საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№706-Vრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
090000000.05.001.020348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) მე-3 ნაწილი:

„3. თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების,  საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.“;

ბ) შენიშვნა:

„შენიშვნა: „უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება“ ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს იმ ასაფეთქებელ მოწყობილობას, ფეთქებად ნივთიერებას, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ იარაღს, საბრძოლო მასალას, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ნივთიერებას, რომლის ფლობა, შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა ან ტარება დანაშაულია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2021 წ.

N706-Vრს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №706-Vრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 090000000.05.001.020348.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №706-Vრს-Xმპ, 28.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020348 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5200454/