ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.06.2021
ძალის დაკარგვა 30.07.2024
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016454
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.07.2024
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№8
2021 წლის 30 ივნისი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 85-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი
„სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ მიზანია განსაზღვროს სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების წესი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას ჩართულ იქნეს სამოქალაქო ინიციატივები, მომავალი გეგმების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები, მიეცეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, საინიციატივო ჯგუფებსა და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა, თვითონ შეიმუშაონ და განსაზღვრონ კონკრეტულ დასახლებაში, უბანში არსებული პრიორიტეტული პროექტები.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წესი შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანოს – „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ (შემდგომში „საბჭო“) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის და თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე/ები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი/ები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი/ები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი/ები.
3. საბჭო შედგება არაუმეტეს 15 წევრისაგან.
4 საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭო უფლებამოსილია, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მომზადების ეტაპზე, განიხილოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შემოსული საპროექტო განცხადებები (შემდგომში „პროექტი“), შეამოწმოს განცხადებების სისწორე შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი), ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება), პროექტის განხორციელების ვადები, ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს; საჭიროების შემთხვევაში პროექტის განხილვისას მოიწვიოს პროექტის ავტორი.
2. საბჭო უფლებამოსილია პროექტის მიმდინარეობისას შეამოწმოს მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივები კონკრეტულ დასახლებაში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
3. ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი საერთო თანხა განხორციელების არეალი, ვადები და სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების წესი განისაზღვრება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს ფორმირების წესით.
სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საინფორმაციო კამპანია;
ბ) პროექტების შემუშავება და წარდგენა;
გ) პროექტების ვერიფიკაცია;
დ) სამოქალაქო ბიუჯეტის საპროექტო ინიციატივებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ფარული კენჭისყრის პროცედურა;
ე) ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა;
ვ) პროექტის განხორციელება, შეფასება და მონიტორინგი.
4. მოქალაქეთა ინიციატივები განხილვის მიზნით წარედგინება საბჭოს. საბჭო თავის სხდომებზე შემოსული საპროექტო განაცხადებს განიხილავს, შეისწავლის და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. მიღებულ გადაწყვეტილებებს გადაუგზავნის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებების ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი
1. საბჭო შედგება საბჭოს წევრთაგან მათ შორისაა საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) უხელმძღვანელოს საბჭოს მუშაობას, მოიწვიოს და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს საბჭოს საქმიანობას;
გ) ხელი მოაწეროს საბჭოს სხდომის ოქმებს;
დ) დაამტკიცოს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა და დღის წესრიგი, აკონტროლოს მისი სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილების შესრულება;
ე) შეასრულოს საბჭოს წარმომადგენლობითი ფუნქცია;
ვ) არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მოიწვიოს საბჭოს სხდომა და საბჭოს სხდომამდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის შესახებ საბჭოს წევრებს და დაინტერესებულ სუბიექტებს;
ზ) სხდომა გამოაცხადოს გახსნილად, წარადგინოს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები და სხდომა გამოაცხადოს დახურულად;
თ) საბჭოს თავმჯდომარე, ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრები, სარგებლობს კონკრეტული საკითხის განხილვისას ერთი ხმის უფლებით;
ი) საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების მიზნით მოიწვიოს სპეციალისტი, რომელმაც შეიძლება ისარგებლოს სათათბირო ხმის უფლებით.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზებულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
5. საბჭოს მდივანი:
ა) ადგენს დღის წესრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარეს;
ბ) ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრები და ასევე ის პირები, რომლებიც ამ სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდნენ.
6. საბჭოს წევრი:
ა) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომებში;
ბ) აფიქსირებს სრულყოფილ პოზიციას დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე და სარგებლობს ერთი ხმის უფლებით;
გ) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს.
7. მოწვეულ სპეციალისტზე ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
8. საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
9. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;
დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) სასამართლომ აღიარა მხარდაჭერის მიმღებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადდა გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების არსებობისას, რაც შეუძლებელს ხდის საბჭოში წევრის უფლებამოსილების განხორციელებას.
10. სხდომის ოქმს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში საბჭო წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
11. საბჭო იკრიბება არსებული საჭიროებისას, მაგრამ არანაკლებ ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში საბჭოს თავმჯდომარის ან/და საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი შედგება მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადებების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
ანგარიშვალდებულება
საბჭო ანგარიშვალდებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.