობაზე მყოფ პირს სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა.
15. იძულებით მკურნალობაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს ისეთ პირობებში ამყოფებენ, რაც გამორიცხავს მათ მიერ ახალი, საზოგადოებრივად საშიში, ქმედების ჩადენის შესაძლებლობას.
16. ქალები და მამაკაცები განყოფილებებში უნდა იმყოფებოდნენ ცალ-ცალკე.
17. დღის წესრიგი, კვების რეჟიმი, სამკურნალო-ჰიგიენური ღონისძიებანი, შრომა-თერაპიის და კულტთერაპიის და პირის ნახვის უფლება რეგლამენტირებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათანადო ნორმატიული აქტებით.
18. იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირის სეირნობა ნებადართულია მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორიაზე მედპერსონალის ან დაცვის თანამშრომლების თანდასწრებით.
19. იძულებით მკურნალობაზე მყოფ პირს ეკრძალება სამკურნალო შვებულებით სარგებლობა.
20. იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირის მიმართ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემთხვევაში და ამ მიზნით მისი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვალდებულია დააწესოს სათანადო სამეთვალყურო სადღეღამისო მორიგეობა.
21. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქიატრიული საავადმყოფოს საექიმო კომისიას ეჭვი ეპარება იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზში, იგი მიმართავს დასაბუთებული დასკვნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარ ფსიქიატრს, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს მოცემული შემთხვევა და იმოქმედოს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
22. იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირის გაქცევის შემთხვევაში, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები მისი დაძებნისათვის, შეატყობინოს აღნიშნული ფაქტი პოლიციის განყოფილებას, როგორც პირის საცხოვრებელი ადგილის მოხედვით, ისე საავადმყოფოს განლაგების ტერიტორიული პრინციპით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იძულებითი მკურნალობის დამნიშვნელ სასამართლოს.
23. იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრაცია ატყობინებს მის კანონიერ წარმომადგენელს და იძულებითი მკურნალობის დამნიშნავ სასამართლოს.
24. იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირის გაწერის შემდეგ მისი სტაციონარული ბარათი ინახება საავადმყოფოს არქივში ცალკე.
VI. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გაგრძელება, შეცვლა ან შეწყვეტა
25. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების განმახორციელებელი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინებით ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აგრძელებს, ცვლის ან წყვეტს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება იძულებითი მკურნალობის დანიშვნის შესახებ ან იგივე დონის სასამართლო, რომლის სამოქმედო ზონაში იმყოფება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების განმახორციელებელი ფსიქიატრიული დაწესებულება.
26. პირს, რომელსაც უტარდება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, არა უგვიანეს ექვსი თვისა ამოწმებს ექიმ-ფსიქიატრთა კომისია იმ საკითხის გადასაწყვეტად, არსებობს თუ არა ასეთი ღონისძიების შეწყვეტის ან შეცვლის შესახებ სასამართლოში წარდგინების შეტანის საფუძველი. თუ ასეთი საფუძველი არ არსებობს, მაშინ იძულებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია სასამართლოს წარუდგენს დასკვნას იძულებითი მკურნალობის გაგრძელების თაობაზე.
27. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება პირველად შეიძლება გაგრძელდეს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების აღსრულების დაწყების მომენტიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ხოლო შემდგომში – ყოველწლიურად.
28. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების უარყოფის შემთხვევაში შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად სასამართლოს შეიძლება წარედგინოს უარყოფის შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან ექვსი თვის შემდეგ.
VII. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების ჩატარების სხვა საკითხები
29. იძულებითი მკურნალობის ჩატარებისას გამოიყენება მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სამკურნალო-დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო მეთოდები.
30. იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირის, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია ჩაუტაროს პირს განმეორებითი საექიმო შემოწმება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრის მონაწილეობით.
31. იმ შემთხვევაში, როცა ფსიქიატიული დაწესებულების საექიმო კომისიის დასკვნა მხარეების ან სასამართლოს ეჭვს იწვევს, სასამართლოს შეუძლია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა.
32. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია იძულებითი მკურნალობის მოხსნის შემდეგ გაუგრძელოს პირს საერთო წესით მკურნალობა.
33. იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირი სარგებლობს იმავე უფლებებით (გარდა ამ ინსტრუქციაში მითითებული შეზღუდვებისა) და სოციალური დაცვის ყველა გარანტიით, რითაც ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტი.
იძულებითი მკურნალობის ჩატარების ზედამხედველობა და კონტროლი
34. კონტროლს იძულებითი მკურნალობის დროულ და სწორ ჩატარებაზე ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.