„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№45/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №45/ნ

2021 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 140, 29/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016026) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „პ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ​1)  საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით. საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაა ასევე საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომლის წევრებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე;“;

ბ) „ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საპრეტენზიო კომისია – ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურში მიღებულ შედეგთან დაკავშირებით თითოეული საგნის მიხედვით, ასევე,  ოლიმპიადის სამივე ტურში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა განცხადებების განხილვისა ან/და ცენტრის დირექტორისათვის დასკვნის მომზადების მიზნით, ცენტრის დირექტორის ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი) უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო/ორგანოები;“;

2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, ოლიმპიადის ჩატარების წელს, მონაწილეობას იღებს კონკრეტული საგნის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში, ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილე, შესაბამისი ასაკის და კლასის/კლასების მოსწავლე ხდება საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატი. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა საგნების შესაბამისად დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ან მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“;

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.“;

4. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ოლიმპიადის გამარჯვებულების და ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.07.2021.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №45/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018045.
რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №45/ნ, 02.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018045 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5200199/