„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.018038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება    №38/ნ

2021 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და და ბრძანების პირველი პუნქტისქვეპუნქტით დამტკიცებულისამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების 33-ე მუხლის:

 ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15. 2020 წლისა და 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.“;

ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზნებისათვის:

ა) ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;

ბ) ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს  ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში/ნაწილებში, რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო;

გ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს მაგისტრანტობის კანდიდატთა თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით ყოველდღიურად მიიღოს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ მაგისტრანტობის კანდიდატს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია საერთო სამაგისტრო გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში;

დ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტობის კანდიდატის მონაწილეობას დამატებით გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე,  დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;

ზ) თუ მაგისტრანტობის კანდიდატს ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების დადგომამდე ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მხოლოდ ნაწილი, ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის დარჩენილი ნაწილის/ნაწილების ჩატარებას;

თ) დამატებითი გამოცდისას გამოყენებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

ი) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას.

კ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი