„ ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2021 წლის 28 ივნისი სოფ. წეროვანი |
1.1 წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთჯერადად თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი. მრავალშვილიანი ოჯახები მეოთხე, მეხუთე და შემდეგი შვილის დაბადებისას ერთჯერადად მიიღებენ 500 (ხუთასი) ლარს. თანხა გათვალისწინებულია ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით.“.
1.2 წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში დამატებით სავალდებულოა ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.“.
1.3 წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს დევნილი მოქალაქეების იმ გამოკვლევის, ოპერაციისა და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება ჯანდაცვის საყოველთაო სადაზღვევო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. აგრეთვე, დაზღვევის მიერ გაწეული დახმარების შემდგომ დარჩენილი თანხის თანადაფინანსებას. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ახალგორიდან დევნილი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსებას. დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა, პირის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის შესახებ, აგრეთვე დევნილი ოჯახის წევრები – მეუღლე, შვილები.“.
1.4 წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ერთ მოქალაქეზე სამედიცინო მომსახურების ვალდებულების ზღვრული ოდენობა წლის განმავლობაში (01 იანვარი-31 დეკემბერი) განისაზღვროს არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა. ოპერაციის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს, გამოკვლევისა და სარეაბილიტაციო ვარჯიშების შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარს;
სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის და 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულამდე ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურეობის ვალდებულების ზღვრული ოდენობა ერთ მოქალაქეზე წლის განმავლობაში განისაზღვროს 1 000 (ერთი ათასი) ლარით. ოპერაციის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარით, გამოკვლევის, სარეაბილიტაციო ვარჯიშების და მკურნალობის შემთხვევაში ერთად 500 (ხუთასი) ლარით.
ონკოდაავადებულთათვის სამედიცინო პროცედურების საერთო თანხა განისაზღვროს 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“.
1.5 წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამედიცინო მომსახურეობის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ. დიალიზის პროგრამით მოსარგებლეთა სატრანსპორტო მომსახურეობა ანაზღაურდება მოქალაქეებზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100-ის საფუძველზე მიღებული მომსახურეობის დამადასტურებელი დოკუმენტით, კლინიკაში თითოეულ ვიზიტზე მოქალაქის პირად ანგარიზე 5 (ხუთი) ლარის ჩარიცხვით.“.
1.6 წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, მშობიარობაზე (მ.შ. საკეისრო კვეთა), ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ანაზღაურდება ინპლანტატის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით) სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე: სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი (მ.შ. იმ პროცედურაზე, რომელთა ჩადგმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას). გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანასდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით). მედიკამენტებზე, ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ინტოქსიკაციის მომსახურებაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე. მედიკამენტებზე შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა თვალის ინექციაზე.“.
|