„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№303
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.022858
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2021 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/02/2020, 300160070.10.003.021793) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-8 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილება, გარდა მე-5 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგენილების მე-5 მუხლი ძალაშია 2021 წლის 1 სექტემბრამდე.“.

3. მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე, რომელთა საქართველოში შემოტანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი