შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ბიჭიკო ლელაძე M945)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2021 წლის 23 ივნისი

სპეციალისტი:  შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342) 

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა N63, სადარბაზო 2,  სართული 7

ელფოსტა: specialist@indexi.ge  სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია  გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდესსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M945

 

უძრავი ნივთის მესაკუთრს სახელი და მისამართი:

ბიჭიკო ლელაძე პ/ნ 09001025348 მის.: ბაღდათი ს. როხი მე-18 ქ. N2

 

აუქციონის ჩატარების დრო: 01/07/2021 წლის 14:00 სთ-დან 05/07/2021 წლის 11:15 სთ-მდე

 

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

 

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:   166 592,15 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, მოთხოვნის ოდენობა არის 161 261,20 ლარი, სპეციალისტის საზღაური - 5330,95 ლარი, საიდანაც გადაიხდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების 1% - 1665,92 ლარი.

 

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: ქალაქი ქუთაისი, ივანე სხირტლაძის ქუჩა, N5; ბიჭიკო ლელაძის კუთვნილის წილი; ბინა N5 საერთო ფართი 141.31 კვ.მ., შენობა N2-ის პირველი გამოყოფილი ნაწილიდან; საკადასტრო კოდი: 03.02.26.025;

 

გარდამავალი უფლება: არა

 

სხვა უფლება: არა

 

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და   გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი)  კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში  შპს “ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე