⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2011)
გაუქმებულია:

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უშიშროების დამატებითი ღონისძიებების შესახებ”

მიღების თარიღი 12.02.2001
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.004.638
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 13/02/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,320 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2001 მიღება
22.02.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უშიშროების დამატებითი ღონისძიებების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.004.638 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №60 2001 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უშიშროების დამატებითი ღონისძიებების შესახებ „პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივი არეულობებისა და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივი არეულობებისას, აგრეთვე ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღსაკვეთად გასატარებელი უშიშროების დამატებითი ღონისძიებების თანდართული გეგმა (დანართი №1). 2. დაევალოთ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და დაწესებულებების დირექტორებს ადგილებზე შეიმუშავონ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან შეათანხმონ ექსტრემალურ სიტუაციებში ერთობლივად სამოქმედო ოპერატიული გეგმა. მ. სააკაშვილი დანართი №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებების უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გ ე გ მ ა 1. გეგმა განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივი არეულობებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების ორგანოების მიერ უშიშროების გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებისა და ამ კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ურთიერთმოქმედების წესს. 2. გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზანია: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობების, ამ დაწესებულებებზე თავდასხმის, პატიმართა ან მსჯავრდებულთა გაქცევის, მძევალთა აყვანის, იქ მოთავსებულ პირთა მხრიდან მასობრივი დაუმორჩილებლობის, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევათა შემთხვევების ლოკალიზება და აღკვეთა; ბ) ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სტაბილურობის შენარჩუნება, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტებისა და ბრძანებების სწრაფი შესრულების უზრუნველყოფა; გ) დაწესებულებების მოსამსახურეების, მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოების დაცვა; დ) ექსტრემალურ სიტუაციებში დაწესებულებათა გაძლიერებული დაცვა, მსჯავრდებულებზე განსაკუთრებული მეთვალყურეობისა და კონტროლის დაწესება; ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისას დაწესებულების უსაფრთხოების დაცვა. ვ) სათანადო ოპერატიული ინფორმაციის შეუფერხებელი მიღების უზრუნველყოფა; ზ) მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სწრაფი დამუშავება და მათ საფუძველზე სათანადო რეაგირება. 3. წინამდებარე გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განგაშის გამოცხადებისას. 4. განგაშს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში აცხადებს მინისტრი. 5. მინისტრის არყოფნისას განგაშის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის პირველი მოადგილე; 6. წინამდებარე გეგმით განგაშის გამოცხადების საფუძველია: ა) ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება; ბ) მასობრივი არეულობების წარმოშობა, მსჯავრდებულთა ჯგუფური დაუმორჩილებლობა, მძევალთა აყვანა ან მსგავსი მოსალოდნელი ექსცესების თაობაზე სათანადოდ დადასტურებული ინფორმაციის არსებობა; გ) მსჯავრდებულთა და პატიმართა მასობრივი გაქცევა; დ) დაცულ ობიექტზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების პერსონალზე თავდასხმა ან ასეთი თავდასხმის მზადების თაობაზე სათანადოდ დადასტურებული ინფორმაციის არსებობა; ე) საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ობიექტებსა და მათ მახლობლად ხანძრების, აფეთქებების, ავარიების, სტიქიური უბედურებების წარმოქმნა და ვითარების სხვაგვარი მკვეთრი გართულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დაწესებულების უსაფრთხოებას. 7. ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისას, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად იუსტიციის მინისტრთან იქმნება ოპერატიული შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: – საქართველოს იუსტიციის მინისტრი – შტაბის ხელმძღვანელი; – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე; – სასჯელაღსრულების ორგანოების კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილე; – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 8. ოპერატიული შტაბის შემადგენლობაში, საჭიროებისამებრ, შტაბის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა უწყებათა წარმომადგენლებიც. 9. ოპერატიული შტაბის ძირითადი ადგილსამყოფელია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 10. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით იქმნება ადგილობრივი შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან სპეციალურად მივლინებული პასუხისმგებელი მუშაკები. 11. ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისას ადგილობრივი შტაბი ასრულებს ოპერატიული შტაბისაგან მიღებულ მითითებებს. 12. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (მინისტრის პირველი მოადგილე): ა) აცხადებს განგაშს გეგმით გათვალისწინებული საგანგებო ვითარების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დადასტურებისთანავე; ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისაგან ისმენს ინფორმაციას საგანგებო ვითარების მასშტაბებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ; გ) ხელმძღვანელობს ოპერატიული შტაბის მუშაობას; დ) განგაშის გამოცხადებისთანავე დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრებს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს; ე) ამ გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალებით გაძლიერების თაობაზე; ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთაგან აყალიბებს ოპერატიულ ჯგუფს და მიავლენს ექსტრემალური სიტუაციის ზონაში პირველადი გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად; ზ) იღებს გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა, მათი ობიექტების დაცვისა და მსჯავრდებულთა ბადრაგირებისას სამსახურის გაძლიერების შესახებ. 13. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ახსენებს იუსტიციის მინისტრს (მინისტრის პირველ მოადგილეს) გადამოწმებულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მასშტაბებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ; ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების, მისი ობიექტების დაცვისა და მსჯავრდებულთა ბადრაგირებისას სამსახურის გაძლიერების პერიოდის განმავლობაში დეპარტამენტის დამატებით თანამშრომელთა მიმაგრების (მივლინების) თაობაზე; გ) გადაჰყავს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეები საყაზარმო მდგომარეობაზე; დ) ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დაწესებულების ძალებისა და საშუალებების მოქმედებას საგანგებო ვითარებაში. 14. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განგაშის გამოცხადებისთანავე, აგრეთვე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების არასასურველი ესკალაცია, იუსტიციის მინისტრის მიერ განგაშის გამოცხადებამდეც, აცხადებს საერთო განგაშს დაწესებულების ტერიტორიაზე და ერთობლივად მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული ოპერატიული გეგმის საფუძველზე. 15. ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სათანადო ქვედანაყოფები უზრუნველყოფენ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის გაძლიერებას “ექსტრემალური სიტუაციების დროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 მაისის №015 განკარგულებით გათვალისწინებული წესით. 16. ამ გეგმით გათვალისწინებული საფუძვლებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განგაშის გამოცხადებისას, თუ სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება, იუსტიციის მინისტრის (მინისტრის პირველი მოადგილის) სათანადო მიმართვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებით. 17. სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებისას, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობების წარმოშობის მაღალი საშიშროება, იუსტიციის მინისტრის მიმართვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებით. 18. მსჯავრდებულთა და პატიმართა გაქცევის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე თავდასხმის, აგრეთვე სხვა წინასწარ განსაზღვრული ფორმით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განგაშის გამოცხადების თაობაზე ინფორმაციის მიღებისას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საზღვრის (ან მისი გარკვეული მონაკვეთის) დაცვის უზრუნველყოფის გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლის თაობაზე.