„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016903
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება
№47

2021 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის N40 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016782) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. გენერალური დირექტორის მივლინებაში წარგზავნა და შვებულებაში გაშვება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. გენერალური დირექტორი:

ა) ასრულებს ცენტრის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებსა და საკურატორო სფეროებს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის;

გ) წარმოადგენს ცენტრს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ცენტრის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს წარმომადგენლობით მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში, ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებსა და სხვა მოსამსახურეებს (მათ შორის, ახორციელებს შრომითი ხელშეკრულებების დადებას, შრომითი ურთიერთობის შეჩერებას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას);

ე) ახორციელებს ცენტრის მოსამსახურეების, მივლინებაში წარგზავნას, შვებულებაში გაშვებას, წყვეტს მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ვ) ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს  სამინისტროსთან შეთანხმებით;

ი) ახორციელებს თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების მინიჭებას თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მოსამსახურის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების, მუშაობის გამოცდილების და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

კ) პასუხისმგებელია ცენტრის ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;

ლ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად ცენტრში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;

მ) უფლებამოსილია ცენტრში დასაქმებულ პირებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააწესოს სახელფასო დანამატი საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, რომელიც დაკავშირებულია ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;

ნ) უფლებამოსილია ცენტრის ბიუჯეტის ფარგლებში, ცენტრის მოსამსახურეებისთვის განსაზღვროს საათობრივი ან ნორმირებული ანაზღაურება, ხოლო შტატგარეშე მომუშავე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ნორმირებული, საათობრივი, ნამუშევარი საათების შესაბამისი ან შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია განსაზღვროს მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები;

პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს, ცენტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ცენტრის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში დაფინანსების შესახებ;

ჟ) ახორციელებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:

„ა.დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ლ2“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ2) ლაბორატორიული მომსახურების, სამშენებლო და საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტი;

მ) შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ეკონომიკური სამუშაოების მართვის დეპარტამენტი;

პ) საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების დეპარტამენტი;“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტის  „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცენტრის განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საპროტოკოლო, საქმისწარმოებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საქმიანობის მართვა;

დ) გენერალური დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) საქმიანობის ადმინისტრირება;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის ღონისძიებების (პიარ, საპროტოკოლო) დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) ცენტრის მოსამსახურეებისთვის სამედიცინო საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;“;

დ) მე-4 პუნქტის:

დ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ცენტრის საიდუმლო რეჟიმის დაცვის წარმართვა, ზედამხედველობა და კონტროლი, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;“;

დ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

ბ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;

გ) ცენტრის კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ)  ახალი პროგრამებისა და სისტემების შესახებ მომხმარებლის ინსტრუქციების შემუშავება;

ე) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და უწყვეტი მონიტორინგი;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი

სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის ან გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის ორგანიზება, განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

გ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარება;

დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება;

ე) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების (შესყიდვის საგნის, ანგარიშსწორების ფორმის, შესყიდვის ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების უზრუნველყოფის, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) განმახორციელებელი, ასევე მიღება-ჩაბარების გაფორმების უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების) განსაზღვრისთვის, შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირისთვის წინადადებების წარდგენა ან გადაწყვეტილების მიღება;

ვ)  ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების წარდგენა, მათ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების), მიღება-ჩაბარების გაფორმების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) ხელშეკრულების კონტროლზე უფლებამოსილი პირების ინფორმაციის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, გარანტორისაგან საგარანტიო პირობების შესრულების მოთხოვნა და/ან მასალების „დელტას“ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის;

თ) ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო  წლიური გეგმის პროექტის შედგენა/კორექტირება;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში;

კ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების (გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა) აღრიცხვის წარმოება;

ლ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ მონაცემთა და სააღრიცხვო ელექტრონული ბაზების წარმოება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ნ) სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების, მათი შესრულების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

7. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-14 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საჭირო მასალებით, მაკომპლექტებელი, მზა ნაკეთობებით, ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით და სხვა ინვენტარით  უზრუნველყოფა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცენტრის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა,  საინჟინრო-საავტომობილო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზება;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სასაწყობო მეურნეობის ოპტიმიზაციისთვის, მასალებისა და პროდუქციის მარაგების გეგმური ნაკადების განსაზღვრა, მუშაობის ორგანიზება და მონიტორინგი;“;

დ) ,,მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები:

„კ1) საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, საცდელი და საკონტროლო სროლითი გამოცდების ჩატარება დახურულ ლაბორატორიულ პირობებში;

კ2) უპილოტო საფრენი აპარატების და სისტემების კვლევითი და საექსპერიმენტო სამუშაოების განხორციელება, საფრენოსნო-ტექნიკური გამოცდების ჩატარება;“.

10. მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ძირითადი საშუალებების, ჩარხ-დანადგარების მოდერნიზებისა და რემონტების ტექნიკური ორგანიზება;“.

11. 182 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 182. ლაბორატორიული მომსახურების, სამშენებლო და საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტი

ლაბორატორიული მომსახურების, სამშენებლო და საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) წარმოების პროცესთან, საბოლოო პროდუქტის/მომსახურების შექმნასთან  დაკავშირებული ყველა პროცესის მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) ცენტრის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობის პროცესების და პროცედურების წარმოების პროცესთან ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი;

გ) წარმოების საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირების შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი;

დ) დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად პროდუქციის დაპროექტების, წარმოების, რემონტის და მოდერნიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრში ხარისხის სისტემის დანერგვის,  სრულყოფის და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებთან, საპროექტო-საკონსტრუქტორო დოკუმენტაციასთან, დამტკიცებულ ნიმუშებთან (ეტალონებთან) და ხელშეკრულებებთან შეუსაბამობების გამორიცხვის მიზნით, ცენტრში დამზადებული, გარემონტებული და მოდერნიზებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, სამინისტროს სისტემის ობიექტების ეკო-ქიმიური მონიტორინგი, სარემედიაციო სამუშაოების და გარემოს დაცვის საკითხებში რეკომენდაციების გაცემა;

ზ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთის სინთეზი. საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა, შეფასება;

თ) ცენტრის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის, საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის და ხარისხის და ხარვეზის აღმოფხვრის მონიტორინგი;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი

შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრში სპეციფიკის და საჭიროებების გათვალისწინებით იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, დანერგვა და კონტროლი, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას;

ბ) სამინისტროს სისტემის შენობა-ნაგებობების და ტერიტორიების რადიაციული მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.”.

13. დებულების მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. ეკონომიკური სამუშაოების მართვის დეპარტამენტი

ეკონომიკური სამუშაოების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) პროდუქციის და მომსახურების ნორმატიული თვითღირებულების შედგენის სამუშაოების ორგანიზება და მართვა;

ბ) ფასების მასივის ფორმირება, გასაცემი ფასების მონაცემთა ბაზების ფორმირება;

გ) შრომითი, ენერგო და მატერიალური დანახარჯების ნორმატიულ მონაცემთა ბაზების  შექმნა  ნაკეთობების მიხედვით;

დ) ნორმატიული კალკულაციების შედგენა;

ე) კრებსითი კალკულაციების შედგენა და ფინანსებისა და დაგეგმარების დეპარტამენტთან ერთობლივად გასაცემი ფასების დადგენა;

ვ) საწარმოო დავალებების შედგენა;

ზ) შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის ანგარიშის მომზადება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.

მუხლი 22. საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების დეპარტამენტი🔗

საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ახალი ნაკეთობების მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისა და მათი წარმოებაში ჩაშვების ხელმძღვანელობა და კონტროლი;

ბ) წარმოების განვითარების პერსპექტივის ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრა და მის რეალიზაციაში მონაწილეობა;

გ) ნაკეთობის ტექნოლოგიური დამუშავების კონტროლი; საწარმოების ტექნიკური სამსახურების მიერ დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის დამტკიცება;

დ) წარმოების პროცესში ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა;

ე) წარმოებების მიერ ნაკეთობის კონსტრუქციის, რეგულირებისა და აწყობის საკითხების ხელმძღვანელობა;

ვ) ნაკეთობის აწყობის ციკლური გრაფიკების შედგენაში მონაწილეობა;

ზ) ახალი ნაკეთობის წარმოებაში ჩაშვების დროს წარმოების სპეციალური აღჭურვილობით დროული უზრუნველყოფის კონტროლი;

თ) წარმოების ქვედანაყოფებისთვის რეკონსტრუქციისა და ტექნიკური გადაიარაღების საკითხებში შესაბამისი წინადადებების მომზადების ორგანიზება, რომელიც წარმოიქმნება ახალი ტექნიკის დანერგვასთან დაკავშირებით;

ი) წარმოებაში ახალი სახის ნაკეთობებისა და ახალი პროცესების შემოტანისას დირექტიული ტექნოლოგიური მასალებისა და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავებისა და დანერგვის ხელმძღვანელობა;

კ) მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის ხელმძღვანელობა;

ლ) წარმოებაში მიმდინარე ყველა ნაკეთობის ტექნოლოგიური დაგეგმარების განხორციელება;

მ) წარმოების ტექნოლოგიების სრულყოფაზე წინადადებების განხილვა და დანერგვის ეფექტურობაზე დასკვნის გაცემის უზრუნველყოფა;

ნ) წარმოების დეპარტამენტის ტექნოლოგიური სამსახურების ტექნიკური ზედამხედველობა;

ო) ძირითადი, დამხმარე მასალებისა და ინსტრუმენტების ნორმების მონიტორინგი;

პ) საწარმოო პროცესების ტექნიკური მომზადების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება;

ჟ) საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის სტანდარტიზაცია, შესაბამისობაში მოყვანა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან, საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების დეპარტამენტის შიდა სტანდარტების დამუშავება, შეუსაბამობების მართვის ჟურნალების და უწყისების გაფორმება;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 10 ივლისიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე