“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
200.020.000.11.114.004.637
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 13/02/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

.სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.11.114.004.637

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №68

2001 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის№103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” 29-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

I. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის№103 ბრძანებაში „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-4 თავის 23-ე მუხლში სიტყვას „უფლება” დაემატოს წინადადება შემდეგი რედაქციით: „(გარდა იმ პირებისა, რომლებსაც „საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართვე-ლოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის№125 ბრძანების თანახმად, არ მოეთხოვებათ საგადასახადო ორგანოების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოწმობა)”.

2. მე-4 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261მუხლი:

,,მუხლი 261. მონაცემთა დამუშავების განყოფილების საჯარო მოსამსახურეების შესარჩევი კონკურსის ჩატარება და კონკურსის პირობები

1. მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში განყოფილების უფროსის, მთავარი საგადასახადო ინსპექტორის და უფროსი საგადასახადო ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შეფასება წარმოებს ამ ბრძანების 26-ე მუხლში მითითებული მოთხოვნებისა და შევსებული სპეციალური კითხვარის შედეგების გათვალისწინებით, ხოლო ინსპექტორის (ოპერატორის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად–სპაციალური კითხვარების შედეგებისა და კამპიუტერული ტექნიკის ფლობისა და ბეჭდვის სისწრაფისა და ხარისხის საფუძველზე;

2. სპეციალური კითხვარი შედგება 40 საკითხისაგან. თემატიკა, რომელსაც მოიცავს ეს კითხვარი და აგრეთვე კითხვარის ნიმუშები ქვეყნდება შესარჩევი კონკურსის დაწყებამდე ერთი თვით ადრე;

3. მონაცემთა დამუშავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა სწორად უნდა შეავსოს კითხვარის მინიმუმ 80%, მთავარი საგადასახადო ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მინიმუმ-60%, ხოლო უფროსი საგადასახადო ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მინიმუმ-50%;

4. მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში ინსპექტორის (ოპერატორის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის მიერ შევსებული სპეციალური კითხვარის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი კი– 0 ქულით;

5. ინპექტორის (ოპერატორის) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც კომპიუტერული ტექნიკის ფლობისა და ბეჭდვის სისწრაფისა და ხარისხის მიხედვით უფრო მაღალი შეფასება აქვთ. იმ პირთა შორის, რომელთაც მიღებული აქვთ ერთნაირი შეფასებები კომპიუტერული ტექნიკის პრაქტიკულ ცოდნაში, ბეჭდვის სისწრაფესა და ხარისხში, უპირატესობა ენიჭებათ მათ, ვისაც მიღებული აქვთ უფრო მაღალი შეფასება სპეციალური კითხვარის მიხედვით;

6. ინსპექტორის (ოპერატორის) კომპიუტერული ტექნიკის პრაქტიკული ცოდნის, ბეჭდვის სისწრაფისა და ხარისხის შეფასება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 10-ქულიანი სისტემით;

7. იმ ქართული შრიფტის კლავიატურის სტანდარტების ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება ინსპექტორების (ოპერატორების) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა პრაქტიკული ცოდნის შეფასებისას, ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებისას;

8. სპეციალური კითხვარის შევსებისას გამოიყენება ამ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული პრინციპები”.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი