დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №302
სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.022857
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 804 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 22.09.2020 საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 09.03.2015 შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 24.10.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 17.02.2015 საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 18.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №302 2021 წლის 23 ივნისი    ქ. თბილისი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად: 1. დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს  საგარეო  საქმეთა  მინისტრის  პირველი  მოადგილე  ან  მოადგილე  − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; დ) საქართველოს  შინაგან  საქმეთა  მინისტრის  პირველი  მოადგილე  ან  მოადგილე − კომისიის წევრი; ე) საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; ვ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე −  კომისიის წევრი; ზ) საქართველოს  სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის  უფროსის  პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; თ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი;  ი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური   დეპარტამენტის დირექტორი − კომისიის წევრი; კ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური  დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი; ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი − კომისიის მდივანი. 2. კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, კომისიის სხდომებში მონაწილეობას, საჭიროებისამებრ, მიიღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, ასევე სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სტრუქტურების წარმომადგენლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში, უფლებამოსილებას ახორციელებს მოვალეობის შემსრულებელი ან/და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე პირი. 4. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის დებულება“. მუხლი 3🔗 დაევალოს კომისიას „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა 2021 წლის 30 დეკემბრამდე. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის (შემდგომში − კომისია) დებულება (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქციები და ამოცანები კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ (შემდგომში − სტრატეგია) შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სტრატეგიის შემუშავება; გ)  სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა; დ) სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება; ე) სტრატეგიის განახლებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) სტრატეგიით გათვალისწინებული ინიციატივების განსახორციელებლად შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება; ზ) დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების პროცესში, საჭიროებისამებრ, პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაბამისი ჩართულობის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) საქართველოს სამინისტროებისგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაცია; ბ)    მოამზადოს    და    საქართველოს    მთავრობას    განსახილველად    წარმოუდგინოს სტრატეგია; გ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით; დ) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები; ე) სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და განახლების მიზნით, შექმნას უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს კომისია; ვ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; ზ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და მდივანი. მათი დროებით არყოფნის შემთხვევაში, მათ უფლებამოსილებას ახორციელებს მათი მოვალეობის შემსრულებელი ან/და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე პირი. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 5. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში,  გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 8. კომისია, საოქმო გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას. 9. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი. 10. კომისია, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მუხლი 6🔗. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 7🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.