“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მოხელეთა საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 23.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.11.115.004.623
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 08/02/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მოხელეთა საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 21.3pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 010.320.010.11.115.004.623
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება N 8
2001 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 „საკონკურსო – საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება.
2. დაევალოს: სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციას (დ. ძოწენიძე), სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას (გ. ნიჟარაძე), საზღვაო ადმინისტრაციასა (დ. ცინცაძე) და კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (დ. კუპატაძე), შექმნან შესაბამისი დარგებისათვის საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის აპარატის უფროსს რ. მაჭარაშვილს.
მ. ადეიშვილი
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ“, ბრძანებულების საფუძველზე. იგი განსაზღვრავს ატესტაციის ჩატარების, კონკურსის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს და განკუთვნილია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მოხელეთათვის.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის მიზანია დასაკავებელ თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან პიროვნების ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პიროვნების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირებისათვის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნების წარდგენა.
მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე და წევრები – კომისიის თავმჯდომარის მიერ.
3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
5. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფკავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
6. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ტესტირება.
მუხლი 4🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში პროფესიული პრინციპის გათვალისწინებით საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის და კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიები სპეციალიზებული შემადგენლობით.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗 საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის დანიშვნის წესი
კომისიის წევრებს ნიშნავს თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება . კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები, კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
მუხლი 7🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
კონკურსი
მუხლი 8🔗. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა.
მუხლი 9🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წინადადებით.
2. კონკურსი ცხადდება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“, აგრეთვე სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან ტელევიზიით. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ ორკვირიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
3. კომისიის სხდომა ტარდება არა უგვიანეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 10🔗. კონკურსის მომზადების სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით იქმნება კონკურსის მომზადების სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა. მათ შორის მოხელეობის კანდიდატების განცხადებების მიღება. მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება.
მუხლი 11🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის თანამდებობაზე კანდიდატს
1. მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედითუნარიანი მოქალაქე, თუ მას აქვს სათანადო უმაღლესი განათლება კონკურსით გამოცხადებული პროფილით. მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.
2. დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს, განისაზღვრება კონკურსის გამოცხადების დროს (სპეციალობით მუშაობის გარკვეული სტაჟი, შესაბამისი გამოცდილება, კომპიუტერზე მუშაობა და ა.შ. მის მიერ შესასრულებელი ფუნქციების შესაბამისად).
მუხლი 12🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე სამდივნოში რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) შრომის წიგნაკი;
ე) 2 ფოტოსურათი(3x4).
მუხლი 13🔗. კანდიდატთა რეგისტრაციისა და კონკურსის ჩატარების ვადები
1. სამდივნო აწარმოებს კანდიდატთა რეგისტრაციას.
2. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები არ მიიღება.
მუხლი 14🔗. კონკურსის პირობები
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით.
2. ტესტირების ან/და გასაუბრების, აგრეთვე საკონკურსო თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე 1 კვირით ადრე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი.
მუხლი 15🔗. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით.
2. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს ტესტების 75 %-ს.
მუხლი 16🔗. გასაუბრება
1. გასაუბრების მიზანია კანდიდატის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის შემოწმება, მისი პროფესიული დონის და კვალიფიკაციის დადგენა.
2. აუცილებელია გასაუბრებამდე კომისიის წევრების კანდიდატის შესახებ მონაცემების უზრუნველყოფა.
მუხლი 17🔗. კანდიდატურების განხილვა
1. კომისია კანდიდატის ტესტირების ან/და გასაუბრების შემდეგ სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
მუხლი 18🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.
2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად.
4. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 19🔗. კონკურსის შედეგები
1. კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ან კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენ დოკუმენტებს.
4. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20🔗. ჩაშლილი კონკურსი
1. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 21🔗. ატესტაციის ცნება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით მოხელის ატესტაცია არის მისი პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის შესაძლებლობის და პირადი თვისების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 22🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტირებას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ;
დ) რეზერვში ჩარიცხული პირი.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ან პარლამენტი;
ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 23🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას.
ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე.
მუხლი 24🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებსა და მუშაობის ანალიზს.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე 1 კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაცია ტარდება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის თანდასწრებით.
4. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას.
5. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.
მუხლი 25🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღება განისაზღვრება ამ დებულების მე-18 მუხლის 1-4 პუნქტებით.
მუხლი 26🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას;
გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
დ) უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
2. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.
4. ატესტაციის შედეგები უნდა შევიდეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად ფურცელზე და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
5. ატესტაციის შედეგები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს ეცნობება ატესტაციის ჩატარებიდან კვირის ვადაში.
6. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ან თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაწინაურების, სპეციალური წოდების მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 27🔗. შრომითი დავები
შრომითი დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.