On the Approval of the Procedure for Submission of Application for the Investment Plan and Amendments thereto and for its Record Keeping
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1187 |
|
2021 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი |
„საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №222 დადგენილებით დამტკიცებული „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
დამტკიცდეს თანდართული „საინვესტიციო გეგმისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადების წარდგენისა და საქმის წარმოების წესი“.
|
წარდგენისა და საქმის წარმოების წესი
2. ამ წესის მიზნებისთვის გამოიყენება „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №222 დადგენილებით დამტკიცებული „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერმინები.
2. დაინტერესებულმა პირმა განაცხადთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №222 დადგენილებით დამტკიცებულ „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი საივესტიციო გეგმა;
ბ) დაინტერესებული პირის/დაინტერესებული პირის პარტნიორების შესახებ სათანადო წესით გაცემული/შედგენილი დოკუმენტაცია;
გ) ამონაწერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა ან წინარე ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტში და რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო გეგმის სრულყოფილად განხილვას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ შევსებული განაცხადი რეგისტრირდება სააგენტოს მიერ და ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი. განაცხადი იტვირთება სააგენტოს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში.
5. დოკუმენტაციის წარდგენისას პირი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საიდუმლოობის უზრუნველყოფა.
ა) განაცხადის წარმოებაში მიღების შესახებ;
ბ) განაცხადზე ხარვეზის დადგენის შესახებ;
გ) განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
2. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს ეძლევა 30 კალენდარული დღე ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით. ეს ვადა, დაინტერესებული პირის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით, შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 30 კალენდარული დღით, რის თაობაზეც სააგენტო გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3. თუ სააგენტოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი, აღნიშნულის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს დაინტერესებულ პირს. სააგენტოში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენიდან დაინტერესებული პირისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ჩერდება ხარვეზის ვადის დენა.
4. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
5. დაინტერესებული პირის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის წარმოებაში მიღების შესახებ.
ა) ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის წინასწარ მოკვლევას;
ბ) უფლებამოსილია, საინვესტიციო გეგმა, მისი შინაარსის გათვალისწინებით, შეთანხმების მიზნით, გადააგზავნოს დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებაში.
2. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასაზღვრო ზოლში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ზე წარდგენილ საინვესტიციო გეგმას, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, სააგენტო დაუყოვნებლივ უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის წარუდგენლობა იწვევს „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №222 დადგენილებით დამტკიცებული „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-6 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით დადგენილ შედეგებს.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოდან სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია ითვალისწინებს თანხმობაზე უარს, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ პირს, რომელიც უფლებამოსილია 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს საინვესტიციო გეგმის კორექტირება და შესაბამისი დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენა, რომლის წარდგენამდე ჩერდება საინვესტიციო გეგმის თაობაზე განაცხადის განხილვის ვადის დენა. კორექტირებული დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდგომ, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს საინვესტიციო გეგმისა და მიღებული/დამუშავებული ინფორმაციის მომზადებას საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს სხდომაზე წარსადგენად.
2. საბჭო, როგორც საინვესტიციო გეგმას, ასევე საინვესტიციო გეგმაში ცვლილებას და თანდართულ დოკუმენტაციას განიხილავს საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შეაბამისად.
3. სააგენტო, საბჭოს ოქმს და საინვესტიციო გეგმას/გეგმაში ცვლილებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მინისტრს, საბჭოს მიერ საკითხის განხილვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს, მაგრამ არაუგვიანეს მთავრობის გადაწყვეტილების სააგენტოში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს საინვესტიციო ვალდებულების 2%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ოთხი თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას.
2. საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, საინვესტიციო გეგმის განმახორციელებელი პირი სააგენტოს ყოველწლიურად წარუდგენს გასული საანგარიშო წლის პერიოდში, რომელიც აითვლება ვალდებულების რეგისტრაციის თარიღიდან და შეადგენს სრულ 12 თვეს, ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე შუალედურ საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში.
3. საინვესტიციო გეგმის განმახორციელებელი პირი, საინვესტიციო გეგმის სრულად შესრულებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, სააგენტოს წარუდგენს საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
4. საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა შესრულებული უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის წარუდგენლობა გამოიწვევს ინვესტიციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას საანგარიშო პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც აითვლება საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან და პირი ვალდებულია შემდეგი 60 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის წარუდგენლობა მიიჩნევა საინვესტიციო გეგმის შეუსრულებლობად და ინვესტიციის განმახორციელებელი პირის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი ღონისძიებები.
7. საინვესტიციო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო ამზადებს დასკვნას და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მინისტრს გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც დასტურდება საინვესტიციო გეგმის სრულად შესრულება, სააგენტო წარუდგენს მინისტრს, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
9. საინვესტიციო გეგმის შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის გადაწყვეტილება, სააგენტოში მიღებიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში, ეგზავნება ინვესტიციის განმახორციელებელ პირს.
2. საინვესტიციო გეგმაში ცვლილება უნდა აკმაყოფილებდეს საინვესტიციო გეგმისთვის წარდგენილ მოთხოვნებს.
3. სააგენტო საინვესტიციო გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას წარმოებაში მიღების შესახებ ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საინვესტიციო გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს საინვესტიციო გეგმაში ცვლილებისა და მიღებული/დამუშავებული ინფორმაციის წარდგენას საბჭოს სხდომაზე განსახილველად.