„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2021 წლის 29 ივნისი ქ. ლანჩხუთი |
„მუხლი 4. საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილება
საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას, რაც გულისხმობს:
ა.ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ა.ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკურ გამართულობას;
ა.გ) ინფორმაციის განთავსებას;
ა.დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და მერისთვის გადაცემას;
ა.ე) ვებგვერდის პროგრამულ ფუნქციონირებას, მათ შორის. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან;
ბ) მერისა და მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
გ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, „მათ შორის, სოციალური ქსელის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის fecebook გვერდის მართვას, ინფორმაციის განთავსებას და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას;
დ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებისთვის ვებგვერდის მეშვეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზებას და მოწყობას;
ზ) პრესრელიზების, სტატიების მომზადებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განთავსებას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებპორტალის თემატურ გაძღოლას, აგრეთვე აუდიო-, ვიდეო- და ფოტომომსახურების უზრუნველყოფას;
თ) საინფორმაციო ბიულეტენებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუშაობის სხვა ბეჭდვითი პროდუქციის გამოსაცემად მომზადებას;
ი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საინფორმაციო ხასიათის სხვა მასალების მომზადებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას. ასევე, საინფორმაციო სააგენტოებისათვის ფოტო მასალისა და ინფორმაციის მომზადებას და გაგზავნას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
„მუხლი 5. მოქალაქეთა მიღებისა და საქმისწარმოების განყოფილება
მოქალაქეთა მიღებისა და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტში შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი აღრიცხვას;
ბ) მუნიციპალიტეტში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას;
დ) საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) თვითმმართველობის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2021.
- როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2021. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.112.016454.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №16, 29.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016454 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5203607/