„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016452
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №15

2021 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“ და „ბ.თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის სექტორში საჯარო მომსახურების სახით გაწეული საქმიანობების ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში (ვებგვერდი,  23.12.2020,  სარეგისტრაციო  კოდი: 300320000.16.009.016429) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ა) ამოღების რისკთან დაკავშირებული დანახარჯი – დანახარჯი, რომელიც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს უმცირებს მომხმარებელზე დარიცხული თანხის ამოღების რისკს კომისიის მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობით;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„დ) მომხმარებელთა ჯგუფი – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ძაბვისა და მოხმარების ოდენობის მიხედვით და მცირე საწარმო;“;

ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

მუხლი 5. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფის სტრუქტურა

1. მეთოდოლოგიით დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი;

ბ) უნივერსალური მომსახურების კომპონენტი;

გ) გარანტირებული სიმძლავრის კომპონენტი;

დ) მომსახურების ხარისხის კომპონენტი;

ე) ამოღების რისკთან დაკავშირებული დანახარჯი.

2. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი თითოეული ჯგუფის მომხმარებლისათვის რეგულირების პერიოდისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

 

3. ამოღების რისკთან დაკავშირებული დანახარჯი რეგულირების პერიოდისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

                                                                                                                                                                 “;

გ) მე-15 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1.   კომისია განახორციელებს 2021-2023 სატარიფო წლებისთვის დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების კორექტირებას მეთოდოლოგიის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით, ასევე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და მე-7 მუხლით გათვალისწინებული უნივერსალური მომსახურების კომპონენტის  მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობით.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

„6.  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, კომისია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასებს განსაზღვრავს როგორც საშუალო შეწონილ ფასებს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან შესასყიდი ელექტროენერგიისა და ბაზრის კომერციული ოპერატორისგან შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგიის სავარაუდო რაოდენობისა და ფასების გათვალისწინებით.

7.    კომისია განახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების კორექტირებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული სხვაობით.

8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, ამ მეთოდოლოგიის მე-7 მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული გონივრული მოგება იანგარიშება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის  1.5%-ის ოდენობით.“.

2. პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ა) ამოღების რისკთან დაკავშირებული დანახარჯი – დანახარჯი, რომელიც ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელს უმცირებს მომხმარებელზე დარიცხული თანხის ამოღების რისკს კომისიის მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობით;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

მუხლი 5. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფის სტრუქტურა

1. მეთოდოლოგიით დადგენილი ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი;

ბ) საჯარო მომსახურების კომპონენტი;

გ) გარანტირებული სიმძლავრის კომპონენტი;

დ) მომსახურების ხარისხის კომპონენტი;

ე) ამოღების რისკთან დაკავშირებული დანახარჯი.

2. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფი თითოეული ჯგუფის მომხმარებლისათვის რეგულირების პერიოდისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

3. ამოღების რისკთან დაკავშირებული დანახარჯი რეგულირების პერიოდისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

                                                                                                                                                   “;             

გ) მე-15 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. კომისია განახორციელებს 2021-2023 სატარიფო წლებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების კორექტირებას მეთოდოლოგიის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით, ასევე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და მე-7 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების კომპონენტის მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობით.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

„6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე კომისია საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასებს განსაზღვრავს როგორც საშუალო შეწონილ ფასებს, საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან შესასყიდი ელექტროენერგიისა და ბაზრის კომერციული ოპერატორისგან შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობისა და ფასების გათვალისწინებით.

7. კომისია განახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე დადგენილი საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების კორექტირებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული სხვაობით.

8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე ამ მეთოდოლოგიის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გონივრული მოგება იანგარიშება საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის 1.5%-ის ოდენობით.“.

3. პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებული „ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №3):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

მუხლი 5. ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი

საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

                                                                                                                                                “.           

4. პირველი მუხლის „ე“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და  საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №5) 32-ე მუხლის მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები:

„14. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე არანაკლებ სამი თვით ადრე რეგულირებული საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი დანახარჯების შესაბამის ტარიფში ასახვის მიზნით.

15. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე  ელექტროენერგიის შესასყიდი  ფასი მოიცავს ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ფასს და აღნიშნული ოპერატორების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით გადასახდელ ტარიფებსა და საფასურებს.“.

5. პირველი მუხლის „ვ“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №6) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

მუხლი 9. ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური

1. ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური, რომელსაც ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის თითოეული მონაწილე იხდის ყოველწლიურად, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაშვების მიზნით, იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

2. ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური, რომელსაც ელექტროენერგიის დღიური ბაზრის თითოეული მონაწილე იხდის ყოველწლიურად, ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დაშვების მიზნით, იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

3. ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური სატარიფო წლისთვის, რომელსაც ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის თითოეული მონაწილე იხდის ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე მის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის ყოველი ერთეულისთვის, იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

4. ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური სატარიფო წლისთვის, რომელსაც ელექტროენერგიის დღიური ბაზრის თითოეული მონაწილე იხდის ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე მის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის ყოველი ერთეულისთვის, იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

5. კომისია სატარიფო წლისთვის ადგენს ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურს დღით ადრე ბაზარზე დამატებითი პორტფელისთვის – TDAPF, რომელსაც დღით ადრე ბაზრის მონაწილე იხდის ყოველწლიურად, დღით ადრე ბაზარზე ყოველი დამატებითი პორტფელის რეგისტრაციის შემთხვევაში.

6. კომისია სატარიფო წლისთვის ადგენს ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურს დღიურ ბაზარზე დამატებითი პორტფელისთვის – TIAPF, რომელსაც დღიური ბაზრის მონაწილე იხდის ყოველწლიურად, დღიურ ბაზარზე ყოველი დამატებითი პორტფელის რეგისტრაციის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიმაია მელიქიძე