სააქციო საზოგადოება „ ოქსინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „ოქსინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
2021 წლის 21 ივლისს დღის 13 საათზე ქ. თბილისში, რიჩარდ ჰოლბრუკის (ბაღდადის ) ქ №12 -ში, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის კაბინეტში გაიმართება ს.ს „ოქსინოს“ აქციონერთა რიგგარეშე კრება. დღის წესრიგი:
1. ს.ს. „ოქსინოს“ რეორგანიზაციის პროცესის დაწყება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მე-4 პრიმა ( 14 /4 ) მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. ს.ს. „ოქსინოს“ გაყოფა ორ იურიდიულ პირად.
* ს.ს. „ოქსინო“
* შ.პ.ს. „ოქსინო 21“
3 . ს.ს. „ოქსინოს“ საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული გრძელვადიანი აქტივების, კაპიტალისა და ვალდებულებების გადანაწილება ს.ს. „ოქსინოსა“ და შ.პ.ს. „ოქსინო 21“-სათვის და გამყოფი ბალანსის დამტკიცება.
4 .ს.ს. „ოქსინოს“ აქციონერთა რეესტრში მიმდინარე კრების სააღრიცხვო დღისთვის რეგისტირებული აქციონერების გადანაწილება ს.ს. „ოქსინოსა’ და შ.პ.ს. „ოქსინოს 21“- სათვის და გაყოფის შემდეგ საზოგადოების კაპიტალში მათი წილების განსაზღვრა.
5. ს.ს. „ოქსინოს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და იურიდიული საკითხების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა.
ს.ს. „ოქსინოს“ სამეთვალყურეო საბჭო.
სააღრიცხვო თარიღი: 2021 წლის 24 ივნისი.
ს.ს „ოქსინოს“ დირექტორი: ლაშა სულაძე