„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.2021
ძალის დაკარგვა 24.09.2021
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016604
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 995 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2021 მიღება
24.09.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2021 წლის 25 ივნისი ქ. წყალტუბო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინპლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინპლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა  მერს“ განხორციელების  წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილებას ამ დადგენილების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე             დანართი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინპლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა  მერს“ განხორციელების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინპლატფორმის მეშვეობით „შენი იდეა  მერს“ (შემდგომში – იდეა) განხორციელების შესი (შემდგომში – წესი) შექმნილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის (შემდგომში – წყალტუბო) და ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) შორის თანამშრომლობის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მერიის) საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე ინიციატივების წარდგენის უზრუნველყოფის მიზნით. 2. იდეის წარდგენა შესაძლებელია, თუ მასში დასმული საკითხის გადაჭრა წარმოადგენს წყალტუბოს კომპეტენციას. 3. იდეის წარდგენის უფლებით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები. 4. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს წყალტუბოში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. 5. მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე ინიციატივების წარდგენის პროცედურა და თემატიკა განისაზღვრება ამ წესით. მუხლი 2🔗. განხილვას დაქვემდებარებული საკითხები 1. შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგი წინადადებები: ა) წყალტუბოს საგზაო ინფრასტრუქტურის თაობაზე; ბ)  წყალტუბოს ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და წყალტუბოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თაობაზე; გ) ნარჩენების მართვის თაობაზე; დ) წყალ-კანალიზაციის, გარე განათებისა და კეთილმოწყობის სხვა საკითხების თაობაზე; ე) წყალტუბოს ტერიტორიის გამწვანებაზე; ვ)შშმ პირთა ინკლუზიასა და მათთვის გარემოს ადაპტაციის შესახებ; ზ) კულტურულ, სპორტულ ან ახალგაზრდულ საკითხებზე; თ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე; ი) ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფის თაობაზე; კ) ეკონომიკური განვითარების თაობაზე. 2. იდეის ავტორს უფლება აქვს წარადგინოს წინადადება სხვა საკითხებზეც, რომლებიც შედის წყალტუბოს კომპეტენციაში და არ ეწინააღმდეგება ამ წესსა და მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 3🔗. დაუშვებელი იდეა იდეა  არ ექვემდებარება განხილვას თუ მასში მოცემული საკითხი: ა) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას; ბ) შეეხება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს; გ) სახუმარო ან უცენზურო ვიზუალური მასალის ან/და შინაარსის მქონეა; დ) არ შედის წყალტუბოს კომპეტენციის ფარგლებში ან/და მისი გადაწყვეტა წარმაოდგენს სხვა უწყების კომპეტენციას; ე) წარმაოდგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების რომელიც გამორიცხავს იდეის საფუძველზე მის გადაწყვეტას; ვ) იდეის შინაარსი იდენტურია უკვე არსებული მიმდინარე იდეისა ან იდეას  ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული აქვს უარყოფითი რეკომენდაცია, ან იდეა ერთხელ იყო ხმის მიცემის ეტაპზე და ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ან იდეას მიღებული აქვს დადებითი რეკომენდაცია და მისი სავარაუდო შესრულების ვადა ჯერ არ არის ამოწურული. მუხლი 4🔗. იდეის წარდგენა 1. იდეის წარდგენა ხდება დადგენილი ელექტრონული ფორმით, ვებგვერდზე idea.municipal.gov.ge, რეგისტრაციის გავლის და სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ, შესაბამისი ველების შევსების გზით: იდეის ავტორის მიერ შესავსები ველები: ა) იდეის კატეგორია; ბ) იდეის დასახელება; გ) იდეის აღწერილობა; დ) იდეის განხორციელების გონივრული ვადა; ე) იდეის ბიუჯეტი. 1.1 იდეის ავტორის მიერ ასატვირთი დოკუმენტაცია: ა) ფოტო; ბ) ხარჯთაღრიცხვა; გ) დანართი. 1. იდეის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხდება იდეის ამ წესთან შესაბამისობის შემოწმება. 2. თუ იდეა ეწინააღმდეგება ამ წესის მოთხოვნებს დასაბუთებული უარი ეცნობება იდეის ავტორს ელექტრონულად. 3. თუ იდეა არ ეწინააღმდეგება ამ წესის მოთხოვნება, თუმცა მისი წარდგენის დროს იდეის ავტორის მიერ დაშვებულია გარკვეული შინაარსობრივი ან სხვა ტიპის ხარვეზები, ასეთ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ ეცნობება იდეის ავტორს, რომელმაც 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში უნდა აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზი. მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში იდეა გახდება უარყოფილი. 4. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ იდეა არ ეწინააღმდეგება ამ წესს, იგი გამოქვეყნდება ვებგვერდზე idea.municipal.gov.ge და ამის შესახებ ელექტრონულად ეცნობება იდეის ავტორს. 5. იდეის გამოქვეყნებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, წყალტუბოში რეგისტრირებულ მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა ელექტრონული ფორმით მისცეს ხმა გამოქვეყნებულ საკითხს. 6. იმისათვის, რომ იდეით განსაზღვრული საკითხი დაექვემდებაროს განხილვას, მას ხმა უნდა მისცეს წყალტუბოში რეგისტრირებულმა 250 (ორას ორმოცდაათი) ფიზიკურმა პირმა. მუხლი 5🔗. იდეის განხილვა. 1. მას შემდეგ რაც იდეა დააგროვებს წყალტუბოში რეგისტრირებული 250 ფიზიკური პირის ხმას, 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ, რომელიც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) იდეის შესრულების განხილვის თაობაზე – იდეა ეგზავნება წყალტუბოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს ან/და დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, შემდგომი განხილვისათვის; ბ) იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე. 2. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება იდეის შესაძლო შესრულების განხილვის პროცედურა. წყალტუბოს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ან/და დაფუძნებული იურიდიული პირები 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში ასრულებენ იდეის განხილვის პროცედურას და თავიანთ გადაწყვეტილებას წარუდგენს  წყალტუბოს მერს. 3. წყალტუბოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს ან/და დაფუძნებულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, იდეის სრულყოფილად განხილვის მიზნით, მისი ავტორისაგან, გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4. წყალტუბოს მერი, წყალტუბოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და დაფუძნებული იურდიული პირების მიერ განხილვის დასრულების შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას იდეის შესრულების ან იდეაზე უარის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, იდეის ავტორსა და ხმის მიმცემებს მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად ეგზავნებათ შეტყობინება აღნიშნულის შესახებ, საკუთარ პროფილზე ან ელ-ფოსტაზე (არსებობის შემთხვევაში), სადაც მითითებული იქნება, გადაწყვეტილების შესრულების სავარაუდო გონივრული ვადა. 6. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის საფუძველზე იდეის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, იდეის ავტორს და იდეაზე ხმის მიმცემებს მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად ეგზავნება შეტყობინება აღნიშნულის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ პლატფორმის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული აქვთ ელ-ფოსტის მისამართი ან გააჩნიათ საკუთარი პროფილი. 7. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე გახდეს იდეაზე უარის საფუძველი. მუხლი 6🔗. იდეის პლატფორმა და განხილვის პროცედურების მენეჯმენტი 1. იდეის პლატფორმას მართავს და ამ წესით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვას ზედამხედველობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური. 2.წყალტუბოს მერი იდეის შესაძლო შესრულების პირობების განხილვის შინაარსობრივ და ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ავალებს წყალტუბოს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ან/და  განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს იდეის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას. 3. ამ წესით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, ამ წესის შესრულებაზე ზედამხედველი პირი, ვალდებულია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისგების ზომები ან აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობით მიმართოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს. 4. იდეის პლატფორმის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (ს/ნ 405026877).