კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.06.2021
ძალის დაკარგვა 17.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №83/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016568
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 901 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2021 მიღება
17.12.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №83/04 2021 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 და 4​3 პუნქტების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლის  და „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის“ შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის №162/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის შეფასების კითხვარი საქართველოს ეროვნულ ბანკში პირველადად წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ოქტომბრისა. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო 1. „კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ ბრძანების დანართით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის (შემდგომში – შესაბამისობის კონტროლის სისტემა) შეფასების კითხვარის ფორმას (შემდგომში – შეფასების კითხვარი), მისი ცალკეული ველების შევსების პრინციპსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მისი წარმოდგენის წესს. 2. ამ წესის მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დისტანციურად შეფასდეს კომერციულ ბანკში (შემდგომში – ბანკი) არსებული შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და მისი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთ კანონმდებლობასთან, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა. 3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი ბანკები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას ამავე წესით დადგენილი ფორმითა და ვადებში. 4. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დამატებით გამოითხოვოს ბანკის შიდა პოლიტიკა და პროცედურები, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა ან/და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ხდება შეფასების კითხვარის შევსება ბანკის მიერ. 5. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობით და მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით და სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. შეფასების კითხვარის სტრუქტურა 1. შეფასების კითხვარის ფორმა სტრუქტურირებულია დახურული (დიახ, არა, არარელევანტურია (N/A)) და ღია კითხვების კომბინირებით და მიემართება შესაბამისობის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებულ 5 ძირითად საკითხს/კატეგორიას და მათ შემადგენელ ქვეკატეგორიებს, კერძოდ: ა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის შიდა ინსტრუქციის ფორმალიზება; ბ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები: ბ.ა) „იცნობდე შენს თანამშრომელს“ პოლიტიკა; ბ.ბ) უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა: ბ.ბ.ა) სამეთვალყურეო საბჭო; ბ.ბ.ბ) დირექტორი; ბ.ბ.გ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ.ბ.დ) შიდა აუდიტი. ბ.გ) გარე აუდიტი; ბ.დ) სასწავლო პროგრამა; გ) ორგანიზაციის/ჯგუფის მასშტაბით რისკის ანალიზი: გ.ა) ორგანიზაციის და ჯგუფის მასშტაბით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (შემდგომში: ML/TF) რისკის შეფასების მეთოდოლოგია; გ.ბ) ორგანიზაციის მასშტაბით ML/TF რისკის შეფასებისას გათვალისწინებული რისკ-კატეგორიები; გ.გ) ორგანიზაციის მასშტაბით რისკის აპეტიტის განსაზღვრა; გ.დ) ორგანიზაციის მასშტაბით ნარჩენი ML/TF რისკის შეფასება და მართვა; გ.ე) ჯგუფის მასშტაბით ML/TF რისკის შეფასებისას გათვალისწინებული რისკ-კატეგორიები; გ.ვ) ჯგუფის მასშტაბით ML/TF რისკის აპეტიტის განსაზღვრა; გ.ზ) ჯგუფის მასშტაბით კონტროლის სისტემის შეფასება; გ.თ) ჯგუფის მასშტაბით ნარჩენი ML/TF რისკის შეფასება. დ) პრევენციული ღონისძიებები: დ.ა) „იცნობდე შენს კლიენტს“ სტანდარტი: დ.ა.ა) კლიენტის მიღების სტანდარტი; დ.ა.ა.ა) კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია; დ.ა.ბ) რისკზე დამყარებული პრევენციული ღონისძიებების სტანდარტი; დ.ა.გ) კლიენტის, ანგარიშისა და ტრანზაქციების  მონიტორინგი; დ.ა.გ.ა) პროგრამული უზრუნველყოფა; დ.ა.გ.ბ) მონიტორინგის პოლიტიკა; დ.ბ) საკორესპონდენტო ურთიერთობა. ე) ინფორმაციის აღრიცხვა/შენახვა. 2. შეფასების კითხვარის სწორად შევსების უზრუნველსაყოფად, თითოეულ დახურული ტიპის კითხვას უნდა გაეცეს პასუხი (დიახ, არა ან არარელევანტურია (N/A)). იმისათვის, რომ პასუხად დაფიქსირებული „დიახ“ მიღებულად ჩაითვალოს, უნდა შეივსოს „დამატებითი ინფორმაციის“ ველი, სადაც დაფიქსირებული პასუხის დასაბუთების მიზნით, მითითებული იქნება ინფორმაცია იმ დოკუმენტის/დოკუმენტების შესახებ (დოკუმენტის სახელწოდება, დამტკიცების თარიღი და ნომერი, ზუსტი ჩანაწერი (ციტატა), მუხლი, პუნქტი), რომლის/რომელთა მიხედვითაც დგინდება მითითებული პასუხის მართებულობა. მუხლი 3🔗. შეფასების კითხვარის წარდგენის წესი და ვადები 1. ბანკი, შევსებულ შეფასების კითხვარს, ეროვნულ ბანკს წარუდგენს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა. 2. საჭიროების შემთხვევაში, ბანკის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, ბანკის მფლობელობის ან/და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ცვლილების, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონის, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს შეფასების კითხვარის შევსების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ან/და განსხვავებული ინტენსიურობით გამოთხოვა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეფასების კითხვარის გამოთხოვისას, ეროვნული ბანკი 30 დღით ადრე უზრუნველყოფს  ბანკის ინფორმირებას. 4. ბანკი, ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ შევსებულ შეფასების კითხვარს ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში – პორტალი) მიმოწერის ფუნქციონალში. 5. შეფასების კითხვარის ფორმა განთავსებულია პორტალზე და მისი შევსება ხორციელდება MS Excel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული შეფასების კითხვარის ფორმის არსებული ფორმატისა და ფორმულების დარღვევა. 6. ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, შეფასების კითხვარის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge. 7. ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კითხვარი არ წარადგინოს, თუ მასში არ არის განხორციელებული ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხის/კატეგორიის/ქვეკატეგორიის ცვლილება. ასეთ შემთხვევაში, პორტალის მიმოწერის ფუნქციონალით, ბანკი, ეროვნულ ბანკს ატყობინებს, რომ შეფასების კითხვარში ცვლილება არ განხორციელებულა. ცვლილების შემთხვევაში შეცვლილი ინფორმაცია აისახება შევსებული შეფასების კითხვარის შესაბამის გრაფაში და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიეწოდება ეროვნულ ბანკს. მუხლი 4🔗. საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ბანკის მიერ შეფასების კითხვარის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარმოუდგენლობისათვის ან/და ამ შეფასების კითხვარით არასწორი ინფორმაციის წარდგენისათვის, ბანკს შესაძლოა დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).